დიდი იყო ბაგრატიონთა ავტორიტეტი და რიდი მათი ბიბლიური წარმომავლობისადმი
დიდი იყო ბაგრატიონთა ავტორიტეტი და რიდი მათი ბიბლიური წარმომავლობისადმი
არაერთი სამეფო დინასტია ყოფილა მსოფლიო ისტორიაში (ზოგიერთი ახლაც არსებობს). სხვადასხვა იყო მათი ზეობის დრო და ხანგრძლივობა. უდიდესი კვალი დატოვეს ვალუებმა, ბურბონებმა, სტიუარტებმა, ტიუდორებმა, რომანოვებმა... ამ გალერეაში ბაგრატიონებსაც კრძალვით მოიხსენიებენ. ბაგრატიონთაგან განუყოფელია საქართველოს აღზევება, დიდება და ერთიანობისთვის ბრძოლა...

ბაგრატიონთა გვარი ამიერკავკასიაში ძვ. წ. II ს-დან გამოჩენილა და იმთავითვე დაწინაურებული პოზიცია მოუპოვებია.

საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე ბაგრატიონთა აქტიურობა VI ს-ის 50-იანი წლებიდან იკვეთება, როცა ქართლში დაიწყო აჯანყება ირანელთა მიერ გაუქმებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წყობის აღდგენისათვის. აჯანყებას ბაგრატოვანი გუარამი მეთაურობდა და იგი პირველ ერისმთავრად აირჩიეს. მატიანეში ვკითხულობთ: "ესე არს ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატონთა და ესე ქართლისა ბაგრატონიანი შვილის შვილთანი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი".

ბაგრატიონები საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ოლქიდან, სპერიდან ყოფილან (ამჟამად ეს ოლქი თურქეთის შემადგენლობაშია ისპირის სახელწოდებით). საქართველოში თავიდანვე გაჩნდა ვერსია ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობის შესახებ. ეს აზრი თანამიმდევრულად გატარებულია ბაგრატიონთა მემატიანის სუმბატ დავითის ძის თხზულებაში და ამასვე ადასტურებს ბიზანტიელი იმპერატორი და ისტორიკოსი კონსტანტინე პორფიროგენეტიც.

რიგი ისტორიული წყაროებისა მათ წარმომავლობას საქართველოს მეფეთა პირველ დინასტიას, ფარნავაზიანებს უკავშირებს. ამ ვერსიით, ქართლის პირველი ერისმთავარი გუარამ პირველი კურაპალატი ვახტანგ გორგასლის შთამომავალია ქალიშვილის ხაზით. "ქართლის ცხოვრების" გვიანდელი ვერსიების მიხედვით, გუარამ კურაპალატი დედით ფარნავაზიანია და მამით ბაგრატიონი.

VI ს-ის მეორე ნახევრიდან და VII ს-ის დასაწყისში ბაგრატიონები ერისმთავრების ტიტულით განაგებენ ქვეყანას. კიდევ უფრო დაწინაურდნენ VIII ს-ის მეორე ნახევრიდან. ქართლის ბოლო ერისმთავარი აშოტ დიდი კურაპალატი ბაგრატიონთა წარმომადგენელია. იგი ტოვებს არაბებისგან გაწამებულ ქართლს და საგვარეულო მამულში, კლარჯეთში გადადის, სადაც საფუძველს უყრის საქართველოს სამხრეთის ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც უჩნდება პრეტენზია პირველობისა და თავის გარშემო საქართველოს მიწა-წყლის შემოკრებისა. ამ პრეტენზიას მტკიცე დასაბუთება სჭირდებოდა და ლიტერატურაში შემოდის თეორია ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის შესახებ. გიორგი მერჩულის თხზულებაში ტაო-კლარჯეთში მონასტერთა აღმშენებელი გრიგოლ ხანძთელი აშოტ კურაპალატს ასე მიმართავს: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან".

იდეა ბაგრატიონთა ღვთიური წარმოშობის შესახებ აქტუალური იყო მრავალი ასწლეულის მანძილზე (და ეს აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს!). ბაგრატიონთა დავითიან-სოლომონიან წარმომავლობაზე მიუთითებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც, რომელიც თავისი თხზულების მთავარ გმირს ებრაელთა მეფის, დავითის 78-ე შთამომავლად მიიჩნევს.

ბაგრატიონების "ქართველთა კურაპალატობისა და მეფობის" პერიოდი ორ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. ამდროინდელი ტაო-კლარჯეთის, ანუ ქართველთა სამეფოს ბაგრატიონები ორ ძირითად შტოდ იყოფოდნენ - ტაოელ და კლარჯ ბაგრატიონებად. ქართველთა მეფობის პატივი ტაოელი ბაგრატიონებიდან პირველად ადარნასე II-მ მიიღო, სავარაუდოდ 888 წელს. სამეფო სახლის ორივე შტომ მრავალი ღირსეული მოღვაწე შესძინა ქვეყანას. ამათგან გამორჩეულად ორნი - დავით III დიდი კურაპალატი და ბაგრატ III, რომელიც გაერთიანების გზაზე მდგარ საქართველოს უძღვებოდა. ერთიანი საქართველოს შექმნისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა ბაგრატ IV-ის დროს, XI ს-ში. ერთ ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ნიშანდობლივია საქართველოს ისტორიისა და მასში ბაგრატიონთა განუზომელი როლისთვისაც: ბაგრატ IV-ს გაუჭირდა მძლავრი დიდებულისა და სარდლის, კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის ძლევა. ორჯერ თვითონვე აღმოჩნდა ძლეული. მეტიც, საშუამავლოდ ბიზანტიაში ჩასული მეფე სეპარატისტი დიდებულის დამცველმა ბერძნებმა კონსტანტინოპოლში სამი წლით "შეაყოვნეს". ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მეფე ფაქტობრივად ლიპარიტ ბაღვაში იყო, მეფობამდეც აღარაფერი აკლდა. მაგრამ იმდენად დიდი იყო ბაგრატიონთა ავტორიტეტი, მათი ბიბლიური წარმომავლობისადმი რიდი, რომ ლიპარიტმა, წინა აზიის გამოჩენილმა სარდალმა, ვერ გაბედა სამეფო ტახტის ხელყოფა... დროებითი მორიგების პირობით ლიპარიტ ბაღვაშმა ცნო ბაგრატ IV მეფედ და პატრონად, ხოლო თავად მესხეთის მთავარი გახდა.

მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა XVII ს-ის პირველ მეოთხედში, როდესაც მთელ წინა აზიასა და მახლობელ აღმოსავლეთში განთქმული სარდალი, გიორგი სააკაძე შესამჩნევად გამოირჩეოდა იმავე პერიოდის ქართლის მეფეთაგან და დროდადრო რეალურ ძალაუფლებასაც ფლობდა, მაგრამ წუთითაც არ გაუხედავს დიდ სარდალს ტახტისაკენ. უნებურად ასოცირდება ანალოგიები მსოფლიო ისტორიიდან. თუნდაც ჩვენი მეზობელი, დიდი სახელმწიფოებრივი ტრადიციების მქონე ბიზანტიის იმპერია გავიხსენოთ, სადაც, გამოჩენილ სარდლებსა და დიდგვაროვნებზე რომ არაფერი ვთქვათ, უბრალო მწყემსი იმპერატორი ხდებოდა, ხოლო ცირკის მსახიობი - იმპერიის დედოფალი.

XI ს-ის დასასრულს თურქთა მოძალების გამო საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. მაგრამ გამოჩნდა 16 წლის ჭაბუკი, ყველაზე აღმატებული მეფე მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე და ქვეყანა, რომელიც სულთმობრძავი ჩაიბარა, სამ ათეულ წელიწადში წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. დავით აღმაშენებელმა ჯვაროსნებთან კოორდინაციას მიაღწია და არაერთი დამარცხება აგემა თურქებს. ჯერ შემოიკრიბა სრულიად საქართველოს მიწა-წყალი და შემდგომ კავკასიის შემოკრება-გაერთიანებას შეუდგა. დიდგორის ბრძოლაც გადაიხადა - "ძლევაი საკვირველი", ყველაზე სახელოვანი და ძლევამოსილი ბრძოლა ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე. მაჰმადიანთა 400-წლიანი უღლისგანაც გაათავისუფლა თბილისი და დედაქალაქობაც აღუდგინა, ეკლესია-მონასტრებითა და კულტურის კერებით დაფარა საქართველო.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა თამარის მეფობისას, როცა ყვაოდა მეცნიერული აზრი და ფილოსოფია, ლიტერატურა და ხელოვნება. ამ ეპოქის გვირგვინია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"...

მერე კი, თამარის შვილების - ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მეფობის ხანაში, თანდათან სუსტდებოდა ძლიერება საქართველოსი...

მთელი XIII და ნაწილობრივ XIV საუკუნეც მონღოლებისა და მისი ჯურის დამპყრობლების წინააღმდეგ უხდებათ ბაგრატიონებს ბრძოლა. იყო კიდევ ერთი გამონათება - გიორგი V ბრწყინვალე, რომელმაც შეუძლებელი შეძლო - მონღოლთა უღელიც მოიშორა და ქვეყანაც ლამის ოქროს ხანის სიმაღლემდე აიყვანა. ცოტა უფრო ადრე იყო ზვარაკად შეწირული დემეტრე თავდადებული, რომელიც ქართულმა ეკლესიამ მრავალი ბაგრატიონის დარად წმინდანად შერაცხა.

წმინდანად შერაცხულ ბაგრატიონ გმირთა გალერეა ტაო-კლარჯეთის ხელმწიფით, აშოტ კურაპალატით იწყება. მას მოჰყვება ჰერეთის დედოფალი დინარა, რომელმაც X ს-ში საქართველოს აღმოსავლეთის ციხე-გოდოლში აღადგინა მართლმადიდებლობა. წმინდანთა სიას, რა თქმა უნდა, ამშვენებენ: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დემეტრე II თავდადებული, ქართლის მეფეები ლუარსაბ I და ლუარსრაბ II. ამ ჩამონათვალს ასრულებს კახეთის დედოფალი ქეთევანი, რომელიც 1624 წელს შირაზში სპარსი ბრბოსა და ევროპელ მისიონერთა თვალწინ აწამეს ქრისტეს სჯულისთვის თავდადებული.

XV საუკუნე ცუდად დასრულდა ქვეყნისთვის. 1490 წელს ამდენი ტანჯვითა და წვალებით შეკოწიწებულ-გაერთიანებული სახელმწიფო სამ სამეფოდ და ერთ სამთავროდ დაიშალა. სამივე სამეფოში (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ტახტს ბაგრატიონები ფლობდნენ და სამომავლოდ დაედო კიდეც სათავე მათ სამივე შტოს. ქართლის ბაგრატიონთა ფუძემდებლად კონსტანტინე II დემეტრეს ძე გვევლინება, კახეთის ბაგრატიონთა სამეფო შტოს მამამთავარი, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე და კახეთის პირველი ხელმწიფეა გიორგი VIII, ხოლო იმერეთის ბაგრატიონთა შტოს საწყისი ალექსანდრე I დიდის ძმისშვილი - ბაგრატია. XVI ს-ის დასაწყისში ქართლის სამეფო სახლს მუხრანბატონების შტო გამოეყო, რომლის ფუძემდებელი გახდა ქართლის მეფე დავით X-ის უმცროსი ძმა - ბაგრატ ბატონიშვილი, რომელსაც სამფლობელოდ მუხრანი გადაეცა. ამიერიდან ცალ-ცალკე ვითარდება სამივე სამეფო, ძირითადად ცალ-ცალკე უხდებათ მომძლავრებული ირანის, ძლევამოსილი ოსმალეთისა და სხვა მეზობელი სახანოებისა და სასულთნოების წინააღმდეგ ბრძოლა.

XVII ს-ის დასაწყიში იწყება ყიზილბაშური ხანა, შაჰ-აბას I-ის ირანის არნახული გაძლიერებისა და უმძიმესი აგრესიისა ქართლის და განსაკუთრებით კახეთის წინააღმდეგ - 100 000 გაწყვეტილი და 200 000 ფერეიდანში გადასახლებული ქართველი, გმირული მარტყოფი, მარაბდა, ძმათა ომი ბაზალეთში.

KARIBCHE
ერთმა სამწუხარო მოვლენამ იჩინა თავი: XVI ს-ში ჯერ ცალკეული ფაქტების, XVII ს-დან კი ტენდენციის სახით - ქართლ-კახეთში ბაგრატიონები სამეფო ტახტზე მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ ადიოდნენ. ასე გაჩნდნენ შაჰნავაზები, ნაზარალიხანები, იმამყულიხანები... მხოლოდ აჯანყებით შეძლეს მამა-შვილმა, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ქრისტიანული წესით დაეკავებინათ ქართლისა და კახეთის ტახტი 1744 წელს.

საიმედო მფარველის ძიებაში აღმოხდა სული რუსეთში თეიმურაზ II-ს, ამიერიდან ერეკლე II უძღვებოდა ქართლ-კახეთს. ევროპამდე მიაღწია სახელმა "ბრძენი აღმოსავლეთისამ". მაინც რუსეთისკენ მიაპყრო თვალი სიცოცხლისა და მეფობის მიწურულს ერეკლემ. მფარველობა-ქვეშევრდომობის ტრაქტატი დაიდო გეორგიევსკში 1783 წელს. შეაშფოთა ისლამური სამყარო რუსული ჩექმის გამოჩენამ კავკასიონის სამხრეთით. არ გაჭრა სამხრეთელი მეზობლების რჩევა-მუქარამ, არ შეიცვალა პოზიცია ერეკლემ და ბოლოს, კრწანისის ტრაგედიამ გადაწყვიტა ბაგრატოვანთა და საქართველოს ბედი 1795 წელს - აღა მაჰმად-ხანის ურდოებმა წელში გატეხეს საქართველო.

ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდგომ მისმა ვაჟმა, უიღბლო და უღონო მეფემ, გიორგი XII-მ დაიკავა ქართლ-კახეთის ტახტი. მის მემკვიდრეს დავითს კი მეფობა უკვე აღარ ეწერა. რუსებმა იგი გამგებლად გამოაცხადეს, ისიც დროებით. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით გააუქმეს ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთს შეუერთეს. მცირე ხნით კიდევ ინარჩუნებდნენ ბაგრატოვანნი ტახტს იმერეთის სამეფოში, მაგრამ 1810 წლიდან სოლომონ II იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა და თურქეთში განელია სიცოცხლის ბოლო წლები.

XVIII საუკუნემ თითქოს თან გაიყოლა საქართველოს სამეფო ტახტი და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. წარსულის კუთვნილება გახდა სახელოვანი და უპირველესი გვარის - ბაგრატოვანთა მრავალსაუკუნოვანი ზეობა საქართველოს სამეფო ტახტზე, ქვეყანა რუსეთის იმპერიის რიგით ქვეშევრდომად იქცა.

ბაგრატიონებმა, გარდა იმისა, რომ მრავალი გამორჩეული მეფე მისცეს ქვეყანას, არაერთ სფეროში ისახელეს თავი. იყვნენ შესანიშნავი პოლიტიკური მოღვაწენი, დიპლომატები, სარდლები. განუზომელია მათი ღვაწლი საკანონმდებლო სამართალში, პოეზიაში, ისტორიოგრაფიაში; მედიცინის, გეოგრაფიის, კარტოგრაფიის, ქიმიისა და ასტრონომიის განვითარებაში.

ბაგრატიონთა სამეფო გვარის გენეალოგია ისტორიული წყაროების მიხედვით
მიმოიხილა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა

ნოდარ შოშიტაშვილმა

ბაგრატიონთა სამეფო გვარის გენეალოგიური ტაბულა,
რომელსაც მკითხველს ამ ნომერში ვთავაზობთ,
შედგენილია ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო
ლიტერატურაზე დაყრდნობით და აქამდე გამოსული
ყველა ამ სახის ტაბულისა თუ ცხრილის გათვალისწინებით.
ზოგი თარიღი მეცნიერთა შორის დღესაც საკამათოა, ამიტომ ავტორი
სიამოვნებით გაითვალისწინებს მკითხველთა
შენიშვნებსა და წინადადებებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat