მთავარანგელოზ გაბრიელის კრება - 26 მარტი (8 აპრილი)
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება - 26 მარტი (8 აპრილი)
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებიდან მეორე დღეს "წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას" აღნიშნავს დედაეკლესია, კრებას, რადგან ამ დღეს შეკრებილი ქრისტიანები საეკლესიო საგალობლებით განადიდებენ ღვთისმშობლის მახარობელს. თუ ერში დიდ პატივს მიაგებენ მეფის ელჩს, რომელიც ხელმწიფის მოწყალე სიტყვას აუწყებს ხალხს, მით უმეტეს მეტი კრძალვა გვმართებს ზეციური მეუფისგან გამოგზავნილი ელჩის, ანგელოზთა თავადის გაბრიელის მიმართ, რომელმაც კაცთა მოდგმის მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინება გვაუწყა.

"გაბრიელი" ებრაული სიტყვაა და "ღვთის ძალას" ნიშნავს. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი მარადის უფლის წინაშე დგას, მისი ღვთაებრივი სიმტკიცის მსახურია და განმაცხადებელია ღვთაებრივ საიდუმლოთა. მას სიხარულის მაცნეს ვუწოდებთ, რადგან ადამიანებს მხოლოდ სიხარულს ამცნობდა. სვინაქსარში ნათქვამია:

"წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი ერთადერთია ზეციური მხედრიონის მთავართა შორის, რომელსაც უფალი მიწაზე აგზავნის, რათა ყოველგვარი სიხარული აუწყოს კაცთა მოდგმას".

მთავარანგელოზმა გაბრიელმა დანიელ წინასწარმეტყველს უფლისაგან ბაბილონის ტყვეობიდან დახსნისა და მესიის მოსვლის დროის შესახებ ახარა: "ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს. შემაგონებდა და მელაპარაკებოდა. მითხრა: დანიელ, ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა. შენი ერისთვის და შენი წმინდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმინდათა წმინდის საცხებად. ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული, მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმინდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს" (დან 9. 21-27).

მან ახარა ზაქარიას უნაყოფო დედისაგან წინამორბედის დაბადება და აუწყა: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმინეს ვედრებანი შენნი და ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ (ლუკ. 1, 13-14). კიდევ: წმინდა წერილი ადასტურებს, რომ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა წმინდა იოაკიმესა და ანას წმინდა მარიამის შობის შესახებ. მოულოდნელად გამოეცხადა დაღონებულ ანას მთავარანგელოზი და უთხრა: "ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს". მთავარანგელოზმა გაბრიელმა დაავალა ანას, წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს". ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.

მთავარანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: "უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".

მთავარანგელოზ გაბრიელს სიხარულის მაცნედ უხმობენ იმიტომაც, რომ ქალწულ მარიამს ახარა მუცლადღება და შობა ჩვენი მაცხოვრისა. მან ასე მიმართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს: "გიხაროდეს, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ" (ლუკ. 1, 28, 33).

როცა "ჩვენი უფალი ბეთლემში იშვა, წმინდა გაბრიელი გამოეცხადა მინდორში მწყემსებს, ახარა დიდი სიხარული, მაცხოვრის, ქრისტე უფლის დაბადება, მერე კი მეყსეულად, უფლის უთვალავ ანგელოზთან ერთად, აღავლინა საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"...

უფალმა გაბრიელი გაუგზავნა დურგალ იოსებს და აუწყა ყოვლადწმინდა მარიამის მიერ ძე ღვთისას შობა, გააფრთხილა ჰეროდეს მზაკვრობაზე და უბრძანა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად. როდესაც მაცხოვარი გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა, ეკლესიის სწავლებით, მამა ღმერთმა გაბრიელ მთავარანგელოზი გამოუგზავნა განსაძლიერებლად.

მთავარანგელოზ გაბრიელისაგან გაიგეს მენელსაცხებლე დედებმა უფლის ბრწყინვალე აღდგომა.

* * *

ღირს მამათა ცხოვრებაში მცირედ, მაგრამ მაინც ვხვდებით მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებას.

VI საუკუნეში მოღვაწეობდა ღირსი მამა დავითი, რომელიც ადრე ავაზაკი იყო, მაგრამ ერთხელ გულში სინანული ჩაეღვარა, მონაზვნად აღიკვეცა და დიდ ღვაწლს მისცა თავი. გავიდა ხანი. ერთხელ სენაკში მჯდომს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და აუწყა - დავით, დავით, შეგინდო ღმერთმა ყოველი ცოდვანი შენი და ამიერიდან მრავალ სასწაულს მოახდენო.

- არა მჯერა, რომ ჩემი ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ცოდვა ღმერთმა ასე მცირე ხანში მომიტევოს.

- მე ვარ მთავარანგელოზი გაბრიელი, უკეთუ ზაქარია წინასწარმეტყველს არ მოვერიდე, ურწმუნოების გამო ენა შევუკარ და დუმილით განვსწავლე, განა შენ ისე გაგიშვებ? ამიერიდან შენც დადუმებული იქნები, ვიდრე აღსასრულამდე.

მამა დავითმა თაყვანი სცა მას და შეჰკადრა:

- როცა ავაზაკი ვიყავი, მრავალ უჯერო საქმეს ჩავდიოდი და კაცთა სისხლთა დავათხევდი, ღმერთს არ ვადიდებდი, მაშინ არ შემიკარი ენა და ახლა დამამუნჯებ, როცა ღვთისმსახურება და გალობა მინდა?
მთავარანგელოზმა მიუგო: "როცა ღმერთისადმი ილოცებ და იგალობებ, მაშინ შეგეძლება ამეტყველება, დანარჩენ დროს კი დამუნჯდები".
ანგელოზი გაუჩინარდა და მისი სიტყვა აცხადდა, ღირს მამა დავითს მეტყველება მაშინ შეეძლო, როცა ღმერთს ადიდებდა და ლოცულობდა.

* * *

ათონზე კარიესის ახლოს ერთი პატარა კელია დგას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მომცრო ტაძრითვე. დიდი ხნის წინათ აქ ერთი ხანში შესული მღვდელ-მონაზონი იღვწოდა თავის ერთგულ მორჩილთან ერთად. ორივენი ღვთისმოშიში და განკრძალული ბერები იყვნენ და იშვიათად ტოვებდნენ კელიას. ერთხელ ბერი ღამისთევის ლოცვაზე დასასწრებად წავიდა კარიესში, პროტატის ტაძარში, სულიერ შვილს კი ლოცვის კანონი მისცა. შუაღამისას მორჩილს კარზე კაკუნი მოესმა. გააღო. უცნობი ბერი იხილა. სიხარულით შეიპატიჟა. როცა ლოცვის ჟამი დაუდგა, სტუმარიც მიიწვია და ღვთისმშობლის ხატის წინ საგალობელი აღავლინეს. მორჩილი წმინდა კოზმა მთაწმინდელის შედგენილ ძველ საგალობლებს გალობდა. სტუმარმა ღვთისმშობელს მორჩილისთვის ნაცნობი საგალობელი უგალობა: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გიგალობდეთ შენ, ღვთისმშობელო..." ვიდრე ბოლომდე. გული შეემუსრა მორჩილს და უცნობ ბერს უთხრა: "ჩვენ მხოლოდ ამ საგალობლის ნახევარს ვგალობთ, ასეთი რამ აქამდე არ გამიგია, გთხოვ, დამიწერე ეს სიტყვები, რომ მეც ასე განვადიდო". "მომეცი ფურცელი და კალამი და დაგიწერ", - მიუგო სტუმარმა. "მაპატიე, ძმაო, - დამწუხრდა მორჩილი, - აქ მხოლოდ ხელსაქმესა და ლოცვას ვართ მიცემულნი და საწერ-კალამი არ გვაბადია". მაშინ რამე ქვის ფილა მაინც მომიტანეო. მორჩილი გაიქცა, ფილა მოიტანა. სტუმარმა თითით დაიწყო წერა და ჰოი, საკვირველებავ! მის თითთა ქვეშ ფილა ცვილივით დარბილდა და აღიბეჭდა მასზე დაწერილი საგალობელი. როცა წერას მორჩა, ფილა მონაზონს გადასცა და უთხრა, - ამიერიდან ყოველთვის ასე იგალობეთ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმაო. უცნობი ბერი გაქრა. იგი გახლდათ მთავარანგელოზი გაბრიელი. შინ დაბრუნებულ მოძღვარს უცნაური საგალობელი მოესმა. "სად ისწავლე, შვილო, ასე გალობა?" - ჰკითხა მორჩილს.

ეს ამბავი მაშინვე გახმაურდა და კონსტანტინოპოლის პატრიარქამდე მიაღწია. პატრიარქის ბრძანებით, მთავარანგელოზის თითით დაწერილი ფილა კონსტანტინოპოლში მასთან გაგზავნეს. ღვთისმშობლის ხატი კი, რომლის წინაშეც ეს საგალობელი აღევლინა, პროტატის ეკლესიაში გადააბრძანეს. ამ ხატს დღესაც "ღირს არსის" ხატს ეძახიან წმინდა საგალობლისდა მიხედვით.

* * *

წმინდა გაბრიელი ხშირად წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთან ერთად ეცხადება ხოლმე მორწმუნეებს. თანამედროვე ღირსი მამის, იაკობ ევბეელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: 1961 წელს იღუმენმა ნიკონმა მღვდელ-მონაზონ იაკობთან ერთად გადაწყვიტა ტაძარი აეშენებინა წმინდა მთავარანგელოზთა - მიქაელის და გაბრიელის სახელზე. წინამძღვარმა ადგილი აირჩია, პალოებით მონიშნა და ლიმნაზე წავიდა. ღამით მამა იაკობს გამოეცხადა ბრწყინვალე სამხედრო სამოსით მოსილი მშვენიერი ჭაბუკი, ხელთ ოქროს მახვილი ეპყრა და უთხრა: "მამა იაკობ, მე მთავარანგელოზი მიქაელი ვარ და მინდა, ჩემი ტაძარი იქ ააგოთ, სადაც მიგითითებთ". მერე დაიხარა და პალოები გადააადგილა. დილით, როცა მამა იაკობმა გაიღვიძა, პალოები მართლაც სხვა ადგილას ნახა დარჭობილი.

ფიქრობდნენ, რომ ეკლესიის კედლები მდარე მასალით - თიხით და ნამჯით აეშენებინათ, მაგრამ მეორე ღამეს მამა იაკობს ოქროს მახვილით ხელში ორი ანგელოზი გამოეცხადა და უთხრეს: ჩვენ მთავარანგელოზები ვართ, მიქაელი და გაბრიელი. უთხარით წინამძღვარს: გვინდა ტაძარი ნამჯისა და თიხის ნაცვლად ქვით, კირითა და ხით აგვიგონ. სახურავი კი კრამიტისა უნდა იყოსო. როგორ უნდა მიეტანათ უგზო მთებში ამდენი მასალა? მამა იაკობმა ღამეული სტუმრებისგან ამგვარი პასუხი მიიღო: "ნუ ღელავთ, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. ღამით წვიმა მოვა და ნიაღვარი ქვიშას ჩამოიტანს, სამშენებლო მასალებს კი ღვთისმოშიში ქრისტიანები შემოსწირავენ". მართლაც ყველაფერი ამგვარად მოხდა.

* * *

მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე მოგვითხრობს: 1926 წელს ონისინის უდაბნოში გავიცანი ორი მოსკოველი ქალიშვილი, მასწავლებლები, ღრმად მორწმუნე ქრისტიანები. მათ თავიანთ სახლში მიმიყვანეს საკურთხებლად. ამ სახლში ერთი ხატი ვნახე, წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელისა. ძალზე უბრალო, ფანერზე დაკრული. ერთმა მასწავლებელმა მთხოვა, მის მიერ ახალშექმნილი დაუჯდომელი აღგვევლინა წმინდა გაბრიელის ხატის წინ. ლოცვის შემდეგ ვიტრაპეზეთ, მასპინძელს ვუთხარი, აღფრთოვანებული ვარ მშვენივრად შედგენილი აკათისტოთი-მეთქი. მან აკათისტოს შედგენის ისტორია მომითხრო: სიყრმიდანვე მიყვარს და პატივს ვცემ მთავარანგელოზ გაბრიელს. ყოველდღე გულმოდგინედ ვევედრებოდი, განსაკუთრებით ის მაწუხებდა, რომ მისი ხატი არ მქონდა. ვთხოვდი, რამენაირად დამხმარებოდა თავისი ხატის შეძენაში.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთ დილას, გულმოდგინედ ვევედრებოდი წმინდა გაბრიელს. უეცრად ხატების კუთხე თითქოს გაიპო და ჩემ წინ მთავარანგელოზი გაბრიელი წარდგა. მდუმარედ, ჩუმი ღიმილით მიცქერდა. მერე კი კედლები ისევ თავის ადგილას დაბრუნდა. მთავარანგელოზს თეთრი ტუნიკი ეცვა და მხრებზე ოლარის ნაცვლად ცისფერი წვრილი ლენტები ჰქონდა გადაკრული, რომლებიც მკერდზე ჯვარედინდებოდა.

როცა ხილვა გაქრა, ოთახში დედაჩემი შემოვიდა და გაკვირვებულმა მკითხა, რა სუნამო დაიპკურე, ასეთი საამო სურნელი რომ ტრიალებსო, მართლაც, ოთახში საოცარი კეთილსურნელება იდგა.

დიდხანს ვიდექი გაოგნებული და აღფრთოვანებული. ამ დროს კარზე კაკუნი მომესმა. ჩემი კოლეგა შემოვიდა, რომელიც ბიძაშვილად მერგებოდა და მითხრა, - "ისეთი რამ მოხდა, ახსნაც კი არ ძალმიძს. ცოტა ხნის წინ ჩავიცვი, ქუჩაში გამოვედი რაღაც საქმეზე, მაგრამ რატომღაც ფიქრი ამეკვიატა, თითქოს შინ რაღაც დამრჩენოდა. მივბრუნდი და მექანიკურად კამოდის ზედა უჯრა გამოვაღე. სხვადასხვა ქაღალდთან ერთად წმინდა გაბრიელის ხატიც ვნახე, რომლის არსებობაც დავიწყებული მქონდა. ვიცი, რომ მორწმუნე ხარ, ამიტომ შენ წამოგიღეო". ხატი ფანერზე დავაკარი.

ხატის სასწაულებრივად პოვნის შემდეგ ის მაჯავრებდა, რომ წმინდა გაბრიელის დაუჯდომელი არ იყო დაწერილი. მისი შედგენის ფიქრი არ მასვენებდა. სლავური ენა კარგად არ ვიცოდი, არც რაიმე გამოცდილება მქონდა საგალობელთა შედგენისა, ამიტომაც ამ ფიქრის განგდებას ვცდილობდი. ამაოდ. ავიღე კალამი და დაუჯდომელი საგალობლის წერა დავიწყე. არ ვიცი, საიდან მომდიოდა სლავური სიტყვები, საღმრთო აზრები, რომელთაც ამ საგალობელში ვაქსოვდი. უწმინდეს პატრიარქს ვაჩვენე. ამას განსახილველად წმინდა სინოდს გადავცემ, - მითხრა პატრიარქმა, - მაგრამ გაფრთხილებთ, პასუხი შეიძლება დაგვიანდეს, რადგან მრავალი ახალდაწერილი ლოცვა არის განსახილველიო.

ორი კვირის შემდეგ, მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღესასწაულზე, წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში წავედი ლოცვაზე. გვიან მივედი, პატრიარქი საკურთხევლიდან გამოვიდა და სხვებთან ერთად ჩემ მიერ შედგენილი აკათისტოს კითხვა დაიწყო. ლოცვის დასასრულს პატრიარქმა ხელნაწერი დამიბრუნა. ტექსტში ერთი სიტყვაც არ იყო შეცვლილი.

გავიდა ხანი. მოახლოვდა ხარების დღესასწაული და მასთან ერთად წმინდა გაბრიელის კრების ხსენების დღეც. კარზე ვიღაცამ დამიკაკუნა. ოთახში შემოვიდა შუა ტანის ძალზე გამხდარი ბერი და მითხრა: "მე ეპისკოპოსი გაბრიელი ვარ, ჩემი მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს მისი დაუჯდომლის წაკითხვა მოვისურვე. თუ შეიძლება მომეცით თქვენ მიერ შედგენილი აკათისტო, რომ მისით ვადიდო ჩემი მფარველი ანგელოზი წმინდა გაბრიელიო".

რა თქმა უნდა, მაშინვე ვათხოვე აკათისტო, მისგან კი მრავალმა გადაიწერა და ჩემდა სანუგეშოდ, ეკლესიებშიც დაიწყეს მისი წაკითხვა.

* * *

მთავარანგელოზი გაბრიელი წმინდა ხატებზე ზოგჯერ რტოთი ხელში გამოისახება, უმეტესად კი მარჯვენა ხელში ფარანი უპყრია, რომლის შიგნითაც ანთებული სანთელი ძევს. მარცხენა ხელში მწვანე იასპის ქვის სარკე უპყრია, ადგილ-ადგილ წითელი ლაქებით დაწინწკლული. სარკე გვაუწყებს, რომ წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი კაცთა მოდგმის ხსნისთვის ღვთის საიდუმლოთა განმცხადებელია, ხოლო ფარანი ანთებული სანთლით გვეუბნება, რომ ღვთის საიდუმლონი მათ აღსრულების ჟამამდე დაფარულია და მათი გამჟღავნებისას მას მხოლოდ ისინი ჭვრეტენ, ვინც ღვთის სიტყვის სარკესა და საკუთარ სინდისში მუდმივად იხედებიან.

ამრიგად, წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზს სიხარულის მაცნეს იმიტომ უწოდებენ, რომ კაცთა მოდგმას მუდამ სიხარულს აუწყებდა. ჩვენ მას უნდა ვეთაყვანოთ კაცობრიობის მხსნელის ხარებისათვის. თაყვანი უნდა ვცეთ მოწიწებით, მუხლმოდრეკით და მავედრებელი გალობით. სიხარულით ვუმადლოდეთ მას იმისთვის, რაც უწინ გაუკეთებია და რასაც ამჟამად აკეთებს ჩვენთვის. გაბრიელ მთავარანგელოზი გამუდმებით ავედრებს ჩვენ თავს უფალ ღმერთს და მისი ლოცვა-ვედრებით მივეწევით ცოდვათაგან გათავისუფლებას. ამინ.

მთავარანგელოზ გაბრიელის კონდაკი


ზესთაბრწყინვალისა და პატიოსნისა, და ყოველთა შემოქმედისა, ყოვლადგამოუთქმელისა და საშინელისა სამებისა შენ ხარ ერის თავი, დიდებულო გაბრიელ, და მეოხი მვედრებელთა შენთა, წმინდაო, აწცა დაუცხრომლად ევედრე მას ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა და სატანჯველისა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მფარველო მონათა შენთაო.
.................................................

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ მთავარანგელოზ გაბრიელისადმი მიძღვნილი სხვა სტატიები:

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა - 13 (26) ივლისი

მთავარანგელოზ გაბრიელის კრება

ზეციური მახარებელი - მთავარანგელოზი გაბრიელი

მთავარანგელოზი გაბრიელი - სიხარულის მაცნე

მთავარანგელოზები

ღვთისმშობლის მახარებელი

მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2022
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს
21.11.2021
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები ჩაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო.
21.11.2021
X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ.
21.11.2021
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის, გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი
21.11.2021
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი.
21.11.2021
მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი, წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ.
21.11.2021
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება.
21.11.2021
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა.
21.11.2021
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა.
07.04.2016

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat