მეფე ერეკლეს გმირები
მეფე ერეკლეს გმირები
კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ ისტორიის ანალებში და გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები.

რომ გაბედოს?
როდესაც აღა-მაჰმად-ხანმა გამოილაშქრა საქართველოს ასაოხრებლად და ამ ამბავმა მოაწია თბილისამდე, ერეკლე მეფემ შეჰყარა დიდკაცობა და ჰკითხა, - რა ვიღონოთო?

ყველა დიდებულმა ერთი და იგივე მოახსენა, ვერ გაბედავს მოსვლას, ტყუილი ხმები იქნებაო.

ერეკლე მიუბრუნდა სოლომონ ლიონიძეს, - შენ რას იტყვი, მსაჯულო, შენს აზრს რატომ არ გვეტყვიო?

სოლომონმა უპასუხა: - ყველა მოგახსენებთ, ვერ გაბედავს მოსვლასო, მაგრამ რომ გაბედოს და მოვიდეს, როგორ უნდა დავხვდეთო?

- ჰოო... რომ გაბედოსო! - წამოიძახა ყველამ ერთხმად და მტრის დასახვედრად თადარიგი დაიჭირეს.

მოსწრებული სიტყვა
ერთხელ მეფე ერეკლე მეორე მიბრძანდებოდა თურმე ქალაქიდან კახეთს და თან, რასაკვირველია, ამალა ახლდა. მზე დაწურვაზე ყოფილა, როცა მეფე საგარეჯოს ბოლოს მისულა, დაუნახავს, რომ ერთ ყანაში დიდძალი მუშა დგას და მკის.

- ეს ამოდენა მუშა ვისიაო? - იკითხა.

მოახსენეს:

- აქ, საგარეჯოში, ერთი შეძლებული გლეხია და იმისი მამითადიაო.

- შაბაშ გლეხსაო, - ბრძანა თურმე და იმისი ვინაობა იკითხა.

მოახსენეს, ვინც იყო და ზედ დაატანეს:

- ისეთი ხელმოჭერილი რამ კია, რომ პურს არავის აჭმევს, თუ არას გამორჩაო.

შეაყენა მეფემ ცხენი და ბრძანა:

- ის გლეხი აქ მომიყვანეთო.

მოიყვანეს. მეფემ უბრძანა:

- ვახშმად ჩემის ამალით შენი სტუმარი ვარო.

- მობრძანდი, შენი ჭირიმე! - უპასუხა გლეხმა, - მაპატიე, აქ სამზადისი არ მაქვს, შინ მეწვიეო.

მეფე დათანხმდა.

გლეხი შეჯდა ცხენზე და ჭენებით წავიდა. ვიდრე მეფე მიბრძანდებოდა სოფელში, ჩამოღამდა კიდეც. გლეხი წინ მიეგება, მიიწვია მეფე სახლის ბანზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ხალიჩებით მოეფინა. ძალიან კარგად დახვდა თურმე მეფესა და მის ამალას.

როცა მეფემ ვახშამი მიირთვა, წასვლა დააპირა და ცხენები მოითხოვა, მოართვეს ცხენები. გლეხს მადლი უბრძანა და თან დაატანა:

- აკი, შვილო, შენ პურს არავის აჭმევ ისე, რომ არას გამორჩეო?

- მაინც ეგრეა, შენი ჭირიმე! - უპასუხა თამამად გლეხმა, - მართალი მოუხსენებიათო.

- როგორ? აბა, დღეს მე რას გამომრჩიო?

- ამ ბანზე მიწა ახლად დაყრილია, ამის დატკეპნას კარგი მუშა მოუნდებოდა და მე მეტი გამორჩენა რად მინდა, რომ ჩემმა ბედნიერმა ბატონმა და ამოდენა დიდებულმა ხალხმა თავისი საკუთარი ფეხით ბანი დამიტკეპნესო.

მეფეს მოეწონა ეს მოსწრებული სიტყვა, გაეცინა და ხალათი უბოძა.

პაპა ბებურიშვილი და დათუნა ბოსტაშვილი და სხვანი
1751 წელს მეფე თეიმურაზი და მეფე ერეკლე ჭარის დასარბევად წავიდნენ. ალაზანთან მათ ჰაჯი-ჯალაბი ჩაუსაფრდა და შეებრძოლა. აირია ქართველთა ჯარი და დამარცხდნენ მეფეები. ჩამოვიდნენ ქალაქში დამარცხებულნი. ალაზანში პაპა ბებურიშვილმა გამოიყვანა დიდი ცდით. მარჯვენა მხარე ალაზნისა ფლატიანი იყო და ვერ ამოვიდნენ, ქვევით უნდა მოევლოთ შორს, ამ დროს ფეხით მიმავალ ერეკლეს წამოეწია მაჩხაანელი დათუნა ბოსტაშვილი, ჩამოხტა და მიართვა ცხენი. ამგვარი ერთგულებისთვის ერეკლემ საშვილიშვილოდ აზნაურობა უბოძა. ამ შემთხვევას მშვენივრად გვიდასტურებს ხალხში შემონახული ლექსი

"ერეკლე ჩვენმა ბატონმა შეჰყარა დიდი ჯარია:
ორპირ აავსო ქიზიყი, ხელთ მისცა წინამხარია.
ალაზანს გასდო ჯაშირი, ზედ გადის ჩვენი ჯარია,
ალაზანს გაღმა გავედით პატარა ნაბახჩარია,
შიგ იმაში დამალულა ჭარ-ბელაქნელთა ჯარია,
მივედით გამოგვაქციეს, როგორც ნადირმა ცხვარია.
ბატონსა ცხენი მოუკლეს, ფერდში ჰკრეს ზარბაზანია,
ქვევითი მოჩანჩალებდა, ხელში ეჭირა ხმალია...
ეს ბოსტაშვილი დათუნი ცით ჩამოსული ჯარია:
ბატონსა ცხენი მიართვა ოთხითაც დაჭედილია.
ცხენზედ შებრძანდა ბატონი, ქვეშ უქრის ნიავ-ქარია,
ერთი მათრახიც გადაჰკრა, ქიზიყს ამოჰყო თავია.
- დათუნი, ქალაქს ჩამოდი, თუ გინდა საჩუქარია!
ქალაქს ჩავიდა დათუნა, ეხვევა დედოფალია:
- შენი ჭირიმე, დათუნი, შენ მომირჩინე ქმარია,
აზნაურობა უბოძა, მამული საკუთარია".


1755 წელს 31 ივლისს ნურსალ-ბეგი ყვარლის ციხეს გარს შემოადგა. იმავე წელს ერეკლეს გზაში შემოეყარა გმირი დემეტრე ანდრონიკაშვილი, ყვარელში მიმავალ-მისაშველებლად.

1-ელ აგვისტოს ბოდბელთან მოხდა სარდლების და ნაცვლების კრება. აქ ერეკლე მეფემ საჯაროდ გამოაცხადა, - ვინც გაჭირვებულ ყვარლის ციხეს მიეშველება, აზატობას მივცემ და სხვა წყალობასაო. სამ დღეში აქ თავი მოიყარა მრავალმა ვაჟკაცმა. ერეკლემ თავის ნაცვლებს უბრძანა, ალაზნის იქით ჭარ-ბელაქანი აეკლოთ. კრებაზე წამოდგნენ სამასამდე თავადი და გლეხი - ჩვენ მივეშველებითო. აქედან ერეკლემ ორასი კაცი გამოარჩია - ას სამი კაცი ქიზიყიდან, ბოდბელი პაატა ბაღაშვილი, ფანიანელი ფიდო ბეგიაშვილი, ანაგური პეტრე მირიანაშვილი, მარტყოფელი ლაზარე გოგილასშვილ-ოქრუასშვილი, ჯიმითური დათია ტურაშვილი და სხვა. ამათ შეუერთდა ქართლელები: იოთამისშვილი რევაზ უზბაში, გუგუნაშვილი ვახტანგ, სოლოღასშვილი ტარიელ, მაჩაბელი ძაღლუა, მუხრან-ბატონი სვიმონ, ზედგენიძე ზურაბ, მღვდელი იასე მაჭავარიანი, ნამორაძე ერასტი და სხვა, კახნი პაპა ბებურიშვილი, სოლომონ გურგენიძე, თაყაშვილი ფამერუზ, ბეჟან რატისშვილი და სხვა. ამათ ერეკლემ უთავა პაპა ბებურიშვილი. ესენი შევიდნენ ხმალდახმალ ციხეში. რამდენიმე დღის წინ ხომ გმირი დემეტრე ანდრონიკაშვილი შევიდა ციხეში ხმალდახმალ სამი კაცით, მეოთხე ზაქარია ყანდიაშვილი, მრავალი ტყვიაწამლით და სურსათით და გაამხნევეს ციხეში მყოფნი. ჭარ-ბელაქნელებმა შეიტყვეს თავიანთი სოფლების აოხრება ერეკლეს მიერ და 28 დღის შემდეგ შემოეცალნენ ციხეს და წავიდნენ.

ამ ვაჟკაცური საქმისთვის მეფე თეიმურაზს და მეფე ერეკლეს ყველა გლეხისთვის აზატობის ოქმები უბოძებიათ. წყალობის სიგელი უბოძებია მეფე ერეკლეს დავით ვაჩნაძისა და პაპა ბებურიშვილისთვის. მეფე პაპას უხსენებს იმ გმირობას და თავდადებას, რომლითაც მან სიკვდილისაგან იხსნა იგი, როცა ზემოთ ხსენებულ ომში ჰაჯი-ჯალაბისაგან დამარცხებული ერეკლე ალაზანში გადიოდა, მეფე და ცხენი წყალმა წაიღო და ლეკები - 7-8 კაცი, გარს მოადგა, პაპამ ისინი ხმლით მოაშორა და ღმერთის გარდა, იმ დღეს მანაც იხსნა ერეკლე სიკვდილისაგან. ბოლო ომშიც ბევრი მხნეობა აჩვენა პაპამ: "ჯერ ღვთის სიყვარულისთვის და მერმე ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის და სარწმუნოებისათვის, თქვენი თავი სასიკვდილოდ გადადევით იმ დღეს და არ დაზოგეთ არც შენ და არც თავადთა და გლეხთა, წახვედით ღვთით და ჩემი ბრძანებით, დიდად შემოსაფრული იყო ის ციხე, ხმალდახმალ შეხვედით, ღვთის მოწყალებამ და თქვენმან შესვლამ შეამაგრა, შესვლაში და შიგნით ციხიდამ მრავალი კაცი მოკალით, და ლომსავით გაისარჯენით, თითონ შენ შიგ დაიჭერ; მას უკან გარეთ ხმალდახმალ გამოუხდით და ბევრი კაცი მოუკალით". ასეთი გარჯისთვის მეფეს პაპასთვის კარდენახში გლეხები უბოძებია, თავიანთი მამულითა, სახლ-კარითა და შესავალ-გასავალითა.

პაპას მოგვიანებითაც უმარჯვია. 1772 წელს მეფე ერეკლეს პაპა ბებურიშვილი ჯარით ფამბაკზე ჰყავდა დაყენებული მეთვალყურედ, ამ დროს ახალციხიდან ჰაჯი გარეი გამოემართა თბილისისკენ დიდი ჯარით, ჩაუსაფრდა მას პაპა თავისი ამხანაგებით მოხერხებულ ადგილას და მოულოდნელად ღვთის რისხვა დასცა თათრებს: 157 კაცი გასწყვიტა, 57 ტყვედ შეიპყრო და ერეკლე მეფეს მიჰგვარა თბილისში.

ლუარსაბ ვაჩნაძე
1770 წლის 10 აპრილს დელიბაშის ჯარი დაამარცხა და გააქცია ერეკლემ აწყურის ახლოს. თავი ისახელა აქ ახალგაზრდა ლუარსაბ ვაჩნაძემ. მის ვაჟკაცობას აი, როგორ აგვიწერს მეფ გიორგი XII: "წყალობითა... ჩვენ იესეან დავითიან-სოლომონიან-პანკრატოვანმან მეფემან ქართლისა, კახეთისა და სხვათამან გიორგიმ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალმან მარიამ... ესე წყალობის სიგელი გიბოძეთ შენ ძველთაგანვე ჩვენის ოჯახის დიდად ერთგულს, თავდადებით ნამსახურს... ჩვენ მოვიხსენეთ შთამომავლობითგანვე თქვენი და ძველი და ახალი ჩვენის ოჯახის თავდადებით ნამსახურობა, პაპისშენის ასლანისგან სხვას სახელმწიფოს ქვეყნებში სამსახური და ბიძის შენის ყაფლანის განჯას ომში მამის ჩვენის თვალწინ სიკვდილი და აგრეთვე შენის სიყრმითგან მრავალს ომში სახელოვნად გარჯა, მოკვლა და ცოცხლის მორთმევა, აგრეთვე ასპინძას დიდად რომ გაგვიჭირდა, ბატონს მამას ჩვენსა და ჩვენს წინ სახსოვრათ ხელის გამოღებას თვით ჩვენის თვალით უყურებდით, რომ დელიბაშმა პირდაპირ შუბით პირის სახეზედ მძიმეთ დაგჭრა, მაგრამ როგორც მამაცობას შვენოდა, არ უმტყუნე და თოფით ჩამოაგდე, ამის გარდა აღამაჰმად-ხან სპარსეთის ჯარით თბილისს რომ მოუხდა, შებმაში მამაჩვენს გვერდით ახლდი, ვინამდის პირდაპირი ომი იყო, სახელოვნათ ირჯებოდი და როდესაც დამარცხდა თვით კურთხეული მამა ჩვენი სწამებდა და მრავალნი სხვანი, რომ იმ დღეს მამა ჩვენის მშვიდობით გამოსვლის მიზეზი, ღვთის მოწყალების გარდა შენ იყავი და მთიულეთსაც განუყრელად და ერთგულად მსახურე"...

ყარა პაატა
1752 წელს ერეკლეს ბრძოლა ჰქონდა აღაქიშთან და გაიმარჯვა, ამ ბრძოლაში თავი გამოუჩენია ბოდბელ პაატა ბაღაშვილს, რომელსაც ყარა პაატასაც ეძახდნენ სიშავის გამო. იმ დღეს მან ხმლით მოკლა ცხრა კაცი და დაიჭირა სამი ცოცხალი ლეკი. პაატა იმყოფებოდა იმ ას სამ ქიზიყელს შორის, რომლებიც მეფე ერეკლემ გამოარჩია და სხვებთან ერთად ალყაში მოქცეულ ყვარლის ციხის მცველების დასახმარებლად გაგზავნა.

1773 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი უეცრად თავს დაესხა სოფელ ბოდბეს და აიკლო, ბოდბელებს სიღნაღიდან მოეშველა მოურავი რევაზ ანდრონიკაშვილი, დაამარცხა და გაფანტა ლეკები. ამ ბრძოლაში მხნეთ იყვნენ ბოდბელი ბაღაშვილები, ყარა პაატას წინამძღოლობით. ამის შესახებ მოგვითხრობს ხალხური ლექსი:

"ამ ბაღაშვილსა პაატას ჯვარი სწყალობდა ღვთისაო,
ბოდბეში ჯარი შევიდა, მზე არის ამოსვლისაო,
გაიალაგა ლეკის ჯარი პირიქით დაღესტნისაო,
ალაზანზედ რომ ჩავიდნენ ბელადი იბანს პირსაო.
მე პირიქით რომ გავიდე, რა ვუთხრა ამდენ ქვრივსაო".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედათა შორის წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა I საუკუნეში ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat