ორივეს ჩანაფიქრი მშობელი ხალხის გამოფხიზლება იყო
ორივეს ჩანაფიქრი მშობელი ხალხის გამოფხიზლება იყო
არაერთხელ გვსმენია სიტყვები, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას და გამოსახოს. ბევრი ქართველის სახე ამოტივტივდება მეხსიერებაში ამ სიტყვების განწყობის ფონზე.

წმინდა ილია მართალი წერს: "ერი თავისი გმირებისა და წმინდანების მაგალითებით უნდა სულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს." დღეს ჩვენს ერს და, ზოგადად, კაცობრიობას, მძიმე ჟამი უდგას. ეს არის ჟამი ღირებულებათა დაკნინებისა და გადაფასებისა, რომელსაც წმინდა პაისი ათონელი ასე აფასებს: "ამჟამინდელი სულია - სული ნელთბილობისა. ვაჟკაცობა და მსხვერპლი აქ მთლიანად გამორიცხულია. ამჟამინდელი ზადიანი ლოგიკით ადამიანებმა ყველაფერი სხვა სისტემების განზომილებაში გადაიტანეს... დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. მათ ცხოვრებაში გაჩნდა სიზარმაცე, თბილად მოწყობის სურვილი, მეტი დასვენება. ყველა - მოხუციცა და ახალგაზრდაც - ადვილ ცხოვრებას დაეძებს. სულიერი ადამიანები ისწრაფვიან, რომ მცირეოდენი შრომით გაბრწყინდნენ. ერის ადამიანები კი ცდილობენ, რაც შეიძლება, დიდი ფული იშოვონ უშრომელად... დაკნინდა ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული"... სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა თაობის უმრავლესმა ნაწილმა ისიც არ იცის, თუ ვის მიბაძოს, ვინ დაისახოს ვაჟკაცობის, კაცურ-კაცობის იდეალად. "ვინა, ვინ არის კაი ყმა, ვის ტანზე ხმალი შვენოდესო?!" - ვაჟას მიერ ერთი საუკუნის წინ დასმული ეს შეკითხვა, ვფიქრობ, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია.

ამასწინათ 1990 წლის გაზეთ "თბილისის" საგულდაგულოდ გადანახული ერთ-ერთი ნომრის გაყვითლებული ფურცლები გადავშალე. სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მერაბ კოსტავას შესანიშნავი ესსე გურამ რჩეულიშვილზე. მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა. დრომ იმ გაზეთის ფურცლებივით ბევრი რამ გაახუნა ჩემშიც, მაგრამ ალბათ არასოდეს დამავიწყდება ამ წერილის წაკითხვით გამოწვეული დიდებული და ამაღლებული განწყობილება. წერილს თან ერთვის შესავალი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს უახლეს წარსულში მოღვაწე ამ ორი გმირის - მერაბ კოსტავასა და გურამ რჩეულიშვილის სულთა თანაზიარობას: "ისინი თითქმის თანატოლები იყვნენ, ერთ დროს, ერთ საზოგადოებაში აღიზარდნენ, თითქმის ერთნაირი იყო მათი თვალთახედვა... ორივეს სიცოცხლის მიზანი ლაღი ქართველის ხილვა იყო ლაღად მხრებგაშლილ საქართველოში... მიზნისაკენ სავალ გზაზე ორივემ მადლიანი ქართული სიტყვა იხმარა იარაღად, სიტყვა და საქმე... ერთისთვის ეს მწერლის ხალათი იყო - ერთდროულად მძიმეც, მსუბუქიც; მეორისთვის დიდი ლაშქრის მეწინავეობა - მეკვლის უმძიმესი ტვირთითა და მისიით. ორივეს ჩანაფიქრი: მშობელი ხალხის გამოფხიზლება - სიტყვითა და საქმით... ორივემ პირნათლად იარა ეკლიან გზაზე... ორივემ დაგვიტოვა გაუნელებელი ტკივილი და საკუთარი სული, როგორც სიმბოლო თავისუფლებისაკენ სწრაფვისა"... სოლომონ წინასწარმეტყველი ამბობს: "მართალთა სულნი ხელთა შინა ღვთისათა... დაღათუ თვალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკვდავებითა სავსე არს, და მცირედღა თუ ისწავნეს, დიდ ძალ ქველ ყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოსცადნა იგინი, და პოვნა იგი ღირსად თავისა თვისისა, ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა გამოსცადნა იგინი, და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხვერპლთა შეიწყნარნა იგინი." ეს სიტყვები ამ ადამიანებსაც შეეხებათ. გთავაზობთ ფრაგმენტებს მერაბ კოსტავას ამ მშვენიერი ნარკვევიდან:

"გურამ რჩეულიშვილი, წოდებულთაგან რჩეული, სტიქიათა სიღრმეებისკენ წიაღსვლით ზღუდეთა მსხვრეველი, კაცი მშფოთვარე და დაუდეგარი! უსასრულობას მიელტვოდა იგი და ამადაც ზღვით იკლავდა უკიდეგანობის ჟინს ჰორიზონტალში და თვალშეუდგამი მთებით - ვერტიკალში. ამ გრანდიოზულ სტიქიურ ჭავლთა გადაკვეთით შექმნილი უზარმაზარი ჯვარი, მის სულში აღმართული, არ ასვენებდა, გულ-ღვიძლს უღადრავდა და ამიტომაც შლეგივით გამოენთო იგი ჯვარგუმბათოვანი ალავერდის ციცაბო სახურავზე, ჯვარცმის პოზით, მკლავებგაწვდილი, ვითარცა იესო, ალაზნის ველისკენ პირმიქცევით, ინერტული, ღვინით გაბრუებული ბრბოს წინაშე. ხომ არ გამოხატავს ეს მესსიანური ჟესტი ისტორიის ჯვარზე გაკრულ იბერიის სახეს?

ზემოთ მოყვანილი მაგალითი არ გახლავთ მარტოოდენ ეპიზოდი ერთი მოთხრობისა ,,ალავერდობა". ამ მაგალითმა თვით მწერლის პიროვნებას ახადა ფარდა და დაგვანახვა, თუ როგორ ვლინდება ერის სულის ხასიათი მის საუკეთესო შვილებში.

ალავერდის გუმბათიდან ამ დიდებულ სანახაობას სხვა გამაოგნებელი რამ უძღვოდა წინ. და ეს სხვა რამ გახლდათ ცხენით გახელების ექსტაზი. აქ ჩვენ ვიხილეთ ტაძრისაკენ გაჭრილი გურამი, ვითარცა მხედარი.

საოცარია გზა ცხენიდან ეკლესიის გუმბათისკენ. სწორედ აქ არის წარმოდგენილი რაღაც ღრმად ეროვნული ზოგადკაცობრიულთან გადაკვეთაში, ასეთი იყო წარსულში გზა საქართველოს მოწამეების და წმინდა მამების, არგვეთელი ერისთავების - დავითის და კონსტანტინესი, გობრონ მხედრის, იოანე ბერის, თორნიკე ერისთავის, ევაგრესი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ბიძინა ჩოლოყაშვილის და სხვათა, - გზა მხედრობიდან მამათა სავანისაკენ, ან მოწამებრივი სიკვდილისაკენ. მათ მიერ დანთხეული სისხლი, ვითარცა პორფირი და ბისონი, ჰმოსავდა ქართულ მიწას. მათი ლოცვის აბჯარ-მუზარადი მარად შეუვალს ხდიდა იბერიის მორალის ბჭეებს. წმინდა გიორგის იმპულსი ჰგელავდა მათს სისხლძარღვებში - ცეცხლი პირველმხედრისა და პირველმოწამის, რამეთუ ისინი იმთავითვე სათნო ექმნენ უფალსა, ვითარცა მხედარნი მეფესა, რამეთუ შემდგომად მხედრობად შესვლისა, იძიებოდა მათგან ერთგული მონება მისი.

იგივე გზა მიემართებოდა ქართული მწერლობისაკენ. გზა "იწრო და ძნიად სავალი." გზა სამსჭვალებითა და ეკალ-ღიჭით მოგებული. და ამიტომაც, მხოლოდ სულით მხედრებს თუ ხელეწიფებათ მიახლება ქართულ მწერლობასთან, რამეთუ ყველაზე ძალუმად ენის სტიქიაში ცხადდება ერის სული და მიმართება სიტყვათა სიტყვასთან, ლოგოსთან (რომელი იყო პირველითგან, და რომელი იყო ღმრთისა თანა). დიახ, სულის ახოვანი მხედრები არიან "ვეფხისტყაოსნისა" და "გალობანი სინანულისანის" ავტორები, რუსთაველი და დავით აღმაშენებელი, სულმნათი გურამიშვილი და ლაშარის ყმა ვაჟა-ფშაველა. საქართველოს ცის ეტრატზე ამოტვიფრული მოიხილა ბარათაშვილმა მისი ბედის სამძღვარს გადაცილებული მერანი. ცხენზე ამხედრებული მიადგა სიტყვის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე გამსახურდია სვეტიცხოვლის ბჭეებს (სავანეს, სადაც ქრისტეს კვართი ანუ "საქართველოს ცხელი გული ასვენია") და თვით გალაკტიონიც, თვისის ლექსებიდან ხშირად ეგზომ ნაზად გამომჭვირვალი, მხოლოდ ლურჯა ცხენებით თუ ცხადდებოდა ცხენთა და ლექსთა შეჯიბრებაზე. დიახ, წმინდა გიორგის მხედრებმა შექმნეს ჩვენი ეროვნული მწერლობა (ჩვენი დამწერლობის ერთ შტოსაც ხომ მხედრული ეწოდება). საგულისხმოა, რომ ქართულ მწერლობაში, ვერც ერთი მხდალი და ორპირი ვერ გასცილდა საშუალოების მიჯნას. გზა ერთია - მხედრობიდან სულეთისაკენ და მხედრობიდან მწერლობისაკენ. ეს გზა მოუხმობდა გურამ რჩეულიშვილსაც.

გურამ რჩეულიშვილი მთლიანია როგორც პიროვნება და როგორც მწერალი, მაგრამ მაინც პიროვნების აშკარა პრიმატით. მისი მისიაც უფრო მის პიროვნულ თვისებებში იკვეთება, ვიდრე მწერლობაში. თავად მის შემოქმედებაში სიტყვის ჩამოქნილობაზე მეტად მისი პიროვნება განგვაცვიფრებს. გურამის გამოჩენა ცხოვრების ასპარეზზე მეტად მნიშვნელოვან საკვანძო მომენტს დაემთხვა. იმხანად ერთგვარმა ინერტულობამ დაისადგურა ჩვენში. მრავალს დასჩემდა გარკვეულ ტრადიციებზე ბრმად მინდობა, განუკითხაობა, ძლიერ პიროვნებათა საქმეებით პასიური ტკბობა და შაბლონური მეხოტბეობა. გურამ რჩეულიშვილის ცხოვრების ცოცხალმა მაგალითმა, მისი თავისუფალი სულის დინამიკამ არა მარტო შემოქმედებით, არამედ, რაც მთავარია, თითოეული მანერით, ქუჩაში გამოტანილი ყოველი საყოფაცხოვრებო წვრილმანით განსაზღვრა მისი თაობის ძირითადი ტონალობა. მისი შინაგანი, ბუნებრივი არტისტიზმით და სითამამით გაჯერებული თითოეული ქმედება გაბედულად აცხადებდა, რომ ყოველ საეჭვო ტრადიციაზე მაღლა დგას სიღრმისეული ალღო ჭეშმარიტებისა, რომ თავად ჭეშმარიტებაა ყურით მოთრეულ ყველა ავტორიტეტზე უაღრესი და ავტორიტეტთა კომპეტენტურობის განმსაზღვრელი. სწორედ რჩეულიშვილის მსგავსნი თუ გვაგრძნობინებენ, რომ ერთადერთი, მხოლოდ ღვთაებრივი მარადისობიდან გამომდინარე ტრადიციები და საქმეებია ურყევი, რომელნიც "ვერ განრყვნან მღილთა და მპარავთა ვერ წარიტაცონ." სხვა დანარჩენი კი ჟამთა მონაკვეთში მომწყვდეული არასრულყოფილებაა, რომელიც გამუდმებით უნდა სცვალოს და სწვართოს სრულყოფილებისათვის მებრძოლმა, ჟამთა დინებაში შემოჭრილმა განგების ცეცხლმა, ანუ გარდუვალობამ თავისუფალი, პროგრესული ინდივიდუალობების მეოხებით.

ვაჟკაცობის ეტალონი მხოლოდ ადამიანის სიკვდილთან მიმართებით განიზომება. ყოველი მწვერვალის, ყოველი საუნჯის დაუფლება გარკვეული შიშის გადალახვას მოითხოვს. "და ამასცა იქმს ღმერთი მრავალგზის, რა იხილნოს სულნი ახოვანნი და დასაბამსავე მიუშვნის მათ ზედა ბრძოლანი, რათამცა მალიად გვირგვინოსან ყვნა იგინი". მხოლოდ შიშია გამწვრთნელი კაცთა და ვაჟკაცობის სალესი. მისთვის დაუდგინეს მცველად ოქროს საწმისს საზარელი ურჩხული. მისთვის სდარაჯობენ ზღაპრებში მზეთუნახავს შემაზრზენი დევები. შიში ეს ის დაბრკოლებაა, ვარდის უწარმტაცეს კოკრებს რომ შესევია პირბასრ ეკლებად და ამიტომ განა უწყის ვინმემ, თუ როგორ მშვენიერებას სდარაჯობს სიკვდილის შიში? შეხედეთ ინდოეთის ქშატრიებს (მეომართა კასტა). სარეცელში როდი იხოცებოდნენ ისინი, არამედ ღრმა სიბერეს მიწეულნი სახიფათო ადგილებს ეძებდნენ ომში, რათა ბრძოლის ველზე მომკვდარიყვნენ. ამას ავალებდათ მათ მათი წოდება. ქშატრიულად დაიღუპა გურამი ბობოქარ ზღვასთან ორთაბრძოლაში. მაგრამ ქშატრიული სიკვდილი როდია საკმარისი. ჭეშმარიტების და სამშობლოს მრავალი მოღალატე და გამცემელი დაღუპულა ბრძოლის ველზე. გურამ რჩეულიშვილის ქშატრიულ სიკვდილს ქრისტიანული ჟესტი ედო საფუძვლად. აბობოქრებულ ზღვას მისცა მან თავი დასაღუპად განწირული მოყვასის გადასარჩენად და თავი მსხვერპლად გაიღო.

მოყვასისადმი სიყვარულით ავსილმა გულმა საბოლოოდ გარე განდევნა შიში. უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენცია წარიტაცა თან გურამ რჩეულიშვილმა, პოტენცია, რომელიც უდავოდ ლიტერატურის პიედესტალზე აიყვანდა მას. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ლიტერატურის პიედესტალზე დამკვიდრება იმათ ხელეწიფებათ, რომელნიც იცნობენ სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას, ვისთვისაც ვაჟკაცობა ეთიკური ფაქტორია, რომელნიც ყოველ წამს მზად არიან ჭეშმარიტებისათვის თავის გასაწირად. დაუკვირდით დიდი ქართველი მწერლების ბიოგრაფიებს დასაბამიდან დღემდე, და მიხვდებით, რომ აქ გამონაკლისი არ არსებობს. ჭეშმარიტი მუზების მატარებლებში მოხსნილია ეთოსსა და ესთეტიკას შორის სამანები.

ალავერდის გუმბათზე მდგომი ჭაბუკი შემოქმედებითი ცეცხლის ჩადებას ჰლამობდა ინერტული ბრბოს მიხრწნილ გვამში. მას სულს უხუთავდა ველური დიონისოს დაგვიანებული, არაკანონზომიერ იმპულსთა ნამუსრევები. დიახ, დაძმარულა ის ღვინო, ბიბლიურმა ნოემ რო დაუწურა კაცობრიობას. ებრაელებმაც მხოლოდ ძმარი მიართვეს ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს, ვენახისა და ღვინოს შემოქმედს, რომელმაც ფიზიკურის ნაცვლად ახალი, სულიერი ღვინო მოჰმადლა კაცობრიობას - სისხლი თვისი და ხორცი თვისი. საოცარია გურამ რჩეულიშვილის ალავერდობაში გადაძახილი ამ კოსმიურ აქტთან. დიახ, ძმრადქმნილი ღვინის ნაცვლად სხვა რამ ემეტებოდა გურამ რჩეულიშვილს გზაშეცდომილ კაცთათვის, რაც მარადიული შემოქმედებისა და იდეალისადმი სწრაფვის სურვილს აღუძრავდა დაცემულ ადამიანებს. ნების უჩვეულო დაძაბვით, საკუთარი სიცოცხლის ფასად სურდა მას ამ რაღაც ახლის ჩადება მათს არსებაში, მაგრამ რისა, ან როგორ, ჯერ არ უწყოდა. ამიტომ ერთთავად მიენდო იგი საკუთარი სტიქიის დინებას. ინტუიტურმა ალღომ და საოცარმა ექსტატიკამ მას არ უმტყუნეს და იმ შემთხვევისათვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიაღებინეს, რაც ჯვარცმის საოცარ ჟესტიკულაციაში გამოიკვეთა. მისმა თავგანწირულმა სულისკვეთებამ, ჰაერში, უზარმაზარ სიმაღლეზე მოხაზა გოლგოთის სურათი. და ასე დარჩა იგი ჩემს წარმოდგენაში ალავერდის გუმბათზე, ჯვარცმის პოზით, მკლავებგაშლილი, ვითარცა იესო."

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat