მტრობა ივერიისა - მტრობაა ღვთისმშობლისა, მისი პატრონისა
მტრობა ივერიისა - მტრობაა ღვთისმშობლისა, მისი პატრონისა
მსოფლიოში უთვალავი ერია, მაგრამ ცისა და ქვეყნის შემოქმედმა განსანათლებლად და დასაფარავად ჩვენი ერი თვით თავის ყოვლადწმინდა დედას არგუნა. სულიწმინდის მოფენის შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა. მასში მონაწილეობა ღვთისმშობელმაც მიიღო და წილად ივერია ხვდა. როცა გამომგზავრება დააპირა, გამოეცხადა უფლის ანგელოსი და უფლის ნება აუწყა: "ნუ განეშორები იერუსალიმს, წილხვდომილი შენი ქვეყანა განათლდება მომავალში, შენი მეუფება განემტკიცება იქ". ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ივერიაში საქადაგებლად წმინდა ანდრია მოციქული გამოგზავნა და თან თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა - ამ ხატით შენი თანაშემწე ვიქნები ქადაგების ჟამსო. ასევე ბრძანა: "რათა მე ვიყო ქართველთა ცხოვრების განმგებელი, ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგან მძლე ექმნას მათ". აწყურისად წოდებული ღვთისმშობლის ხატი იყო უფლის დედის პირველი ხელშენახები სიწმინდე, რომლითაც ივერიელნი ვიკურნებოდით სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. უფლის დედამ მიიძინა, აღვიდა თავის ძესთან და მეტად შეეწია თავის წილხვედრ ქვეყანას. ივერიაში საქადაგებლად გამოგზავნა წმინდა ნინო და თან ვაზის ჯვარი გამოატანა (ვაზი - ამ შემთხვევაში სიმბოლოა ღვთისმშობლისა - "შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული..."). წმინდა ნინოს ცრემლებითა და ლოცვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით და ძალით ივერიელთა გულში ისე ჩაიბეჭდა ქრისტეს მოძღვრება, რომ მერე ვერრა საეშმაკო ძალამ ვერ ამოძირკვა. VI საუკუნეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ასურეთში წმინდა იოანეს და უბრძანა, წაეყვანა თავისი თორმეტი მოწაფე ივერიაში და განემტკიცებინა იქ ქართველნი ქრისტეს სარწმუნოებაში. სახიერი უფლის მოწყალე დედა ყოველთვის გვერდში ედგა თავის წილხვედრ ივერიას და ივერიელებს. მტრობა ივერიისა მტრობაა ღვთისმშობლისა, მისი პატრონისა. ეს ნათლად ჩანს ქვემოთ მოთხრობილ ორ ამბავში, რომელთაც ერთმანეთისგან ათასი წელი აშორებს.

KARIBCHE KARIBCHE
წმინდა ილარიონ ქართველი                                                  წმინდა ანდრია პირველწოდებული

წმინდა ილარიონ ქართველმა (VIIIს.) საბაწმინდის ლავრასა და იორდანეს უდაბნოში გაატარა 17 წელი. შემდგომ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და გაუმეორა უფლის ბრძანება (წინა ღამეს რომ ეუწყა და აღსრულება ეძნელებოდა) - წასულიყო სამშობლოში, დედასთან და ვიდრე არ გარდაიცვლებოდა, მის გვერდით ყოფილიყო. მოგვიანებით სამშობლოდან დიდებასა და პატივს გამორიდებულ წმინდა ილარიონს ულუმბოს მთაზე აშენებული ტაძრიდან გამოძევება მოუნდომა იქაურმა ბერძენმა მამასახლისმა, მაგრამ მას გამოეცხადა ღვთისმშობელი და განრისხებულმა უთხრა: საწყალობელო, რისთვის აძევებ დიდად მოღვაწე ილარიონს აქედან! დაგივიწყებია უცხოთ შეწყნარება და ჰგონებ, მარტო ბერძნულ ენაზე მეტყველნი არიან შეწყნარებულნი ღვთისაგან. ყველა, ვინც ღვთის მოშიშია და მისი მცნებების აღმასრულებელი, სათნოა უფლისთვის. ნუთუ ვერ ხედავ, თუ მისი ერისაგანნი (ნათესავნი) რაოდენნი სათნო ეყვნენ ღმერთს? "ჰოი, საწყალობელო, რათა უცხო ჰყავ თავი შენი, ლოცვისაგან მეგობრისა ჩემისა და კურთხევისაგან მისისა, რამეთუ რომელ ამათ არ შეიწყნარებს, იგი მტერი არს ჩემიო".

ეს ამბავი კი XIX საუკუნეში მოხდა. 1812 წელი იდგა. თურქეთში გაქცეული სოლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსის ჯარის განდევნას აპირებდა. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუსებს არ დაემორჩილებოდნენ. თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი. მარელისელ მღვდელს, მეფე სოლომონის კარზე მიღებულ მოძღვარს, მამა ბესარიონ ქიოტიშვილს უარი უთქვამს დაფიცებაზე. აი, როგორ ჰყვებოდა თვითონ: "რადგან მღვდელი ვიყავი, მამულის ურჩებაში ჩავვარდი (ანუ ფიცის დადებაში არ გარეულა - კ.კ.). ვიხილე ერთ ღამეს ღვთისმშობელი და მრქვა: "ბესარიონ, ბესარიონ"... მე ვარქვი: "ვინა ხარ, დიდებულო დედოფალო?" მომიგო: "რაკი შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთს ადგილას წარგავლენ, რომ შენს დღეში ქართული ვეღარ გაიგონო". გაღვიძებისას ვიფიქრე, ეს როგორ, რანაირად მოხდება-მეთქი. გავიდა ერთი კვირა და მომიკვდა ცოლი, მეორე კვირას გარდამეცვალა პირველი შვილი, შემდეგ მეორე შვილი და დავრჩი ცარიელი. მაშინ მოვეგე გონებას და ვთქვი: "იყავნ, დედოფალო, ნება შენი".

ამის შემდეგ მამა ბესარიონი იერუსალიმში წავიდა, ბერად აღიკვეცა, ოთხი წელი უფლის საფლავის ეკლესიაში აღასრულებდა წირვა-ლოცვას, მერე იქიდან ათონის მთაზე წავიდა სამოღვაწეოდ. 1821 წელს დიდი სქემა შეიმოსა და ბენედიქტე უწოდეს. ამავე წელს ივერთა მონასტერი თურქთაგან დანგრევას გადაარჩინა (მისი ამბავი ვრცლად იხილეთ ჟურნალ "კარიბჭეში", 2005 წლის 3(14)). მამა ბენედიქტეს 1834 წელს მორჩილად მიუღია ბესარიონ ქიქოძე, ძმა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისა. მანამდე ქართულად დამლაპარაკებელი არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით წმინდა ილარიონ ქართველთან იშვიათ შეხვედრებს. აუცხადდა მამა ბენედიქტეს ღვთისმშობლის ნათქვამი - ქართული სიტყვაც აღარავისგან ესმოდა. სამშობლოსთან ივერონის წიგნთსაცავიღა აკავშირებდა. იქ დაცული თითქმის ყველა ქართულ წიგნზეა მიწერილი "ცოდვილი და გლახაკი ვენედიქტეს" გულის ამონახეთქი. 1862 წლის 9 მარტს გარდაიცვალა მამა ბენედიქტე, დამთავრდა ღვთისმშობლის მიერ მასზე დადებული "სასჯელიც".

მართლაც ძალზე საგულისხმო ამბავია. ჩვენ, ბოლო ჟამის ქართველებმა, თავი უნდა ვინუგეშოთ ამ გამოცხადებით და გავფრთხილდეთ, რათა არასოდეს ჩავცვივდეთ "მამულის ურჩობაში", არასოდეს განვუდგეთ და ვუღალატოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ერს.

* საქართველოში მონღოლები ბატონობდნენ. რუსუდანის და ლაშას ძენი ყაენთან დაიბარეს. უმეფო ქართველებს მტერი თავის ჯარში აომებდა. ახლაც ალამუთში სასანიდების ციხესიმაგრე ალყაში მოუქცევიათ. ალყა 7 წელია გრძელდება. მონღოლთა რაზმში ქართველებიც არიან, ოღონდ ცალკე დაბანაკებულან. ერთ დილით მონღოლთა ბანაკში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაც კარავში შეპარულიყო და მძინარე ჩაღატა ნოინისთვის დანა შიგ გულში ჩაერტყა. "ქართველები მონღოლთაგან დიდ ჭირში არიან და ეგენი მოკლავდნენო", - თქვა ერთმა. წამოიშალნენ და ქართველთა ბანაკისკენ გაემართნენ. რა ექნათ იბერიელებს, ზოგი პირისპირ შებმას ამჯობინებდა, სხვა თავს იკავებდა - მცირეოდენი ვართო. მაშინ წამოდგა ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი და ბრძანა: ჟამი არ არის ბრძოლისა, რადგან ცოტანი ვართ, ჯობს, ბრძოლის ველზე მხოლოდ დიდებულნი გავიდეთ, ჩვენ შევაწყდეთ და სხვანი გადარჩნენ. მაგრამ ჯერ შევევედროთ ღმერთს და მის დედას, ყოვლადწმინდა მარიამს, რომელიც მცველია ყველა ქრისტიანისა. ახლა ყველამ სამ-სამჯერ მუხლი მოვიდრიკოთ და რომელთაც იცით, აღმოთქვით ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...

მოახლოვდნენ მონღოლნი. სუნთქვაშეკრულნი უყურებდნენ მტერს ქართველნი. უეცრად ლერწმოვანიდან კაცი გამოვარდა, ხელში სისხლით შეღებილი ლახვარი ეჭირა და სპარსულად დაიძახა: "მან ქუშტემ ჩაღატა!" - "მე მოვკალი ჩაღატა!" და ისევ ლერწმოვანში შევარდა. მონღოლებმა შეიპყრეს მკვლელი და ნოინთა წინაშე წარადგინეს. ჰკითხეს, როგორ მოკლა ჩაღატა; რა იყო მისი გამოსვლის და მკვლელობის აღიარების მიზეზი. "მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო. დიდძალი ოქროთი მომისყიდეს. შევიპარე ბანაკში, მოვკალი ჩაღატა და ლერწმოვანში დავიმალე. როცა თქვენ საბრძოლველად ემზადებოდით, მოვიდა ჩემთან დედაკაცი ვინმე სიტურფეაღმატებული და მითხრა: - რათა ჰქმენ ეს, კაცო? შენ მოკალი კაცი და დაიმალე. ახლა კი შენი მიზეზით მრავალი სული ტყუილუბრალოდ მოწყდებაო. ვკითხე: - რა ვქნა, დედოფალო? მითხრა: ადექი, გამომყევი და თქვი, რომ შენ მოკალი ის კაცი და გადაარჩინე ურიცხვი სული სიკვდილს. მაშინვე გამოვყევი და თქვენამდე მომიყვანა. როცა ხმამაღლა დავიძახე, ჩაღატას მკვლელი ვარ-მეთქი, დედაკაცი გაქრა. არ ვიცი, ვინ იყო, საიდან მოსულიო".

ასე დაიცვა უფლის დედამ თავისი მოსავნი. აი, ასეთი ძალა აქვს ლოცვას: "მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო".

ეს ამბავიც ამავე საუკუნეში მოხდა: დიდი არღუნ ოირადის შვილი, ნავროზი, ისე განდიდდა, რომ ყაენის გარეშე იქმოდა სამართალს. იყო იგი მტერი ქრისტიანთა. ამ უკეთურმა კაცმა თავისნაირივე წარმოავლინა საქართველოში ეკლესიათა მოსაოხრებლად. უბრძანა, ჯერ ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი მოაოხრე და მერე სრულიად საქართველოში რაც თვალმარგალიტს ნახავ, მოაგროვე და წამოიღეო. წამოვიდა ისიც. ჯერ ნახჭევანის ტაძარი აიკლო. ვარძიის ღვთისმშობლის დასარბევად რომ მოდიოდა, მოიწია მასზე ღვთის რისხვა, დაეცა მეხი და დაიწვა. "ესრეთ საკვირველებით დაიცვა სამყოფი თვისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან". ნავროზსაც განურისხდა ყაენი ყაზანი ბოროტთა საქმეთათვის, მოაკვდინა ისიც, მოუკლა შვილიც და მისი ყოველი ნათესავი.

* 1621 წელს ისპაჰანიდან შირაზს მიმავალ პიეტრო დე-ლა-ვალეს შაჰ-აბასის მიერ საქართველოდან გადასახლებული ქართველებიც უნახავს: შირაზის გზაზე შევხვდი ქართველ ბიჭუნას, რომელიც დამკვრელების თანხლებით ქართულს ცეკვავდა. ჩვენ რომ დაგვინახა და მიხვდა, ვინც ვიყავით, მოირბინა ჩემთან, უბეში გადამალული ღვთისმშობლის ხატი ამოიღო, გადმომცა და მითხრა: მე ვერ გავუძელ შიმშილს და სიცივეს, რის გამოც მაჰმადიანობა მივიღე. ამ ხატის ტარების ღირსი აღარ ვარ. გთხოვთ მოუაროთო. მე ჩამოვართვი შემოთავაზებული და მხლებლებს ვუთხარი, განსაკუთრებული ადგილი მიეჩინათ ხატისთვის.

* წმინდა გრიგოლ ხანძთელს ვინმე სნეულმა დედაკაცმა განკურნება სთხოვა. მას ხელები დაკრუნჩხვოდა და ვეღარ ამოძრავებდა. წმინდა გრიგოლმა ერთ მღვდელთაგანს უბრძანა, ეკლესიიდან მოეტანა ზეთი იმ კანდელიდან, რომელიც "უკვდავად ენთებინ" ღვთისმშობლის ხატის წინ. თვითონ კი ხელგანპყრობით დადგა ლოცვად და მოყვასის სიყვარულით შეძრული ცრემლთა მდინარეს წარმოაწყაროებდა. რაჟამს მოიტანა მღვდელმა კანდელის ზეთი, წმინდა გრიგოლმა მოიხმო დედაკაცი, ჯვარი გადასახა, ყოვლადწმინდა სამების სახელზე ჯვრის სახედ ზეთი სცხო, ღვთისმშობლისაგანაც გამოითხოვა მეოხება და უთხრა: იქმნენინ განკურნებულ ხელნი შენნი!

მეყსეულად განეკურნა ხელი დედაკაცს.

* წმინდა იოანე-გიორგი მხეიძეზე ამბობენ, სნეულებისგან ძალზე გატანჯულს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და შეხებით განკურნაო. როცა ამ ქვეყნიდან მისი გასვლის ჟამი მოიწია, შეევედრა ღვთისმშობელს, უზიარებლად ნუ მოვკვდებიო. მართლაც, ამ დროს თბილისში მყოფ მის სულიერ შვილს, მამა გაბრიელს (ურგებაძე) მოულოდნელად გაუჩნდა დიდი სურვილი ბეთანიაში წასვლისა. როცა მამა გაბრიელი წმინდა იოანე-გიორგის სენაკში შევიდა, ღირსმა მამამ შვებით ამოისუნთქა და წარმოთქვა: - დიდება ღმერთს, შეისმინა დედა ღვთისამ ჩემი ვედრებაო! მისი კურთხევით მამა გაბრიელმა სწირა (მონასტერში მათ გარდა არავინ იყო). აზიარა დიდი მოძღვარი და მანაც, განღმრთობილმა, სული თვისი ჩააბარა უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას.

მამა გაბრიელზე (ურგებაძე) კი ჰყვებიან: მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ძალიან ავად. ვერაფერი გაუგეს. მამა გაბრიელმა უთხრა: "მოიყვანე შენი მარიამი, მე უნდა დავლოცოო". მოიყვანეს მარიამი. მამა გაბრიელმა სამლოცველოში მხოლოდ მონაზონი ნინო (დაშნიანი) შეიყოლა, ღვთისმშობლის დიდი ხატი დააჭერინა ხელში და წყლით ჩამორეცხა. წყალი თასში დააგროვა. მამა გაბრიელი ამ დროს გულმხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს: "დედაო ღვთისავ, სნეულთა მკურნალო და მსწრაფლშემსმენელო, საფარველისა ქვეშე შენსა დაიფარე მარიამი და განკურნე". შემდეგ ხატის ნაბანი წყალი ქალიშვილს დაალევინა. მარიამი მსწრაფლ განიკურნა. "ამ ამბავმა ძალიან გამაკვირვა, არასოდეს მსგავსი არაფერი მინახავსო", - ამბობს მონაზონი ნინო.

მონაზონი პარასკევა (როსტიაშვილი) გვიყვება: - მამა გაბრიელის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი წავიკითხე და მისი გამოჯანმრთელება ვთხოვე ზეციურ დედოფალს. იმ საღამოს სიზმარში სახით მაცხოვრისკენ მდგარი ღვთისმშობელი ვნახე. მითხრა: - სამ დღეში მოვალ და მამა გაბრიელს სრულიად განვკურნავ. შენ არ ინერვიულოო. გამეღვიძა. გამიკვირდა, თუ მამა გაბრიელი განიკურნებოდა, რატომ უნდა მენერვიულა. სიზმარი მას ვუთხარი. ნაღვლიანად შემომხედა. არაფერი მითხრა. აუცხადდა დედა პარასკევას სიზმარი - ღვთისმშობელმა "განკურნა" ხორცთაგან მამა გაბრიელი, მან ღმრთივშეისვენა.
ბეჭდვაელფოსტა
25.03. 2015
irine
mockalebis kari gagvige kurtxeulo gvtismshobelo.......
29.10. 2014
დეე
დიდება უფალსა და დედაღვთისმშობელს,რომ მათი სიყვარულითა და შემწეობით დღემდე არსებობს ივერია-საქართველო და არ გადაშენებულა ქართველთა მოდგმაც....დიდება...
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat