იმ დილას ნელა ჩამოჰკრეს ზარებს
იმ დილას ნელა ჩამოჰკრეს ზარებს
24 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენიდან, რომელიც ერის მეხსიერებაში დარჩა, როგორც სისხლიანი 9 აპრილი. დიდმარხვის დღეები იყო. იმ დილას სიონის ტაძარში წირვის დაწყებას სასიხარულო ზარის რეკვა არ იუწყებოდა, ნელა ჩამოჰკრეს ზარებს, ხალხი ქვითინებდა, ზოგიერთი კი მხოლოდ მაშინ იგებდა მომხდარ ამბავს (მოგეხსენებათ, იმხანად ინფორმაცია ისე სწრაფად არ ვრცელდებოდა). იმ დღეს უამრავი ქართველის გულსა და გონებაში ფარდა აეხადა ბნელით მოცულ, საგულდაგულოდ მიჩქმალულ და გაყალბებულ უახლეს ისტორიას. ყველასთვის აშკარა გახდა, რომ საბჭოთა კავშირი ნებით კი არა, ძალით ყოფილა შეკოწიწებული. იმ დღიდან ძალიან ბევრი დარწმუნდა, რომ ქართველი ერი ცოცხალი თავით არასოდეს დათმობდა იმას, რისთვისაც წლების მანძილზე სისხლს ღვრიდა, რასაც შეალია ძალა-ღონე. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენს უახლეს ისტორიას; ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ მივედით 9 აპრილამდე, რამ შეარყია და რა ალტერნატივის წინაშე დადგა საბჭოთა იმპერია; დაინგრეოდა თუ არა იგი 9 აპრილის გარეშე და რა ნაყოფი გამოიღო ქართველი მამულიშვილების დაღვრილმა სისხლმა. ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული:

- ქართული ეროვნული მოძრაობა არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1921 წლის თებერვალ-მარტი). ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა თავისი ეტაპები. ერთ-ერთი ეტაპი იყო, მაგალითად, 1924 წლის აჯანყება. ამის შემდეგ ის თანდათან ჩაცხრა. საქართველოში ეროვნული მოძრაობა შეიმჩნეოდა 1941-1945 წლებში. 1941 წელს შეიქმნა არალეგალური ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო საქართველოს განთავისუფლება. მასში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი სასტიკად დაისაჯა, მაგრამ რეპრესიები საქმეს ვერ შველოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ შეიქმნა არალეგალური ორგანიზაცია. მისი მიზანი იყო საქართველოს განთავისუფლება. ეროვნული მოძრაობის აღმავლობა განსაკუთრებით იწყება 1956 წლის 9 მარტის შემდეგ. თვითონ ეს მოვლენა ეროვნული მოძრაობის გამოვლინება არ ყოფილა, ის თავისი ხასიათით ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ როდესაც თბილისში ამდენი უდანაშაულო ხალხი დახვრიტეს, უკვე იმ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებიც კი, რომლებიც სიმპათიით ანდა ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი საბჭოთა წყობილების მიმართ, საგრძნობლად შეიცვალა. ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპის მოსამზადებელი პერიოდი. XX საუკუნის 70-იან წლებში შედეგი უკვე სახეზე იყო. შეიქმნა ჯერ ჰელსინკის ჯგუფი, შემდეგ კი ჰელსინკის კავშირი, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის კიდევ რამდენიმე ცნობილი მოღვაწე. ამ დროიდან საბჭოთა ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებს ეროვნული მოძრაობის ალაგმვას. ეროვნული მოძრაობის ლიდერების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დამსახურება ის გახლდათ, რომ ისინი ჯერ არალეგალურ გამოცემებში, შემდეგ კი უკვე 80-იანი წლების მიტინგებზე ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ეს იმპერია აუცილებლად დაინგრეოდა, მისი არსებობა შეუძლებელი იყო. საზოგადოების უმრავლესობას ეგონა, რომ ეს იყო მხოლოდ სურვილი ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა. ძალიან განათლებულ, ისტორიის ღრმად მცოდნე ადამიანებსაც კი ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა დანგრეულიყო საბჭოთა იმპერია.



1988 წლის ნოემბერში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ
მიტინგები და დემონსტრაციები დაიწყო.

- როგორც ცნობილია, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნულ მოძრაობას, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან. რა ცვლილებები ხდებოდა ამ დროს საბჭოთა იმპერიაში?

- XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან მთელ სსრ კავშირში დაიწყო ანტისაბჭოთა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პარტიების შექმნა. საბჭოთა ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებდა ამ პროცესებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. საბჭოთა წყობილება რუსი ინტელიგენციის ნაწილსაც არ მოსწონდა და მის შესაცვლელად იბრძოდა მოსკოვსა და პეტერბურგში, მაგრამ ჩვენი სატკივარი, რა თქმა უნდა, სულ სხვა იყო - ჩვენ არ გვინდოდა მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ცხოვრება. ეროვნული მოძრაობა თანდათანობით ლეგალურ ნიადაგზე დგებოდა. მოსკოვში უკვე იყო მომწიფებული განწყობილება, რომ რაღაც ეტაპზე ზღვარი დაედოთ ეროვნული მოძრაობისთვის და თუ ეს არ მოხერხდებოდა სხვადასხვა მეთოდებით, მაშინ გადასულიყვნენ შეტევაზე და ძალის გამოყენებით გაესრისათ იგი სხვადასხვა რესპუბლიკაში. მთელ სსრ კავშირში ამის დაწყება შეუძლებელი იყო - ეს ნიშნავდა ომის გამოცხადებას ყველა არარუსი ერისათვის. ამიტომ გადაწყდა, რომ ერთი რომელიმე რესპუბლიკა დასჯილიყო სამაგალითოდ, რათა შემდგომში სხვები დაშინებულიყვნენ. მოსკოვში კიდევ იყვნენ ისეთი ტვინგაყინული პოლიტიკური მოღვაწეები, რომელთაც მართლა ეგონათ, რომ ერთ რესპუბლიკაში მანიფესტაციის დარბევით, ხალხის დახოცვით, ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრებითა და დახვრეტით რაღაცას მიაღწევდნენ. ასეთ რესპუბლიკად საქართველო შეირჩა.

- საბჭოთა სპეცსამსახურები კარგად ადევნებდნენ თვალყურს ეროვნული მოძრაობის გაძლიერებას საქართველოში. მათ დაიწყეს ძველი ნაღმების ამოქმედება. პირველად, 1988 წლის ნოემბერში, სწორედ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო მიტინგები რუსთაველის პროსპექტზე...

- ასეთი ნაღმი იყო მოსკოვის მიერ ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ქართველები კარგად ხედავდნენ, რომ ოსი და აფხაზი სეპარატისტების უკან იდგა მოსკოვი, რომელიც მართავდა ამ სიტუაციას. მოსკოვს ხელს აძლევდა იმის ჩვენება, რომ ვითომდაც საქართველოში შექმნილი იყო კრიზისული ვითარება, ქართველები ხოცავდნენ ოსებსა და აფხაზებს და სხვა გამოსავალი არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ ჯარი შემოსულიყო აქ და წესრიგი დაემყარებინა. ეს გახლდათ, საზოგადოდ, მოსკოვის გეგმა და თუ როგორ განხორციელდებოდა იგი კონკრეტულად, ეს დამოკიდებული იყო სიტუაციაზე. 1988 წლის ნოემბერში, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ მიტინგები და დემონსტრაციები დაიწყო აფხაზი სეპარატისტების თავხედური მოქმედებების გამო. 1989 წლის გაზაფხულზე კი ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ წამოაყენა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის ლოზუნგი. ეს, რაღა თქმა უნდა, არ ყოფილა ომით გამოყოფის მოწოდება. ყველაფერი დაიწყო ძალიან კარგად, მშვიდობიანად, სამართლებრივი საფუძვლების მოძიებით.

- რა პრეტენზიას უყენებდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მონაწილეები საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას?

- პრეტენზია იყო ასეთი: 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ანუ ის ქვეყანა, რომელიც ძალზე ცოტა ხნის წინ, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, დე ფაქტო და დე იურე აღიარა და სცნო მისი ტერიტორიული მთლიანობა. მეორე, რაზეც ჩვენი ეროვნული მოძრაობა ყურადღებას ამახვილებდა, იყო ის, რომ მართალია, საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ უცვნია ქვეყნის დაპყრობა, კაპიტულაციის აქტზე ხელი არ მოუწერია. 1921 წლის მარტში იგი წავიდა ემიგრაციაში და იქიდან აგრძელებდა ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად (ეს ბრძოლა, ფაქტობრივად, არც 1989 წელს შეწყვეტილა). ასე რომ, საქართველო იყო უკანონოდ ოკუპირებული. ხელისუფლება, რომელიც იმ დროს საქართველოში არსებობდა, იყო სამართალმემკვიდრე 1921 წლის თებერვალში შექმნილი საქართველოს რევკომისა. აქედან გამომდინარე, ისიც უკანონო იყო. ასევე, ყურადღება ექცეოდა იმას, რომ საქართველო, ქართველი ერის ნების წინააღმდეგ, 1922 წლის დეკემბერში გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციაში, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირში. ეს არავის უკითხავს ქართველი ერისთვის. საკითხი გადაწყვიტა სატელიტმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სერგო ორჯონიკიძის წინამძღოლობით. ქართული ეროვნული მოძრაობა მოითხოვდა, რომ მომხდარიყო ქვეყნის დეოკუპაცია და ქართველ ერს მისცემოდა იმის საშუალება, რომ თვითონ აერჩია ისეთი ხელისუფლება, რომელიც უნდოდა. ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ასე გადაწყდებოდა ქვეყნის მომავალი ბედი.

- ვინ მიიღო კონკრეტულად 1989 წლის აპრილში მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის გადაწყვეტილება?

- გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ყველაფერი შეთანხმებული იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტთან, გორბაჩოვთან. გადაწყვეტილების უშუალო შესრულება დაევალა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს (მინისტრი დიმიტრი იაზოვი) და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (თავმჯდომარე ვლადიმირ კრიუჩკოვი). რა თქმა უნდა, დავალების შესასრულებლად მზად იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროც. თბილისში ჩამოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ დარბევისა გახლდათ შემდგომში ვითომდაც ცნობილი რუსი დემოკრატი - გენერალი ალექსანდრ ლებედი, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტობაზეც კი ჰქონდა პრეტენზია. იმ პერიოდში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი იყო გენერალი იგორ როდიონოვი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრს - იაზოვს. ჯერ ერთი, მანიფესტაციის დარბევა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგანაც არავითარ ექსცესებს არ უჩენია თავი, წესრიგიც კი არ დარღვეულა. შაბათს, 8 აპრილს, დღისით სამხედროების მოქმედება ქალაქში გამომწვევი გახდა. მომიტინგეთა რიცხვმა მთავრობის სახლთან საგრძნობლად იმატა. ხალხი აღაშფოთა იმან, რომ მზადდებოდა დარბევა. მოსკოვს ვერაგული გეგმის განხორციელება ჰქონდა ჩაფიქრებული: მას უნდოდა, რომ მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას გამოეტანა, რათა შემდეგ მისთვის გადაებრალებინა დანაშაული. მაგრამ იმ დღეს ყველაფერს აქ, ადგილზე წყვეტდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი ნიკოლსკი (იგი იღებდა მითითებებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან, მიხეილ გორბაჩოვისა და სხვებისაგან) და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალი როდიონოვი (იგი იღებდა მითითებებს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრისაგან იაზოვისაგან). მთავრობის სახლის წინამდებარე ტერიტორიის გაწმენდა-განთავისუფლება სპეცრაზმს, რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდაც შეეძლო. (მაგალითად, წყლის ჭავლით და ა.შ.) მაგრამ სპეციალური მითითება არსებობდა: მიტინგი უნდა დარბეულიყო მთელი სისასტიკით. გამოყენებული უნდა ყოფილიყო ცივი იარაღი - მესანგრის ორლესული ნიჩაბი და ქიმიური გაზი, რომლის შემადგენლობა დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო. სხვათა შორის მოსკოვმა მაშინ იმდენი მოახერხა, რომ საერთაშორისო ექსპერტებზეც კი მოახდინა გავლენა. ამ დროს დიდად საძრახისი როლი ითამაშა რუსული დემოკრატიის მამად მიჩნეულმა მეცნიერმა ანდრეი სახაროვმა. მისი გავლენით ექსპერტებმა არ თქვეს, რომ ამ გაზის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.

- რა შედეგები მოჰყვა ამ მოვლენას საბჭოთა იმპერიისთვის და ჩვენთვის, ქართველი ერისათვის?

- რუსეთი საქართველოში 1801 წლიდან უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. XIX საუკუნეში სისხლში ჩაახშვეს 1804, 1812, 1819-1820... წლების აჯანყებები. რუსები ვერ ხვდებოდნენ, რომ დაღვრილი სისხლი ყოველთვის ისევ დამპყრობლის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და როგორც ქვიტკირი, ისე ადუღაბებდა ქართველ ხალხს. იმპერიამ იგივე შეცდომა გაიმეორა 1989 წლის 9 აპრილს. საბჭოთა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამით, რა თქმა უნდა, წააგო. ამ დღემ ის ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობდა, დამდგარიყო თუ არა ეროვნული მოძრაობის მხარეს, საბოლოოდ გადაისროლა ეროვნული მოძრაობის ბანაკში. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს საბჭოთა კავშირის უცვლელად ანდა მოდერნიზებულად შენარჩუნებას, შეიძლება მთლად არ გადავიდა ეროვნული მოძრაობის ბანაკში, მაგრამ ძალიან დაეჭვდა. უბრალოდ, მათთვის დაინგრა სამყარო.

- საზოგადოების რაღაც ნაწილი დღესაც სვამს კითხვას: რა საჭირო იყო ეს სისხლისღვრა, საბჭოთა კავშირი ხომ ისედაც დაინგრეოდა, რადგან მის დანგრევას ხელს უწყობდა დასავლური სამყარო და ამერიკის შეერთებული შტატები; რატომ ყველა ერი არ შეასკდა შიშველი ხელებით რუსების ტანკებს. ხომ არ გავუსწარით მოვლენებს წინ? რა მოგვიტანა 9 აპრილმა?

- ჯერ ერთი, სისხლისღვრა ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერებს არ დაუგეგმავთ. ვიცით, რომ ეს მოსკოვმა დაგეგმა. მიტინგები რომ მშვიდობიანად დამთავრებულიყო აპრილში, ეს მაინც არაფერს შეცვლიდა, რადგან სხვა დროს მაინც შეძლებდა მოსკოვი მიზნის მიღწევას. დარბევას ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან საბჭოთა იმპერიას დიდი ძალა გააჩნდა და ყოველთვის მონახავდა პროვოკაციის საფუძველს და მაინც ჩაგვითრევდა მასში. ეროვნული მოძრაობის მხრიდან უკან დახევა კი ნიშნავდა ეროვნული მოძრაობის პერსპექტივის ლიკვიდაციას. თუკი ჩვენ უარს ვიტყოდით ეროვნული მოძრაობის იდეალებზე, მაშინ უარვყოფდით მთელს ჩვენს წარსულს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის იბრძოდა დასავლური სამყარო და ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ რონალდ რეიგანის წინამძღოლობით, მაგრამ საკითხავი ეს არის: საიდან გაჩნდა დასავლურ სამყაროსა და ამერიკაში აზრი, რომ სსრ კავშირის დანგრევა შეიძლებოდა? რატომ არ გაჩნდა ეს აზრი მეოცე საუკუნის 50-იან ან თუნდაც 70-იან წლებში? - ეს იმიტომ, რომ დასავლურმა სამყარომ კარგად დაინახა, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება აღარ უნდოდათ სხვა რესპუბლიკებს. ანუ ქვეყნის შიგნით რომ არ დაწყებულიყო დამანგრეველი პროცესები, დასავლური სამყარო ვერ აიღებდა თავის თავზე საბჭოთა კავშირის დანგრევის საქმეს. თუკი ყველა ერი გულზე ხელს დაიკრეფდა და დაელოდებოდა საბჭოთა კავშირის გარედან დანგრევას, მაშინ იმპერიას შეიძლება კიდევ დიდხანს ეარსება. ასე რომ, დასავლური სამყაროს მხარდაჭერა პირდაპირპროპორციული იყო ეროვნული მოძრაობის სიძლიერისა. 1989 წლის 9 აპრილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სულ მალე მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმისი მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირი 9 აპრილმა დაანგრია. იგი დაანგრია მრავალმა შინაგანმა და გარეგანმა ფაქტორმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მძლავრი - სწორედ ეროვნული მოძრაობა იყო. ამ ეროვნული მოძრაობის ავანგარდში მივდიოდით ქართველები. ასე რომ, 9 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. იმ ადამიანების უმანკო სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ თავისი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat