ღვთაებრივი ნების მაუწყებელნი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის
ღვთაებრივი ნების მაუწყებელნი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის
სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები საღვთისმეტყველო საკითხებზე
რუბრიკის მიზანია, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებმა "კარიბჭის" მკითხველს საკუთარი ცოდნა გაუზიარონ და ესაუბრონ სხვადასხვა საღვთისმეტყველო საკითხებზე. ამჯერად Gვენი სტუმარია სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი ზვიად ცაბაძე. ის ანგელოზთა იერარქიის შესახებ მოგვითხრობს:

- საეკლესიო მოძღვრების ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია სწავლება ანგელოზთა შესახებ. ხსნებული თემატიკა მრავალმხრივადაა გაშლილი წმინდა მამათა ნაშრომებში, რომლებიც წმინდა წერილის საფუძველზე განმარტავდნენ ანგელოზთა შესაქმეს, ბუნებას, მათი დანიშნულების არსსა და მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ ხსნებულ საკითხზე ამა თუ იმ მამათა ნაწერებში გარკვეულ განსხვავებას ვხვდებით, სწავლება ანგელოზთა შესახებ შეჯამებულია და მყარადაა დაცული მართლმადიდებლობის წიაღში. სანამ უშუალოდ მამათა შეხედულებებს გადმოვცემდეთ, მივყვეთ წმინდა წერილს, კერძოდ, ძველი აღთქმის პირველი წიგნის უწყებას ანგელოზთა შესახებ. რა თქმა უნდა, ამ წიგნში ანგელოზთა შექმნის შესახებ პირდაპირი უწყება არ გხვდება, მაგრამ მამათა განმარტების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. შესაქმის პირველი წიგნის მეშვიდე მუხლი გვაუწყებს: "და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქვეშე კერძო სამყაროისა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროისა". ამ სიტყვების განმარტებისას IV საუკუნის მოღვაწე წმინდა გრიგოლ ნოსელი, წმინდა ბასილი დიდის ძმა და უგამორჩეულესი მღვდელმთავარი კაბადოკიური საღვთისმეტყველო სკოლის წიაღისა, ამბობს, რომ ხსენებულ სიტყვებში უპირველესად იგულისხმებიან სწორედ ანგელოზები: "წყლის ბუნებისათვის, რომელიც ზემოთ მოექცა, რომელიც არც ხილვადია, არც მდინარებს და არც სხვა, წყლის ბუნებისათვის დამახასიათებელი თვისება ჩანს მასში, მეტიც, ადგილითაც მოშორებითაა და გონებითი განხილვისაგან მიუწვდომელია და სრულიად უცხოა ნივთიერებისაგან, რომლის შემეცნებაც ძალგვიძს, და რადგან ღმრთის სული იქცევის მათ ზედა და ზესკნელი ცის თავზე მდგომარედ დაინახება, ვინც გონიერად გამოიძიებს შესაქმეს, მიხვდება, რომ ზოგადად წყლის ბუნება უხორცო და უხილავი ანგელოზების ბუნებას გვიცხადებს, სიმბოლურად გავიაზრებთ რა მათ". წმინდა გრიგოლ ნოსელი აშკარად მიუთითებს, რომ წყალში, რომელიც გაყოფის შემდეგ სამყაროს ზემოთ მოექცა, იგულისხმება უხორცო და უხილავი ბუნება წმინდა ანგელოზებისა. ანგელოზთა მარტივი ბუნების აღსანიშნავად დავით მეფსალმუნე იყენებს სიტყვა "სულს", რომელიც უხილავია და "ცეცხლის ალს", რომელიც მსუბუქია: "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა". ჩვენ კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით ძველი აღთქმის წიგნებს, რომლებიც ანგელოზთა შესახებ გვაუწყებენ. ამის შემდეგ გვინდა შევეხოთ, ანგელოზთა ბუნების, დანიშნულებისა და რიცხობრიობის საკითხს. ამათგან უკანასკენელი "რიცხობრიობა" გულისხმობს ანგელოზთა დასებს და მათ იერარქიულ განაწილებას და არა მათ დათვლას და გარკვეულ რიცხვში მოქცევას, რაც თავისთავად შეუძლებელია ჩვენთვის, რადგან მათი სრული რიცხვი მხოლოდ შემოქმედმა უწყის.

***
წმინდა იოანე დამასკელი ანგელოზთა ბუნებაზე მსჯელობისას ამბობს: "ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარად მოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე, მადლით უკვდავების მიმღები ბუნებაში, რომლის არსების სახე და საზღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის". წმინდა იოანე დამასკელის ნაშრომზე, "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", დაყრდნობით, პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი ამბობს: "ანგელოზები, თავიანთი ბუნებით, გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განეგნულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას".

ანგელოზთა მსახურების არსში გასარკვევად გვეხმარება თვით სიტყვა "ანგელოზი", რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს "მაუწყებელს". ძირითადად ამ ნიშნით ხასიათდება მათეული მსახურება ღვთისადმი, ისინი არიან მაცნენი, ღვთაებრივი ნების მაუწყებელნი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის, რომელთაც პავლე მოციქულის პირით ეწოდებათ "მოხარკე სულები" - როგორც რომელიმე დაქვემდებარებული მის დამქვემდებარებელს ხარკს უხდის, ასევე ანგელოზები ადამიანთა სულების გადასარჩენად გაწეულ გარჯილობას, როგორც ხარკს, ისე მიართმევენ უფალს. მოგვყავს ციტატა ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან: "განა ყველანი მოხარკე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?" (ებრ. 1.14).

***
ყველაზე ვრცელი მსჯელობა, რომელსაც ეკლესია ანგელოზებზე იცნობს, არის წმინდა დიონისე არეოპაგელის ქართული სახელწოდება "ზეცათა მღვდელთ-მთავრობისათვის".

წმინდა დიონისე არეოპაგელი, როგორც ამას მისი ცხოვრება მოგვითხრობს, იყო არეოპაგის ანუ ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრი. მან, ჯერ კიდევ ქრისტიანად მოქცევამდე, სულიერად განჭვრიტა მაცხოვრის ჯვარცმა გოლგოთაზე და ამ საშინელი ტრაგედიით მოცულმა, ამოიძახა: "ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას". მოგვიანებით ათენში საქადაგებლად ჩადის წმინდა პავლე მოციქული, რომელიც არეოპაგში შეკრებილ ხალხს უცნობ ღმერთზე უქადაგებდა. მათ შორის იყვნენ წმინდა დიონისე არეოპაგელი, ერთი ქალი, სახელად დამარისი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. წმინდა დიონისე და ხსენებული პიროვნებები პავლე მოციქულის ქადაგების მადლით ქრისტიანობაზე მოიქცნენ. ამის შესახებ თხრობას გვაწვდის ლუკა მახარებელი თავის მიერ დაწერილ "საქმე მოციქულთას" მე-17 თავის 34-ე მუხლში: "ზოგიერთი კი მიემხრო და ირწმუნა; მათ შორის იყო დიონისე არეოპაგელი და სხვებთან ერთად ერთი ქალიც, რომელსაც დამარისი ერქვა სახელად". პავლე მოციქულის მიერ ეპისკოპოსად დადგინების შემდეგ წმინდა დიონისემ ქრისტიანობის ქადაგებით მოიარა ქალაქები და ქვეყნები და მოწამებრივად აღესრულა გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი).

წმინდა მამის განმარტებით, ანგელოზთა იერარქია შედგება 9 დასისაგან, რომელიც ერთი საერთო მიზნის - ღვთის ნების აღსრულებისკენაა მიმართული. ანგელოზები განიყოფიან იმისდა მიხედვით, თუ რომელი დასი უფრო მეტადაა ახლოს ღმერთთან. პირველ დასში შედიან სერაფიმები, რომლებიც უშუალოდ ღვთის ტახტის მპყრობელნი არიან. მათ შედგომ ადგილს იკავებენ ქერუბიმები, შემდეგს - საყდარნი. პირველი სამეულის შემდეგ დასებს ინაწილებენ უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, ხოლო მესამე სამეული ასე ნაწილდება: მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

სანამ უშუალოდ ანგელოზთა დასებზე დაიწყებდეს საუბარს, დიონისეს მკითხველთა გონება აღყავს მასთან, ვინცაა სამყაროს შემოქმედი, პირველადი ნათელი - ნათელი, რომლისგანაც ყოველ არსებას მიეშუქება ანარეკლი მისი სინათლისა. იგი შემწედ მოუხმობს "იესუს - მამისეულ ნათელს", და იმოწმებს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებს, რომ იგი არს "ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოან. 1, 9).

შემდეგDწმინდა დიონისეს სურს ჩვენ წინაშე წარმოაჩინოს უსხეულო არსებათა იერარქიული წყობის მიზანი, რადგან სწორედ ამის მეშვეობით ვხდებით იმ სარგებლიანობის მონაწილე, რაც თითოეულ იერარქიას მოაქვს მასთან ზიარებულთათვის.

წმინდა დიონისესთან მწყობრი სიზუსტით არის გადმოცემული ღვთის ანგელოზთა არსება და მათი მდგომობის წესი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს წმინდა დიონისესთვის გახსნილია ზეცის დიდი საიდუმლონი ანგელოზთა შესახებ, რასაც ჩვენ "სიტყვათა წმიდათმწერლობაში" (წმინდა წერილში) ვხვდებით დაფარულად.

ზეციური წესრიგის ეს "კაშკაშა მებაირახტრენი" პირველადი ნათლისაგან არიან შექმნილნი და მათი არსებობა უშუალოდ დამოკიდებულია ღვთაებრივ მადლზე. ამიტომაც სამართლიანად იწოდებიან მეორედჩენილ, გონისმიერ სინათლეებად, რომელთაც პირველადი და დაუსაბამო სინათლისაგან აქვთ განმანათლებლობა. ღვთის ხატად შექმნილი ეს გონისმიერი არსებები იწოდებიან "სულად და ალად ცეცხლისა"(ფს. 103. 4), რაც ასაჩინოებს კიდეც მათ ბუნებას. პირველი, რაც მათ თვისებებს უნდა განეკუთვნოს, ესაა მოაზროვნეობითობა, უხილავობა და მოსწრაფებითი მხურვალება ღვთის სიყვარულისა, რომლისგან აელვარებულნიც ერთმანეთს იერარქიულად გადასცემენ საღვთო ზეარსების ბრწყინვალების გამონაკრთომს.

მაგრამ თუკი უხილავნი არიან, როგორღა ხდება, რომ ისინი კაცთა მოდგმას ეცხადებიან ნივთიერი სახეებით? ძველსა და ახალ აღთქმაში უამრავი მაგალითია მათი ნივთიერი სახით ცხადჩენისა. დიონისესთან ეს საკითხი მარტივადაა გადაჭრილი - როცა ინებებს საღვთო ნება, ანგელოზები მეყსეულად გარდაისახებიან იმად, რასაც კაცთმოყვარული ნება მიუთითებს. ისწრაფვიან და მყის აღმოჩნდებიან იქ, სადაც მიავლინებს ღმერთი და თუმცაღა გარეშეწერილები არიან, მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს კედლები და კარიბჭეები.

მართალია, ისინი უსხეულონი არიან, მაგრამ ერთდროულად არ იმყოფებიან ყველგან (რადგან მხოლოდ ღვთაებაა ყველგან მყოფი), ამიტომ, როცა მიწაზე ჩნდებიან, არ იმყოფებიან ზეცაშიც და, პირიქით, როცა ზეცაში არიან, არ იმყოფებიან დედამიწაზეც" (წმინდა იოანე დამასკელი).

თვით სრულსა და ყოველთა არსთა სისრულის მომცემს რისთვის დასჭირდა ციურ დასთა შექმნა? ჩვენ აქ სიტყვა "დასჭირდა" არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ღმერთი რაიმეთი ნაკლულევანებას განიცდიდა და ამიტომ ნაკლულევანების შესავსებად დასჭირდა "ქმნულთაყოფა", ანუ არსებაში შემოყვანა (ამ შემთხვევაში ანგელოზები). ერთადერთი მიზეზი ამ ღვთივშვენიერი შესაქმისა გახლავთ ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა და ზეჭარბი სიკეთე, რომლისაგანაც "ნაიძულები" ქმნის უხილავი სამყაროს ნათელშემოსილ ძალებს, რომლებიც, ერთგვარი ჭურჭელნი, შეძლებისდაგვარად იქნებოდნენ დამტევნი "საიდუმლოთ დასაბამობის" უშრეტი მადლისა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2022
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს
07.04.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებიდან მეორე დღეს "წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას" აღნიშნავს დედაეკლესია,
21.11.2021
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები ჩაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო.
21.11.2021
X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ.
21.11.2021
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის, გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი
21.11.2021
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი.
21.11.2021
მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი, წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ.
21.11.2021
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება.
21.11.2021
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა.
21.11.2021
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat