ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება
ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება
უახლოეს წარსულში, ტოტალიტარული რეჟიმის დროს, ღვთისა და მამულის სიყვარულისთვის მრავალი ქართველი ეწამა. მათი ხსენების დღედ დედა ეკლესიამ 27 აგვისტო დაადგინა, მარიამობის წინა დღე. ქრისტესა და სამშობლოსათვის მოკლულ ახალმოწამეთა უხილავ ლაშქარში მყოფობს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. მოგითხროთ ამ დიდებული ქართველის შესახებ.

გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს სოფ. სასირეთში (კასპის რ-ნი), გლეხის ოჯახში. მაზნიაშვილი შუა ტანის, შავგვრემანი, შავთვალწარბა იყო. მამამისი, ვანო, ოცნებობდა, შვილი სამხედრო პირი გამოსულიყო. მეზობელ-ნათესავებში ნასესხები ფულით მოახერხა შვილის კადეტთა კორპუსში შეყვანა. მისი დამთავრების შემდეგ გიორგი მეფის არმიის სამსახურში ჩადგა. თავი ჯერ კიდევ რუსეთ-იაპონიის ომში გამოუჩენია, მერე კი პირველ მსოფლიო ომში, დასავლეთის ფრონტზე. იმდენად დიდი იყო მისი დამსახურება მანჯურიის ბრძოლებში, სადაც ის დაიჭრა, რომ პეტერბურგში, ლაზარეთში საგანგებოდ გამოუყვეს მომვლელად მოწყალების დები, თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები. გამოჯანმრთელების შემდეგ უკვე ოფიცრის ჩინიან გიორგი მაზნიაშვილსა და მის მეუღლეს მეფემ საგანგებო მიღება მოუწყო. ორივე ომში მამაცობისათვის გიორგი მაზნიაშვილი ოქროსვადიანი ხმლით და წმინდა გიორგის სამივე ხარისხის ორდენებით დააჯილდოეს, რომლებიც თვით იმპერატორმა მიაბნია მკერდზე. ამ ბრძოლიდან სხვა "ჯილდოც" გამოჰყვა გიორგის - ჭრილობებისგან მარცხენა ხელი გაუფუჭდა, იდაყვში ვერ ხრიდა, თითებს ვერ ამოძრავებდა, ფეხიც აწუხებდა, ჯოხით დადიოდა. 1917 წელს დასავლეთის ფრონტზე გამოვიდა ბრძანება, ვისაც სურს, შეუძლია დაბრუნდეს სამშობლოშიო. რაღა გააჩერებდა, იმავე წლის სექტემბერში ტფილისში ჩამოვიდა 60 ქართველ სამხედრო პირთან ერთად, რათა ქართული არმია შეექმნა.

იმდენმა ოფიცერმა მოიყარა თავი, რომ სამ კორპუსსაც კი ეყოფოდა, იარაღით და სურსათის მარაგით შეიძლებოდა ათი წლის განმავლობაში 50 000-კაციანი ლაშქრის შენახვა. მაგრამ მენშევიკური მთავრობა ქართული არმიის შედგენას გულგრილად ეკიდებოდა, თუმცა აიარაღებდა და საუკეთესო პირობებში ჰყავდა ეროვნული გვარდია. ამის შემყურე ჯარისკაცები დეზერტირდებოდნენ, ყაზარმებში მხოლოდ სადილად და ვახშმად დადიოდნენ, დანარჩენ დროს მიტინგებზე სიარულსა და ქეიფში ატარებდნენ. ოფიცრები დღედაღამ მუშაობდნენ, მცირე ხელფასის გამო ხშირად შინიდან ავეჯის გამოტანა და გაყიდვა უწევდათ, მაგრამ მაინც არ ღალატობდნენ ამ ეროვნულ საქმეს. ჯარის განვითარებას ისიც აფერხებდა, რომ უმაღლეს მეთაურებად დანიშვნა ხდებოდა პარტიული ნიშნით... გიორგი მაზნიაშვილი მე-2 დივიზიის ბრიგადის უფროსად დანიშნეს.

იმ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ფრონტი მოიშალა და რუსის ჯარი საქართველოს გავლით უკან ბრუნდებოდა. ქვეყანას ისიც უქადდა და მათ უკან გამოდევნებული ოსმალებიც. საჭირო იყო სამხრეთ კავკასიაში დატოვებული სამხედრო ქონების თავმოყრაც. ამას უდისციპლინო ჯარი ვერ შეძლებდა. ამიტომ მაზნიაშვილმა ჯარში სამსახურად 16-20 წლის ბიჭები მოიწვია. ესეც რომ არ გახდა საკმარისი, მისი თხოვნით, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა და შალვა ქარუმიძემ ხევსურეთიდან ოთხასამდე ხევსური ჩამოიყვანეს, რომლებსაც სადარაჯოდ ჩააბარეს სამხედრო ქონების საწყობები. ამასობაში სამხრეთ კავკასიიდან წამოსული რუსთა ჯარის 13 ეშელონი ტფილისთან დადგა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის დაცვა გიორგი მაზნიაშვილს დაავალა, რომლის გააზრებული და ენერგიული მოქმედების შედეგად ცამეტივე სამხედრო ეშელონმა დატოვა საქართველო. ტფილისში დარჩა ის რუსული სამხედრო ნაწილები, რომლებიც არსენალს იცავდნენ. გიორგი მაზნიაშვილის დივიზიას დაავალეს მათი განიარაღება. მართლაც, ქართულმა ნაწილებმა 11 დეკემბერს დაიკავეს არსენალი. რუსის ჯარის გასვლის შემდეგ დაიწყო კავკასიის უზარმაზარი ფრონტის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო ქონების შეგროვება. ამ საქმესაც გენერალი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. 1918 წლის 3 მარტს ამიერკავკასიის ხალხთა დაუკითხავად დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლით რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეცალა ყარსის, არდაგანის და ბათუმის ოლქები. ეს ოლქები ბედის ანაბარად რჩებოდა. ამ დადგენილებით, აღჭურვილი და კბილებამდე შეიარაღებული ოსმალეთი ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრა. მტერს წინ დაუხვდა არარეგულარული ქართული და სომხური ჯარები და ომი დაიწყო. მთავარსარდალმა გენერალ მაზნიაშვილს მტრის შეჩერება უბრძანა. სამტრედიაში გენერალს მოახსენეს, ბათუმი დაეცაო. ჯარის ნაწილმა იქაურობა დატოვა - "ქართველებს დაავიწყდათ გამბედაობა და ვაჟკაცობა წინაპრებისა". მთავრობის წევრებიც მიდიოდნენ ბათუმში პოზიციების დასათვალიერებლად და იმის მაგივრად, ჯარისკაცებისთვის აეხსნათ, რა ხიფათი მოელოდა საქართველოს, შეიარაღებული მტრის თვალწინ მიტინგებს მართავდნენ და "რევოლუციის მონაპოვარზე" ლაპარაკობდნენ. გენერალი მაზნიაშვილი ამაოდ ელოდა სათადარიგო ნაწილებს. დაყოვნება არ შეიძლებოდა და სამტრედიიდან 1-ელ აპრილს 200-ოდე მებრძოლით გავიდა. ნატანებში ადგილობრივ უხუცესებს დახმარება სთხოვა. მის მოწოდებაზე გურიაში დაიწყეს პარტიზანული რაზმების შედგენა. 5 აპრილს ფრონტის მარჯვენა ფრთამ, რომელსაც მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მარცხენა ფრთაზე კი უბრძოლველად გაიქცნენ ქართული ჯარები და მტერმა ოზურგეთი აიღო. მაზნიაშვილი ოზურგეთის დასაბრუნებლად გაემართა, მაგრამ იერიშის შეჩერება უბრძანეს - თურმე ოსმალებთან ზავი დაედოთ.

გენერალი დროს არ კარგავდა, შეადგინა ახალი ლეგიონი, მთელი ოზურგეთის მაზრა ტელეგრაფისა და ტელეფონების ქსელით მოჰფინა. შუა აპრილში მასთან აფხაზეთის დეპუტაცია მოვიდა და ბოლშევიკებისაგან განთავისუფლება სთხოვა. მისი წინადადებით, ეროვნულმა გვარდიამ გაწმინდა აფხაზეთი ბოლშევიკებისაგან, მაგრამ 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, გვარდიამ დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად დატოვა აფხაზეთი და იქ კვლავ ბოლშევიკები შევიდნენ. შუა ივნისში ოსმალებმა ოზურგეთი დაცალეს და მაზნიაშვილმა ქალაქი ჩაიბარა. ივნისში გენერალს კვლავ ეახლნენ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს დელეგატები. მაზნიაშვილმა ისინი მთავრობასთან გაგზავნა. ორი დღის შემდეგ გენერალი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის სანაპიროს ჯარების უფროსად დაინიშნა. ოსმალეთის ფრონტიდან ჯარების მოხსნა შეუძლებელი იყო და გენერალიც სამი ასეულით და ოთხი ტყვიამფრქვევით სოხუმში გაემგზავრა, იქ შეუერთდა 300 ცხენოსანი აფხაზიც და მალე ქართულ-აფხაზურმა ჯარმა ტუაფსეც კი აიღო. სოხუმში მობრუნებულმა მაზნიაშვილმა შეიტყო, რომ ალექსანდრე შერვაშიძის მამულში ოსმალეთის ჯარის დესანტი, ერთი ასეული გადმოესხათ. ამის მიზეზი ერთი ამბავი ყოფილა: როცა აპრილის თვეში სახალხო გვარდია, ჯუღელის მეთაურობით, აფხაზეთში ჩავიდა, შერვაშიძემ მას 150 კაცი მისცა და დაჰპირდა, კიდევ მოვკრებ მეომარ აფხაზებსო. ჯუღელს უკმეხად უპასუხია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმდენად ძლიერია, რომ აფხაზეთის ფეოდალების დახმარებას არ საჭიროებსო. განაწყენებული შერვაშიძე ოჯახით ოსმალეთში გადავიდა, ხოლო აფხაზეთში ტატაშ მარშანიას მეთაურობით შედგა შერვაშიძის რაზმი, რომელმაც განიზრახა აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორება. გენერალი მაზნიაშვილი არ მოერიდა, მივიდა შერვაშიძის მამულში დაბანაკებულ ოსმალებთან და მოლაპარაკების შემდეგ ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს აფხაზეთი.

KARIBCHEმთავრობის ბრძანებით, მაზნიაშვილის ჯარები სოხუმისკენ დასწიეს, ტფილისში დაბრუნებულ მაზნიაშვილს კი, ჯილდოს მაგივრად, სასამართლო პროცესი მოუწყვეს - დააბრალეს, დიდძალი სახელმწიფო ქონება გაგზავნა შინო. რამიშვილის (შინაგან საქმეთა მინისტრი) ბრძანებით, გაუჩხრიკეს სახლები ქალაქშიც და სოფელშიც, მაგრამ ვერაფერი აღმოუჩინეს. ნოე ჟორდანიამ მას ბოდიში მოუხადა და ტფილისის გენერალ-გუბერნატორობა დაავალა.

ქვეყანას საფრთხე ახლა სომხეთისგან დაემუქრა. სომხები გამალებით ემზადებოდნენ ომისთვის, მაგრამ საქართველოს მენშევიკური მთავრობა ყურს არ იბერტყავდა. ფიქრობდნენ, ომის დაწყებას ვერ გაბედავენო. არც მობილიზაცია გამოაცხადა და არც ჯარის ნაწილი გადაისროლა საზღვარზე. 9 დეკემბერს სომხები შეტევაზე გადმოვიდნენ, 12 დეკემბერს 250 ქართველი ტყვედ ჩავარდა. მაგრამ მენშევიკურმა მთავრობამ არმიის გაძლიერების მაგიერ ბრძოლის ველიდან გენერალ ციციშვილის ჯარიდან 150 გვარდიელიც კი გამოიწვია სახალხო დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. ციციშვილი კი ორასი კაცით უნდა შერკინებოდა სომხის ჯარს. 17 დეკემბერს მტერმა სადახლო და შულავერი აიღო და მთავრობამ გაიხსენა გენერალი მაზნიაშვილი და სომხეთის წინააღმდეგ მოქმედი ლაშქრის სარდლად დანიშნა. მაზნიაშვილმა (მიუხედავად გვარდიელთა თავკერძობისა) მტერი საზღვრამდე გადარეკა და საზღვრის იქით, სანაინისა და ალავერდის დასაკავებლად მოემზადა. სომხებს მაშველად ინგლისელები გამოუჩნდნენ, ისინი ძალზე "შეწუხდნენ" ორ "მოძმე" ერს შორის სისხლისღვრის გამო. შუაში თავიანთი ჯარები ჩააყენეს და ნეიტრალური ზონა შექმნეს. ეს მოხდა პირველ იანვარს. ქართული ჯარი ისევ ტფილისს დაბრუნდა.

1919 წელს ყარსი გამოცხადდა მუსლიმანთა რესპუბლიკად. მას სერვერბეგ ათაბაგი მეთაურობდა, რომელიც შეეცადა ქართველთა განდევნას ახალციხე-ახალქალაქიდან. მაზნიაშვილი 3 თებერვალს ისევ დაიბარა სამხედრო მინისტრმა და ახალციხის გენერალ-გუბერნატორობა შესთავაზა. გენერალმა მოითხოვა 5000 ჯარისკაცი, ხოლო ათაბაგთაგან დამარცხებული ქართული ჯარი გამოეყვანათ ახალციხიდან. გვარდიის უფროსი ჯუღელი დაჰპირდა ხაშურში მდგარ თავის 15000 ჯარისკაცს. მაგრამ არც ფიზიკურად და სულიერად დამარცხებული ჯარი გაუყვანიათ ახალციხიდან და არც დაპირებული ხალხი გამოჩენილა. ამასობაში მაზნიაშვილს სამხედრო მინისტრის დავალებით ამცნეს, დენიკინის ჯარები შემოიჭრნენ აფხაზეთში და სოჭი აიღეს, რას ფიქრობთ, ხაშურში მდგარი სახალხო გვარდია ხომ არ გავგზავნოთო. მაზნიაშვილმა პირდაპირ განუცხადა: მტერმა სოხუმი რომ აიღოს, სამუდამოდ დაიკარგება. ჩვენ კი, თუ შეტევას ვერ გავუძელით, დროებით დავტოვებთ ახალციხეს და მერე ისევ უკან დავიბრუნებთო. გვარდიის ნაწილები აფხაზეთში გაიგზავნა. გენერალ მაზნიაშვილს კი თავისი მე-2 დივიზია დროზე ვერ მიაშველეს. ერთხელ უკვე დამარცხებულმა ჯარმა უწესრიგოდ დაიწყო დახევა ახალციხიდან. არ გაჭრა გენერლის ვედრებამ თუ მუქარამ. ჯარი არ გაჩერდა. შტაბი ბორჯომში გადავიდა. გენერალ მაზნიაშვილის მაგივრად შტაბის უფროსად გენერალი კვინიტაძე დანიშნეს, რომელმაც მთავრობას განუცხადა, ვიდრე 10000 კაცს არ მომცემთ, ფეხს არ გავდგამ ბორჯომიდანო და იძულებულნი შეიქმნენ, მისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. გენერალი მაზნიაშვილი კი ახალციხის მიტოვებისთვის სამხედრო სასამართლოს გადასცეს. საქმის განხილვა ლამის წელიწადი გაგრძელდა. გაამართლეს და მეორე დღესვე ტფილისისა და ქალაქის გარნიზონის უფროსად დანიშნეს. 6 ოქტომბრიდან 10 თებერვლამდე გენერალი პოზიციებს ამაგრებდა. ამ პერიოდში ქართული ჯარის რეორგანიზაცია მოხდა, ჯარისკაცების რიცხვი 15 ათასეულით შემცირდა. რამიშვილის ბრძანებით, უვადო შვებულებაში გაუშვეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ორი წელი ან მეტი იმსახურა. ამანაც დასცა არმიის ბრძოლისუნარიანობა. ამ დროს მთავრობას შეატყობინეს - ბაქოში საქართველოს დასაპყრობად მე-11 არმია ყალიბდებაო.

ქართულ ჯარს ჰყავდა რამდენიმე აეროპლანი, რომელთა ბენზინისა და ზეთისთვის არავინ იზრუნა. სადღაც საზღვარგარეთ იყიდეს 9000 თოფი. მათგან ვარგისი 183 ცალი აღმოჩნდა. მაზნიაშვილის თხოვნით, საინჟინრო ჯარების სარდალმა ტფილისის შემოგარენის გასამაგრებელი სამუშაოების პროექტი შეიმუშავა, მაგრამ მთავრობამ ფული არ გაიმეტა. არც დაზვერვა ჰყავდა ჩვენს ქვეყანას, ამიტომ როცა XI არმიამ 12 თებერვალს შემოუტია, ეგონათ, სომეხთა ურდოები შემოგვესივნენო. გენერალ მაზნიაშვილს ფრონტის შუაგული ჩააბარეს - ორხევიდან ტაბახმელამდე, მტრის მთავარი ნაწილიც მას მოაწყდა. მან არათუ მოიგერია, უკუაგდო მტერი და 1600 სამხედრო დაატყვევა. ჯარების მობილიზაცია ჭიანურდებოდა, არ ჰყოფნიდათ ტანსაცმელი, აღჭურვილობა, არადა საწყობები სავსე იყო. ქართულმა ჯარმა 24 თებერვლისთვის ფრონტის ყველა უბანზე მოიგერია მტრის შეტევა. მაგრამ უეცრად, ოფიცერთა დაუკითხავად, მთავარსარდალმა ტფილისის დატოვება ბრძანა. მაზნიაშვილი რაზმით ტფილისის რკინიგზას მიუახლოვდა და ქალაქიდან მიმავალ პოეტთა ჯგუფს შეეჩეხა. მისი რჩევით და თხოვნით ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები დარჩნენ თბილისში, რათა რამენაირად შეეჩერებინათ ბოლშევიკების შემოსვლისას ძალადობისა და ძარცვა-გლეჯის ტალღა. მთავარსარდლის ბრძანებით, ჯარი უკან იხევდა. მაზნიაშვილის მეთაურობით 10000-კაციანი ჯარი საჯავახოსთან გაჩერდა. მალე გენერალს მოახსენეს, რომ მენშევიკურმა მთავრობამ დატოვა საქართველო. დრო იხელთეს ოსმალებმაც და ბათუმი აიღეს. ბოლშევიკების თხოვნით, მათი განდევნა უპარტიო მაზნიაშვილმა იკისრა. მისი მეთაურობით ქართულმა ჯარმა ორ-სამ დღეში იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ოსმალთა სარდალი ქიაზიმ ბეი, რომ მან წასასვლელი გზა და ერთი დღის საგზალი პური ითხოვა. ომში დაღუპული 84 ქართველის ცხედარი დიდი პატივით აზიზეის მოედანზე დაკრძალეს. რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმში ჩამოსულმა ორჯონიკიძემ უთხრა მაზნიაშვილს: - კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული და ყველა კომუნისტს თქვენი მოკვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ ბათუმის ამბების გამო გპატიობთ ყველა დანაშაულსო.

ესეც კომუნისტური მადლიერება!

მაზნიაშვილი ახლა წითელი ქართული დივიზიის უფროსად დანიშნეს, მაგრამ იმავე წლის 6 სექტემბერს დააპატიმრეს. ორწლინახევრის შემდეგ სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ ეს სასჯელი 5 წლით საქართველოდან გაძევებით შეუცვალეს. ერთი ხანობა სპარსეთში იყო, შემდეგ პარიზში გადავიდა. საქართველოში 1924 წლის აჯანყების მზადების შესახებ ემიგრანტების დიდმა ნაწილმა, და მათ შორის მაზნიაშვილმაც, არაფერი იცოდა. წინააღმდეგიც იყო რაიმე შეიარაღებული გამოსვლისა, რადგან იცოდა, ამას დიდი სისხლისღვრა მოჰყვებოდა. მართლაც, ბოლშევიკებმა აჯანყება სისხლში ჩაახშვეს. პარიზში კი სულ სხვა ამბები მიდიოდა. სჯეროდათ გამარჯვებისა და ამიტომაც, ჟორდანიას დავალებით, მაზნიაშვილი სამშობლოში წამოვიდა. გზად კონსტანტინოპოლში შეიარა. იქ უამრავი ლტოლვილი დახვდა. სასწრაფოდ შეიქმნა კომისია მაზნიაშვილის მეთაურობით და ისიც ამ გაჭირვებულ ხალხს ეხმარებოდა. ამასობაში საქართველოში ათასნაირი ჭორი ვრცელდებოდა. ერთნი ამბობდნენ, მაზნიაშვილი ხოფასთან დგას იარაღით დატვირთული გემითო, მეორენი კი 1924 წლის აჯანყების გაცემას აბრალებდნენ. გამწარებულმა გენერალმა ჭორების გაფანტვა მთავრობისაგან მოითხოვა. დაჰპირდნენ, მაგრამ პირობა არ შეასრულეს. ხსნა არსაიდან იყო. გაჭირვებამ, აბუჩად აგდებამ აიძულა მიემართა საბჭოთა მთავრობისთვის, შეემოკლებინა მისი გაძევების ვადა. დაბრუნდა სამშობლოში, რათა თავის "ორ მილიონ მოძმესთან ერთად გაეზიარებინა ბედნიერებაც და უბედურებაც".

შიშით კაცთაგან არავისი ეშინოდა. გენერალი კვინიტაძე ამბობდა, - ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი, ისე გმირულად იბრძოდა მაზნიაშვილი. ასეთი სიმამაცე მეტისმეტიც კია, თავი აქვს გადადებული. შესაძლოა არაერთხელ დაგვეკარგა ისეთი კაცი, ვისი დაკარგვაც ლახვარს ჩაგვცემდაო.

შინ დაბრუნებულს აღარსად უმუშავია, თავის სოფელს დასტრიალებდა: წყარო რკინის მილებით გამოიყვანა, ხალხს მოუწოდა და სკოლა ააშენებინა, ბორანი გაამართვინა მტკვარზე. ყოფილა დიდად მორწმუნე. ზედმიწევნით სცოდნია ძველი და ახალი აღთქმა. 1914 წელს, იაპონიასთან ომის დროს, წმინდა გიორგი გამოსცხადებია და ამის შემდეგ თავის სოფელში ეკლესია მისი შთაგონებით ააშენა. ტფილისიდან მხატვრები ჩამოიყვანა და ტაძარი მოახატვინა. ყოველ გიორგობას, 6 მაისს (ახ. სტილით) საღვთოს ჰკლავდა, დიდ ლხინს მართავდა ღამისთევით და მთელ სოფელს პატიჟებდა.

იყო ბუნებით კეთილი: დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. უყვარდა ახალგაზრდობა. ყველას პატივისცემით ეპყრობოდა. მეტისმეტად ხელგაშლილი გახლდათ, უყვარდა გლეხებთან პურის ჭამა, მაგრამ მთვრალი არასოდეს უნახავთ. ხშირად აკითხავდა ხოლმე თანასოფლელი გენერალი ელიზბარ შერვაშიძე. დასხდებოდნენ აივანზე და ფინჯან ყავაზე იგონებდნენ გარდასულ ამბებს. ელიზბარ შერვაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. მალე მისი ხვედრი გაიზიარა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა, დახვრიტეს გიორგის შუათანა შვილიც, ვანო. გიორგი მაზნიაშვილს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს: "ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს. სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება".
ბეჭდვაელფოსტა
30.07. 2014
mayvala
ra samwuxaroa rom dResac igive meordeba wveynis marTvelobaSi miZvrebian uniWo Saraxvetia xalxi da mazniaSvilis nair patriotebs dResac uketaven gzas da SiSiT kankaleben ariqa Cvenze Wkviani da niWieri ar gamoCndes vinme da Jordanias nairi msubuqi bumbulebi ikaveben saxelmwifos marTvis sadaveebs. samSoblosTvis Tavdadebul didebul generals giorgi mazniaSvils dideba da saukune xseneba. amin! ufalo Segvinde codvebi da mogmadle RmerTis msaxuri,moyvaruli da samSobmos da xalxis msaxuri da moyvaruli mTavroba da mxedroba. saocrad gulis amaCuyebeli statiaa, raTqmaunda visac sufTa guli uZgers mkerdSi.
29.07. 2014
ufalma gaanatlos...
ufalma gaanatlos...
29.07. 2014
>
generali giorgi mazniashvili iyo rogorc udidesi samxedro mxedarmtavari ..agretve is iyo udidesi sulis mqone pirovneba romelmac mteli tavisi cxovreba saqartvelos da qartuli jaris agorzinebas dautmo..
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat