ზეციერმა მაცნემ, სალათიელმა, აუხსნა აგარს, რომ სასოწარკვეთის ცრემლები ვერ დაეხმარებოდა.
21.11.2021
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება.
მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით, მთავარანგელოზი სალათიელი გამოეცხადა აგარს, როცა აბრაამმა ის ვაჟთან ერთად სამშობლოში, ეგვიპტეში, გაგზავნა.
აგარს უდაბნოში გზა აებნა, წყალიც გამოელია. შეწუხე-ბულმა დედამ შვილი ბუჩქის ქვეშ დატოვა - არ მინდა შვილის სიკვდილი ვნახოო. ბავშვმა ტირილი ატეხა.
უფალს შეესმა ყრმის ტირილი... უფლის ანგელოზმა მოუწოდა აგარს: - რა დაგემართა, აგარ? ნუ გეშინია. ღმერთს აქედან ტირილი მოესმა. ადექი, მოჰკიდე ყრმას ხელი... ღმერთმა აუხილა თვალნი აგარს და მან დაინახა ჭა. ჭურჭლით ამოიღო წყალი და ყრმას შეასვა. ამგვარად, ზეციერმა მაცნემ, სალათიელმა, აუხსნა აგარს, რომ სასოწარკვეთის ცრემლები ვერ დაეხმარებოდა, შეეწეოდა მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა.