შენით მოგვენიჭა, მაცხოვარო, ადამიანთ სიკეთე ჭეშმარიტი
შენით მოგვენიჭა, მაცხოვარო, ადამიანთ სიკეთე ჭეშმარიტი
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
მოძღვრება ქრისტეს შობის წინა-კვირიაკესა ზედა
შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის,
ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის
(გალ. ით).
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ მიგებებად ქრისტეს შობის დღესასწაულისა. მრავალის დღის მარხვა მისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამა, რათა ჩვენ, განწმედილნი სულითა და ხორცითა, ღირსებით შევეგებოთ ქრისტესა, ქვეყნად მომავალსა. ყოველნი საღმრთონი საკითხავნი, საგალობელნი, ლოცვანი, რომელნი გესმოდათ თქვენ ეკლესიასა შინა განმავლობასა შინა ამა მარხვისასა, წინადვე გვახარებდენ, მოასწავებდენ და მოგვამზადებდენ ჩვენ ქრისტეს შობას. მაშასადამე, უკეთუ წმიდა ეკლესია ესრედ ჰცდილობს ჩვენსა მომზადებასა, ჩვენც ჩვენითა მხრითაც უნდა ვეცადოთ და განვამზადოთ გული და გონება ჩვენი მიღებად ქრისტესა გულთა შინა ჩვენთა. მოვიხმაროთ აწ რაოდენიმე წამი განზრახვად და გამოკლევად აზრისა მის, რომელსა მოგვცემს ჩვენ წმიდა მოციქული პავლე ამ სიტყვებში: შვილნო ჩემნო საყვარელნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოისახოს ქრისტე თქვენ შორის. როგორ უნდა გამოისახოს ქრისტე ჩვენს გულში? ანუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს ქრისტიანესა და იესო ქრისტეს შორის?

***
როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ერთხელ იშვა ქალწულისაგან ბეთლემს, მერმე აღიზარდა, შემდეგ იწყო სწავლა და ქადაგება, იქმოდა მრავალთა სასწაულთა, ბოლოს ივნო, ჯვარს ეცვა, მოკვდა, დაიმარხა, აღსდგა მკვდრეთით და ამაღლდა ზეცად, მსგავსად ამისა იგივე ჩვენი უფალი იესო ქრისტე ხელ-ახლა ყოველი ქრისტიანე კაცის გულში უნდა იშვას, აღიზარდოს, იწყოს სწავლა და ქადაგება, სასწაულები ქმნას, ივნოს, ჯვარს ეცვას, აღსდგეს მკვდრეთით და ამაღლდეს ზეცად.

***
შენ ქრისტიანე ხარ, ძმაო ჩემო, და უეჭველია არა ერთგზის გიფიქრია იესო ქრისტეზე, ათასჯერ გილოცავს მის სახელზე, გარნა ნუ გაგიკვირდება, თუ გითხრა რომელ იესო ქრისტე, იქნება, ჯერ არც კი დაბადებულა შენთვის, ანუ შენს გულში. როდის დაიბადება, ანუ რა სახით დაიბადება ქრისტე კაცის გულში? - გკითხავ მე შენ. მხოლოდ იმ წამს, ძმაო, როდესაც შენ იგრძენ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარული იესო ქრისტესი. რა სიყვარული არის ეს, იფიქრებ შენ. მე მეგონა, რომ კიდეც მიყვარდა იესო ქრისტე. როგორ აგიხსნა მე, ძმაო, რა არის სიყვარული? სიყვარულს კაცი ვერ ახსნის სიტყვითა, თუმცა გულში კი გრძნობს. მაგრამ, იქმნება, რომლითამე მაგალითითა გაცნობო, რა არის სიყვარული: იქმნება შენ ვინმე გყავდეს ყოველთა უსაყვარლესი პირი, ანუ მეუღლე, ანუ შვილი, ანუ მეგობარი. წარმოიდგინე, რომ იგი დიდი ხანი არ გენახოს და მერმე უცებ დაინახო, რას გრძნობ მაშინ? გული დაიწყებს ძგერასა; სული გაგინათლდება; რაღაცას გამოუთქმელს სიხარულს იგრძნობ. სწორედ ეგრედვე უნდა იგრძნოს ერთხელ მაინც კაცმა, როდესაც იგი იფიქრებს იესო ქრისტესა ზედა, და მაშინ მხოლოდ დაიბადება ანუ გამოისახება ქრისტე მის გულში. უკეთუ ესრედი გრძნობა არ გაუჩნდა კაცს გულში, მისთვის ქრისტე არ არის დაბადებული.

***
როდესაც ესრედ ქრისტე გამოისახა, ანუ დაიბადა სიყვარულის საშუალებითა შენს გულში, მერმე იგი უნდა გადიდდეს, ანუ გაიზარდოს მუნვე. იგი გაიზრდება მაშინ, როდესაც შენ ფიქრობ მას ზედა სიყვარულითა და ლმობიერებითა. როგორადაც კაცი კაცს დაუახლოვდება, მაშინ იგი შეიტყობს მისსა ხასიათსა, მისთა აზრთა, სურვილთა, ერთი სიტყვით, იცნობს მას და ყოველთა მისთა თვისებათა, ეგრედვე უნდა ეცადო და გაიცნო იესო ქრისტე. როდესაც კაცს გაიცნობ და დაუახლოვდები, ამ ორში ერთი მოხდება: ან შეატყობ, რომ იმ კაცს ბევრი ცუდი თვისება აქვს და ბევრი ცუდი ხასიათი, და შეწუხდები ამაზე და აღარ შეიყვარებ, ან შეატყობ, რომ ის კაცი კეთილი არის, მრავალი კარგი თვისება აქვს და უმეტესად შეიყვარებ მას და მიუახლოვდები. მზგავსად ამისა, ოდეს ხშირად ფიქრობ და მახლობლად გაიცნობ იესო ქრისტესა, იცნობ, ვითარი განუსაზღვრელი ღვთაებრივის სიკეთისა და სისრულის სახე იყო იესო ქრისტე, რასაკვირველია, უმეტესად შეიყვარებ მას, და ესრედ, ღვთაებრივი მისი სახე გადიდდება და გაიზრდება შენს გულში.

***
ესრედი დაახლოება და გაცნობა იესო ქრისტესი, რასაკვირველია, არ დარჩება უქმად შენს გულში; იგი იწყებს სწავლასა და ქადაგებასა შენს შორის. ჰოი, ვითარცა სიტყვათა გეტყვის იგი! ვითარცა გრძნობასა გააჩენს იგი შენს გულში: იგი იწყებს სწავლასა და ქადაგებასა შენს შორის. ჰოი, ვითარცა სიტყვათა გეტყვის იგი! ვითარცა გრძნობასა გააჩენს იგი შენს გულში! ვითარცა გაუმაძღარსა წყურვილსა ღვთაებრივისა მადლისასა, ვითარცა მისწრაფებასა, ვითარცა ნუგეშსა, ვითარცა მწუხარებასა, ვითარცა ნეტარებასა! მწუხარებასა - მაშინ, უკეთუ შენ შთავარდი ცოდვაში და უღალატე მას; ნეტარებასა - მაშინ, როდესაც შენ ჰგრძნობ მისსა სიახლოვესა. ქრისტე ღმერთი დაუცხრომელად ქადაგებს გულსა შინა მოყვასისასა; ასწავლის მას, ანათლებს, სწმედს მისსა ზნეობასა და ყოფაქცევასა. როგორადაც რომელმანმე ბრძენმა მოძღვარმა აიყვანოს ჭაბუკი მცირეწლოვანი, შეუდგეს მისსა სწავლასა და განათლებასა, დღითი დღე აღიყვანდეს მას ხარისხითგან ხარისხამდე, გაშლიდეს მისსა ჭკუასა, მართავდეს მისსა ზნეობასა, ვიდრემდის შეიყვანოს იგი სრულსა ჰასაკსა შინა, ეგრედვე ქრისტე ღმერთი ზრდის სულსა იმ კაცისასა, რომლის გულში იგი გამოისახა და იზრდება.

***
ესრედი ქადაგება, სწავლა და ხელმძღვანელობა ქრისტეს მადლისა არაოდეს არ დარჩება უნაყოფო კაცისათვის. კაცის გული და ზნეობა ცოტ-ცოტათი იცვლება, და კეთდება. აქ, ძმაო, ქრისტე ღმერთი იწყებს სასწაულის-მოქმედებასა შენს ბუნებაში. სასწაული არ არის ის, ძმაო, რომ გაგანათლოს შენ სწავლითა ანუ აღგიხილოს გონიერი თვალი, ვითარცა მან ოდესმე აღუხილა ხორციელი თვალი შობითგან ბრმასა: ანუ ოდეს ქრისტე ღმერთი მადლითა თვისითა კაცსა, ცოდვასა შინა შთაფლულსა, აღადგინებს, გააცოცხლებს, ცოდვას მოაძულებს და კეთილს საქმეს შეაყვარებს: ვგონებ, რომელ ეს იქნება ამის მზგავსი სასწაული, როგორადაც მან ააყენა ოდესმე ოთხის დღის მკვდარი ლაზარე.

***
გარნა, ძმაო ჩემო, მოქცევა კაცისა ცოდვილისა არ არის ადვილი, ერთობ ძნელი არის ყოვლისა კაცისათვის დასტოვოს ცოდვა, რომელსა იგი მიეჩვია, რომელი გარდაიქცა თითქმის მისდა ბუნებად, და მიიქცეს კეთილისა ყოფაქცევისადმი. დიდად უჭირს მას ეს: დიდსა მწუხარებასა ჰგრძნობს იგი, ოდესაც სურს დაივიწყოს თვისი საყვარელი ცოდვა და დაიწყოს წმინდა და პატიოსანი ცხოვრება. უკეთუ შენ ჰგრძნობ, ძმაო, გულში ესრედსა მწუხარებასა, გარნა, არა მიმხედველი ამისა, ჰცდილობ იწყო წმინდა ცხოვრება და ყოველსავე სულგრძელად ითმენ უფლისა იესო ქრისტესათვის, იცოდე, რომ თვით უფალმა იესო ქრისტემ იწყო შენს გულში ეს მწუხარება და ვნება.

***
აჰა, ძმანო, რას ნიშნავს სიტყვა პავლე მოციქულისა: ვიდრემდის გამოისახოს ქრისტე თქვენს შორის. იგივე წმინდა მოციქული პავლე იტყვის: თუ ცოცხალი ვარ ახლა, ჩემით არ ვარ ცოცხალი, არამედ ქრისტე სცხოვრებს ჩემს შორის. შენს გულშიდაც უნდა სცხოვრებდეს ქრისტე! ცხოვრება მისი ხელახლად უნდა განმეორდეს შენს გულში ნაცვლად საკუთარისა ნებისა, ცოდვის უწმიდურის სურვილისა, ქრისტეს ნება, ქრისტეს სურვილი, ქრისტეს ნათელი ჰსუფევდეს შენს გულში, ერთი სიტყვით, ქრისტეს ტაძრად, ქრისტეს სადგურად უნდა გახდეს შენი გული, რომელიც და ინებოს ქრისტემან. ამინ.
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)


ქრისტეშობა
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

ჰოი, საკვირველება დიდი! ბეთლემის ერთ პატარა ბაგას ცა და დედამიწა გაუერთიანებია. როგორ შეძლო უბრალო გამოქვაბულმა საქმე განსაცვიფრებელი და საკვირველი? როგორ მიიზიდა მან ერთიანად მკვიდრნი ცისა და ქვეყანისა? იქნებ უხვი ქვეყნიური საგანძური დაიტია მან თავისთან? მაგრამ მარტო სიკეთე ქვეყნიური ვერ გახდებოდა საბაბი ზეციურ ანგელოზთა სიხარულის. ქვეყნიურ საგანძურს შეეძლო მიეზიდა მარტო ქვეყანის მკვიდრნი. მაშ, რით მიიპყრო მან ყურადღება ცისა და დედამიწის? იქნებ ჯობდეს იუდეველ მწყემსებთან ერთად ჩვენი მისვლაც გამოქვაბულში, რომ გავხდეთ თანაზიარნი რაღაც იდუმალი, კაცთათვის ჯერ განუცდელი სიხარულის?

***
შევაღოთ, საყვარელნო, ბეთლემის ბაგის კარი. იქ ჩვეულებრივ ღამის სიბნელეს მოუცავს ირგვლივ ყველაფერი, თუმცა საიდანღაც რაღაც იდუმალი ნათელი გამოკრთის. ნათელთან ახლოს მოჩანს საკვირველი ქალწული და იქვე ვინმე მოხუცებული კაცი, ზეადამიანური სიხარულით რომ გაბრწყინვებიათ სახეები. რაღაც ძვირფასს მისჩერებია მათი თვალები. ბაგის სიბნელეში თითქმის ჭირს გარჩევა რაიმესი, მაგრამ ისევ უხილავი ნათელი გვეხმარება და ვამჩნევთ სახვევებში შეხვეულ მანათობელ ჩვილს. ჰოი, საკვირველებავ: ჩვრებიდან იმზირება თვით უფალი ღმერთი ქვეყნად განხორციელებული. ენით აუწერელ სითბოსა და სიმშვიდეს აფრქვევს ირგვლივ ბაგაში მიწვენილი. ამ დიდი სიკეთის წინაშე მაშინვე გინდა მოიდრიკო მუხლი და სცე თაყვანი. ასე მოიქცნენ მწყემსნი, შემდეგ კი აღმოსავლეთიდან მოსულნი მოგვნიც, რომელთაც ყრმას მიართვეს მეფეთა შესაწირი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

***
განკვირვებასა და სიხარულს მოუცავს, ძმანო, დღეს ჩვენი გულებიც. იუდეველ მწყემსებთან ერთად ქვეყნად შობილ უფალს ჩვენც ვცეთ თაყვანი და მოგვების მსგავსად მივართვათ მას ძღვენი საკადრისი - ჩვენი სითბო და სიყვარული. წარმართი მოგვებისთვის ოქრო იყო ძვირფასი შესაწირი. მათთვის ჯერ კიდევ უცხო იყო ის საგანძური, ადამიანებს რომ მიენიჭათ ქრისტეს მობრძანებით. ჩვენთვის კი, უფალო, ოქროზე ძვირფასი არის შენი სიყვარული, რადგან შენ თვითონ ხარ მეუფე სიკეთისა და სიყვარულის. შენ ხომ იმიტომ ინებე გადმოსვლა ქვეყნად, რომ მოგეტანა კაცთათვის მშვიდობა და სიხარული. შენით მოგვენიჭა, მაცხოვარო, ადამიანთ სიკეთე ჭეშმარიტი, ამიტომ არ ვიშურებთ სიყვარულს შენთვის თავად სიკეთისა და სიყვარულისათვის და დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მოგმართავთ: "ვინ არს ღმერთი დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი, შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავ საკვირველი" (ფს. 76,12).

მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, საყვარელნო, ყველანი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat