ბასიანის ბრძოლა
ბასიანის ბრძოლა
წმინდა თამარ მეფემ ზედიზედ გაიმარჯვა ბრძოლებში. ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანურ სახელმწიფოთა გაერთიანებული ძალები ორჯერ შემოიჭრნენ საქართველოში და ორჯერვე დამარცხდნენ. როდესაც წმინდა დედოფალმა ლაშქარი შამქორის ომში გაისტუმრა, თვითონ "წარიხადა სამოსელნი ფერხთანი" და ფეხშიშველი მეტეხის ტაძარს წავიდა ლოცვად. თამარ მეფესთან ერთად ლოცულობდა სრულიად საქართველო. ყველა აღიარებდა თავის ცოდვებს ღმერთის წინაშე. ერთმანეთს ურიგდებოდნენ უწინდელი მტრები. მდიდრები იწყალებდნენ მოვალეებს, ხელისუფალნი ათავისუფლებდნენ ტყვეებს და პატიმრებს. ტაძრები დღედაღამ ღია იყო. ასე იწმინდებოდა ერი ცოდვათაგან, ასე ემზადებოდნენ ქართველი მეომრები ბრძოლაში მოსალოდნელი სიკვდილისათვის.

განსაკუთრებით საშიში იყო ქართველთათვის მუსლიმანთა შემოსევა რუმის სულთან რუქნადინის მეთაურობით. რუქნადინი გამოცდილი მეომარი იყო, მაგრამ იგი დედოფალ თამარს უფრო სახიფათო მეტოქედ მიიჩნევდა, ვიდრე სხვა მბრძანებლებს. თამარის ისტორიკოსიც აღნიშნავს: "შიში და ზარი მეფისა (თამარისა) იყო ყოველთა სულტანთა ზედაო". მიუხედავად ამისა, რუქნადინი დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა. მან თამარ მეფეს ელჩის ხელით შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც, სხვა სიბილწეებთან ერთად, მოითხოვდა, მეფესა და ხალხს მაჰმადიანობა მიეღო. ასე რომ, ომი თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ (ბასიანის ომი), უპირველესად, სარწმუნოებისათვის ბრძოლა იყო...

ქართველი ერი ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. სულთნის ელჩი პასუხის მოლოდინში სამეფო კარზე განზრახ კარგა ხნით გააჩერეს. ამასობაში თამარმა ლაშქრის შეყრა ბრძანა. ჯარი სწრაფად შეიკრიბა ჯავახეთში. დედოფალი ვარძიაში მივიდა და ვარძიის ღვთისმშობელს ქართველი მოლაშქრეები შეავედრა.Mმან შორს გააცილა ქართველთა ჯარი. ლაშქარს მიჰყვებოდა რუქნადინის მოციქულიც. მასთან იყო ქართლის კათალიკოსი თევდორე და სხვა ეპისკოპოსები, ბერ-მონაზვნები. ძლიერ მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო შებრძოლების პერსპექტივით შეფიქრიანებულ მებრძოლებს ქართველმა მეფე-ქალმა ამ სიტყვებით მიმართა: "ნუ მიეცემით სასოწარკვეთას! თუ არ შევიარაღდით უსჯულოთა წინააღმდეგ, თუ სარწმუნოებისათვის თავს არ გავწირავთ, სულ ერთია, მაინც დავიღუპებით, ანდა მონებად ვიქცევით. დავიღუპებით იმგვარად შერცხვენილნი, რომ ჩვენი ხსოვნაც აღარ დარჩება... როცა მზის დიდი მცხუნვარება მიწას გააშრობს, ამის შემდეგ დიდხანს იქნება გამხმარი და უნაყოფო. Aასევე შეიძლება დაემართოს ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს. როგორღა შევძლებთ კვლავ გავერთიანდეთ, თუკი სპარსელები შეგვავიწროვებენ და დაგვიმონებენ. უკუაგდეთ შიში და განიმსჭვალენით სიმამაცით! მეც მოვდივარ თქვენთან ერთად, დავივიწყებ ქალურ სისუსტეს, აღვივსები მამაკაცური ძალით, შევიმოსები აბჯრით, თავზე მუზარადს დავიხურავ, ხმალს შემოვირტყამ და შუბს ავიღებ ხელში. წინ გაგიძღვებით და ერთად ვიბრძოლებთ!"

როცა ქართველთა ლაშქარი ერთი დღის სავალზე მიუახლოვდა მტერს, მათ წინ გაუშვეს დიდად დასაჩუქრებული სულთნის ელჩი და წერილიც გაატანეს რუქნადინთან, რომელშიც ეწერა: "შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარსა წმიდასა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი!"

რუმის სულთანს აუწყეს, რომ გამოწვევა მიღებული იყო. ცოტა ხნის შემდეგ კი ქართველთა ჯარის მოახლოებაც აცნობეს. რუქნადინი ვეღარაფერს განსაკუთრებულს მოიმოქმედებდა, რადგან ვითარება არსებითად იყო შეცვლილი. ქართველებმა შეუტიეს მომხვდურს. რუქნადინს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ ქართველები ამას გაბედავდნენ.Mმან თქვა: "მტერი თავისი ფეხით მოდის, რათა ჩემს მახვილზე წამოეგოს. აღარ მომიხდება ქართველთა დევნა მთებსა და ფლატეებში".

ქართველთა ლაშქარი ასე განლაგდა: წინამბრძოლობა ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს, შალვა და ივანე ახალციხელებს და სხვა თორელებს დაეკისრათ. ერთ მხარეს აფხაზნი და იმერნი, ხოლო მეორე მხარეს - ამერნი და ჰერ-კახნი უნდა გაჰყოლოდნენ და შესაბამისად დაეკავებინათ საბრძოლო პოზიციები. "და ვითარ იხილეს სულტანი, ცოტად ცხენი ააჩქარნეს და მიმართეს". რუქნადინის მოლაშქრეებს დაუნახავთ თუ არა ქართველთა მოიერიშე მხედრობა, "დააგდეს სადგომი მათი და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი" ("სცათ ღმერთმან ზარი"). ქართველები დაედევნენ, გარე მოიცვეს მტერი და "იქმნა ომი, ფიცხელ და ძლიერ", რომელიც დიდხანს გაგრძელებულა. დანაკარგი ორივე მხრივ დიდი იყო, "უმეტეს სულტნისა სპანი მოისვროდეს". ხანგრძლივ ბრძოლაში ცხენები მოუკლეს ივანე მხარგრძელს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს "და სხუათა მრავალთა თავადთა". როგორც კი მოლაშქრეებმა ქვეითად მებრძოლი "თვის-თვისნი პატრონნი" იხილეს, ყველანი ჩამოქვეითდნენ და მებრძოლ დიდებულებთან ერთად მტერს ეკვეთნენ.

ლაშქარში კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა. ცხენებში არეული ქვეითი მებრძოლები შეეძლებოდა ცხენებს გადაექელათ. ბრძოლაშიც არეულობა მატულობდა.Aამ დროს დავით სოსლანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: მან თურქ-სელჩუკთა პირისპირ ჩამოქვეითებული რაზმები დატოვა, ცხენოსანი მოლაშქრეები კი მტრის ფრთებზე გადააჯგუფა. მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, მარჯვენა ფრთაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. მათ ერთდროულად შეუტიეს მტრის "ფრთებს". "ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხვთა მათ სპათა სულტნისათა". "სცეს რისხვა ღვთისა, განხეთქნეს რაზმნი მათნი და ივლტოდნენ სულტანისანი".

ამ ვითარებით ისარგებლეს ქვეითად მებრძოლმა ქართველებმა. ისინი ცხენებზე ამხედრდნენ და გაქცეულ მტერს გაედევნენ. "ჰხოცდეს, ჩამოჰყრიდეს და იპყრობდეს". თურქ-სელჩუკები ამ შეხლა-შემოხლაში "ურთიერთას დასთრგუნვიდეს". ქართველებმა რუქნადინის მოკავშირე სულთნები დაატყვევს. მათი დროშები, მთელი ქონება საქართველოს ძლევამოსილ ლაშქარს ჩაუვარდა ხელში. ქართველებმა დახოცილი მტრები მეომრის პატივით დაასაფლავეს, მკვდრებზე ისინი შურს არ იძიებდნენ.

დამარცხებული, შორეულ თემში გახიზნული რუქნადინი მაინც იმედს არ კარგავდა, რომ საქართველოს სამაგიეროს გადაუხდიდა, მაგრამ ამისთვის მზადებაში გარდაიცვალა და განზრახვა აუსრულებელი დარჩა.

გამარჯვებული ქართველები თამარ მეფესთან ერთად "მხიარულითა პირითა" მივიდნენ ვარძიაში და "ჯეროვანი მადლობა შესწირეს" უფალს. შემდეგ საზეიმოდ მომზადებულ დედაქალაქში შევიდნენ "შვებითა სიხარულითა", რუქნადინის დროშაც შეიტანეს, რაც მტრის განადგურების სიმბოლო იყო. წარჩინებული ტყვე ამირები თამარმა პირადად მიიღო, დააპურა, დაასაჩუქრა და საქართველოს სხვადასხვა ციხეში ტყვეობის მოხდა მიუსაჯა.

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი აცხადებს: "განკვირვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედა სამკვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიისა ღვთსიმშობელმან, ვითარ უვნებელად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა".

რა თქმა უნდა, ბასიანის ომში გამარჯვებას მხოლოდ ქართველთა სამხედრო სტრატეგიული ძლიერება არ განაპირობებდა, რადგან "უკეთუ უფალმან არა აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი; უკეთუ უფალმან არ დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი", - ვკითხულობთ ფსალმუნში. უფალი გვწყალობდა. მის მოწყალებას კი იზიდავდა წმინდა თამარ მეფისა და მთელი ქართველი ერის ღვთის წინაშე სათნო ცხოვრება. ყოვლისმპყრობელი და ყოვლისშემძლე უფლის ზრუნვა სხვადასხვა სასწაულით გამოვლინდა:

"ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, რომ მაშინ, როდესაც ბასიანის ბრძოლაში კრიზისული ვითარება შექმნილა, ყოფილა ვინმე ევლოგი სალოსი - "წინაშე თამარისა მწირველი". ევლოგის სამგზის ხელნი აღუპყრია ზეცად და მიწაზე დაცემულა. შემდეგ ისევ აღმართულა და ღვთისთვის მადლობა შეუწირავს. როდესაც ამგვარი საქციელის მიზეზი უკითხავთ მისთვის, უპასუხია: "რაჟამს დავეცემოდი, კნინღა მიდრკენ-რა სპანი ჩვენნი, ხოლო აღვხლტი რა, მოსცა ღმერთმან ძლევა სპათა ჩვენთა".

კიდევ ერთი სასწაულია დაკავშირებული წმინდა თამარ მეფის სახელთან. ერთ-ერთი დატყვევებული სულთანი, როდესაც თამარს თავისთან უხმია, დაცემულა მიწაზე: "იღვლარჭნოდა, ვითარცა გუელი და უტყვქმნილი". გარეთ გაუყვანიათ და როდესაც გონს მოსულა, უთქვამს: "რომელი არს თავსა ზედა თამარისასა, მან ჰყო ძლევა ესე ჩვენ ზედა და აწცა შევშინდი მის მიერო". მემატიანე დასძენს: "ხოლო ჟამსა მას იყო ხატი მთავარანგელოზის მიქაელისა თავსა თამარისასა მკიდარე. ამით იუწყეს მის მიერობა და შესწირეს უმეტესი მადლობა ღმერთსა".

ასე შეიტყვეს ქართველებმა, რომ ფიცხელ ბრძოლებში მათი შემწე მთავარანგელოზი მიქაელი იყო; მართალია, თავად ვერ ხედავდნენ მას განცხადებულად, მაგრამ სამაგიეროდ ხედავდა მტერი და შიშით ზარდაცემული საბრძოლო ძალებს კარგავდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat