"კაცი კარგად ყოფნას ვერ დააფასებს, ვერ გაიხარებს რაიმე სიკეთით, თუ მას არ უგრძვნია სიმწუხარე"
"კაცი კარგად ყოფნას ვერ დააფასებს, ვერ გაიხარებს რაიმე სიკეთით, თუ მას არ უგრძვნია სიმწუხარე"
დეკანოზი მარკოზ ტყემალაძე
მოძღვრება ყოველთა წმიდათა კვირიაკეს
მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი, რომელნი გეტყოდეს თქვენ
სიტყვათა მათ ღმრთისათა; და ხედვიდით გამოსვლასა მას ცხოვრებისა
მათისასა, და ბაძევდით სარწმუნოებასა მათსა (ებრ. 13,7)

წელიწადში დღე არ არის ისეთი, რომ რომელიმე წმიდანისა, მოწამისა, აღმსარებლის სადიდებლად და მოსაგონებლად არ იყოს დანიშნული წმიდა ეკლესიისაგან. ყოველ ქრისტიან ხალხს და პირს ამ წმიდათაგან ამორჩეული ჰყავს რამოდენიმე, რომელთაც მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. მათ სცემენ თაყვანს, აქებენ და ადიდებენ, მათვე სთხოვენ მოიღონ შუამდგომლობა ღვთისა წინაშე და აღმოუჩინონ შემწეობა ამა თუ იმ საქმეში და მისწრაფებაში. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ: როდის, რა შემთხვევაში იქნება შეწყნარებული და მიღებული ჩვენგან მათი ქება-დიდება და თხოვნა. რას ვამჩნევთ ჩვენ ცხოვრებაში? უზნეო კაცი რომ მოვიდეს, წარდგეს ზნე დაცულ პირთან და მას ქება-დიდება შეასხას, ამ ნაირ ქებას დიდ მნიშვნელობას არ მისცემს, არაფრად არ მიიჩნევს, შეიძლება საძრახისათაც და საწყენათაც მიიღოს; ესეც მოხდება, რომ ჩვენ რომ ვადიდოთ ღმერთი, ანუ რომელიმე წმიდანი და ცხოვრება ჩვენი კი არ შეესაბამებოდეს, არ ეთანხმებოდეს იმ მცნებათა, მოძღვრებათა, სწავლა-დარიგებათა, რომელთა აღსრულება სავალდებულოდ დაგვიდგინეს, დაგვიწესეს მათ, წმიდანებმა. არა ვფიქრობ, მიღებულ იქმნეს ჩვენი ქება-დიდება, მათდამი მიმართული. ძველ აღთქმაშივე გამოსთქვა ეს აზრი ისაია წინასწარმეტყველმა: "მახლობელ არს ჩემდა ერი ესე, პირითა მათითა პატივს მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან, ამაოდ მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღვრებასა და მცნებასა კაცთასა" (ის. 29,13), ე.ი. ტყუილ-უბრალოდ იწუხებენ თავს ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ სიტყვით ვადიდოთ ჩვენ ღმერთი, ანუ რომელიმე წმიდანი და საქმით საჭირო არ არისო. მაშასადამე, ჩვენგან თავდაპირველად ითხოვება, ჩვენი ცხოვრება იმნაირად მოვაწყოთ, იმნაირი მიმართულება მივსცეთ, რომ სასიამოვნო იყვეს, როგორც ღვთისათვის, ისე იმ პირთათვის, რომელთაც თავისი წმიდა ცხოვრებით მოიპოვეს უკვდავება. ესევე ითქმის ჩვენ ცხოვრებაზე. როგორი მიმართულებისაც არის კაცი, რა აზრისაც არის ცხოვრებაზე, რა მიზანიც აქვს მას ამორჩეული, მის მისაღწევად შესაფერ შემწეობა-დახმარებას თხოულობს ღვთისაგან. მაგრამ როცა ჩვენი თხოვნა ეწინააღმდეგება საღმრთო წერილს და წმიდა მამების სწავლა-დარიგებას, არაოდეს შეწყნარებული არ იქნება. "ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ", - ამბობს იაკობ მოციქული (4,3). ამისთვის საჭიროა, ყოველმა ჩვენგანმა შეიგნოს მიზანი ცხოვრებისა. გაითვალისწინოს, თუ რა დანიშნულება აქვს კაცს, რისთვის ვართ გაჩენილნი, რას უნდა ვევლტოდეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენ დანიშნულებას არ ავშორდეთ. რა არის ცხოვრების მიზანი? ეს კითხვა როგორც ძველს, ისე ახალ აღთქმაში, ცდილობდნენ და ცდილობენ დღესაც ახსნან, მაგრამ ერთ რომელიმე გადაწყვეტილ დასკვნაზე ვერ მისულან, ვერ გამოურკვევიათ, რადგან არ ხელმძღვანელობენ, არ იღებენ მხედველობაში არც საღმრთო წერილს, არც წმიდა მამების სწავლა-დარიგებას. ვინც შეძლებულნი არიან, ვისაც დიდი ქონება აქვთ, ქადაგობენ: კაცმა თავისი დღენი და წუთისოფელი სულ ლხინში უნდა გაატაროსო, და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება ნახოს, სანამ ცოცხალიაო. "სულო, გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა, განისვენე, ჰსჭამე და ჰსუ, და იხარებთ" (ლუკ. 12,19) - ამ სიტყვებით სავსებით გამოიხატება აღნიშნულ პირთა მოძღვრება. მაგრამ დანამდვილებით შეუძლიათ თუ არა იმათ დაამტკიცონ, რომ მოიპოვებოდეს ისეთი პირი, რაც უნდა მდიდარი იყოს, მწუხარება არ გამოევლოს? მგონი, ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელსაც, გარდა სიხარულისა, ლხინისა, სიტკბოებისა, არა ენახოს რა ამ ჩვენ წუთისოფელში. ყოველ ჩვენგანს ბევრად თუ ცოტად ხვდება წილად წვალება-მწუხარების განვლა. ან როგორ მოხერხდება სხვანაირად! ყველამ რომ ილხინოს, ამისათვის ყველას საშუალება უნდა, ყველა ეცდება, ბევრი შეიძინოს, კანონიერად იქნება თუ უკანონოდ. კანონიერად, ე.ი. თავისი შრომით, რომელიც უწვალებლად არასოდეს იქნება, უკანონოდ, ე.ი. წართმევით, წაგლეჯით, რაც გამოიწვევს ურთიერთშორის გამწვავებულ, გაცხადებულ ბრძოლას, სისხლის-ღვრას. ერთმა რომ სიტკბოება ჰპოვოს, განცხრომაში იცხოვროს, ამისათვის ასმა წვა და დაგვა უნდა გამოიაროს. მაშინ ხომ ლხინის მაგიერ მწუხარება, ტირილი და დაუცხრომელი ბრძოლა იქნება. ზოგნი, ვისაც ბევრი წვალება, მწუხარება გამოუვლიათ, არაფერ მიზანს არ პოულობენ ცხოვრებაში და ამბობენ: ტყუილა-უბრალოდ გაჩენილა კაცი ქვეყნიერებაზეო, უმჯობესი იყო, სულ არ გაჩენილიყო, ვინემ თავისი დღენი წვალებაში გაატაროსო. ამნაირ პირთათვის, როგორც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილთათვის, ცოტა რამ მიზეზია საკმარისი, რომ თავის თავი ამ ქვეყნიერებას უდროვოდ გამოასალმონ. ზოგიერთნი, მართლაც, ამნაირად ათავებენ თავის ცხოვრებას. მაგრამ უმეტესი ნაწილი ამ ვაჟბატონთაგანნი კი არღვევენ ამ მოძღვრებას. ხშირად ვამჩნევთ, რომ ისინი ქეიფობენ, ლხინში დროებას ატარებენ და არაოდეს უარს არ ამბობენ, თუ შემთხვევა მისცემთ მათ ნებას, ისარგებლონ ქვეყნიური სიკეთით. ათასში ერთს თუ იპოვნით, რომ სიკვდილის დროს მას არ დანანდეს მოშორება ამ ქვეყნიური ცხოვრებისა, რაც უნდა ცუდ, გაჭირვებულ მდგომარეობაში იყოს იგი ჩავარდნილი. მაშასადამე, ცხოვრებაში წვალებასთან ერთად განუშორებლივ სიხარულიც ყოფილა. სიმწუხარესთან სიტკბოებაც განუშორებელია. ჩემის ფიქრით, კაცი კარგად ყოფნას ვერ დააფასებს, ვერ გაიხარებს რაიმე სიკეთით, თუ მას არ უგრძვნია სიმწუხარე. "ჯერ მწარე სჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა", - უთქვამს დავით გურამიშვილსა; "მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო", - არის ნათქვამი. ვამბობ, ვერ იპოვით ვერა კაცს, ვერა ოჯახს, რომ თავის დღეში სიხარული არ ეგრძნოს, ხანგრძლივ თუ მოკლე დროით ეცხოვროს. ზოგნი კიდევ იმას ამბობენ: ჩვენი ცხოვრება ბრძოლააო; უბრძოლველი ცხოვრება ცხოვრებად არ ჩაითვლებაო. მაგრამ როდემდისინ უნდა იქნეს ეს ბრძოლა? თუ დაუბოლოვებელია, მაშინ ცხოვრებას რა მნიშვნელობა ჰქონია კაცისათვის, გარდა წვალების, მოუსვენრობისა? ძალმომრეობაზე როცა მიდგება საქმე, თითქმის ყველას, შეძლებულს თუ შეუძლებელს, გაშხამებული ექნება სიცოცხლე. თუ აქვს ბოლო და დასასრული, ეს მხოლოდ კაცობრიობის გადაგვარება და მისი მოსპობა უნდა იქნეს. მაგრამ ყველა ამნაირი შეხედულება კაცის ცხოვრების მიზანზედ არ აკმაყოფილებს ჩვენს გონებას. დაბეჯითებით ვერ არწმუნებს, ვერ უხსნის, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი დანიშნულება, რა მიზნის მისაღწევად უნდა ვშრომობდეთ. რასაკვირველია, კარგია, როდესაც კაცის გონებას არა სძინავს, მოძრაობა ეტყობა, მაგრამ რამდენად მართალია ამ შემთხვევაში მისი სჯა, ეს საკითხია. არა მგონია, ვინმემ უკეთესად განგვიმარტოს, აგვიხსნას, ჩვენ რას უნდა ვეტრფოდეთ, რა არის მიზანი ჩვენი ცხოვრების, როგორც საღმრთო წერილმა - სიტყვამ ღვთისამა და წმიდა მამათა ცხოვრებამ. თვალწინ განუშორებლად უნდა გვქონდეს ჩვენ მათი სწავლა-მოძღვრება, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, მივბაძოთ მათ ცხოვრებას და მაშინ მოიპოვებს სული ჩვენი შვებას, მაშინ იქნება მიღებული ჩვენი ქება-დიდება, მიმართული ღვთისა და წმიდანებისადმი, მაშინ მოგვაქცევენ ჩვენ ყურადღებას და შეისმენენ ჩვენს ვედრება თხოვნასა. ორში ერთი უნდა იყოს: უსათუოდ თუ გრწამს და მიგაჩნია ვინმე წმიდანად, სჩანს მოგწონს მისი ცხოვრება და დარიგება; თუ მოგწონს, კიდევაც უნდა წაბაძო, თუ არ წაბაძავ, ეს იმის ნიშანია, არ მოგწონს, და თუ არ მოგწონს, არ მიგაჩნია წმიდანად; თუ არ რაცხ წმიდანად, იცოდე, დაჯერებული იყავი, შენი თხოვნაც შეწყნარებული არ იქნება მისგან, როგორც ზემოდაც ვსთქვით. ამინ.
ქადაგებანი, 1913 წ. 6, ივნისი


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
სულიერი ცხოვარის ჩივილი
"მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!"
ვეძიებდი ჭეშმარიტებას: მინდოდა ზეაღსვლა და ღმერთთან დაკავშირება. ამისთვის მსურდა, მენახა მოძღვარი, გზის მანათებელი, მღელვარე გულის დამამშვიდებელი, დაწყლულებული და დამძიმებული სულის მკურნებელი და ზეაღმყვანელი, ზეციური მადლის გადმომავლინებელი, და აი, ვიწყე გაცნობა სულიერ მწყემსთა.

ვნახე ერთი მოძღვარი. მოვისმინე ეკლესიაში იმის მშვენიერი და მხურვალედ წარმოთქმული სიტყვა სიყვარულზე, ერთიმეორის დახმარებაზე, ქველმოქმედებაზე; დავტკბი, მიველ მასთან ბინაზე. ყოველიფერი მოწმობდა, რომ იგი შეძლებული იყო. მელაპარაკა მაცხოვრის სწავლაზე; მწარედ ნაღვლობდა, რომ ქრისტიანენი იესოს მცნებათ არ ასრულებენ. ვსიამოვნებდი, ვპოვე მწყემსი კეთილი, - გულში ვამბობდი. კარი გაიღო: მოსამსახურე შემოვიდა და მოახსენა: "ბატონო, აი, იქ ჩვენ პირდაპირ ქოხში ქვრივი დედაკაცი რომ ცხოვრობს, გვთხოვს, ცოტა რამ მივსცეთ, ბავშვები მთელი დღე მშივრები არიანო". "წავიდეს იქით, მე ჩემი შვილების რჩენაც მეყოფა, და ისინიც კიდე მე ავიკიდო?" - გაისმა მრისხანე ხმა სულიერი მამისა. ოხ, ღმერთო ჩემო, როგორ ვცდებოდი, ქრისტე ამასთან არა ყოფილა, - ვთქვი მე და გულნატკენი გამოვემშვიდობე. ვნახე მეორე მოძღვარი. წირვაზე მიველ; კრძალულებით მღვდელმოქმედობდა; სიტყვებს გრძნობიერად წარმოთქვამდა; მსმენელთ გულში სასოებას უღვიძებდა. ახლა კი ვნახე მადლმოცული მწყემსი; იგი განკურნებს და დააამებს ჩემს აღშფოთებულ სულს, - ვთქვი და წაველ მასთან ბინაზე. კარგად მიმიღო, მელაპარაკა ჯერ ცხონებაზე, მერე ამ სოფლის უკუღმართობაზე, კერძოდ, უსამართლობაზე "ბევრი, ბევრი უსამართლობა ხდება ამ ქვეყანაზე, - თქვა მან, - მაგალითად, მეც უსამართლოდ მექცევიან. არ იქნა, ვერ ვასიამოვნე მთავრობას, ჩემი ტოლები ახლა ყველა დეკანოზები არიან, და მე ჯერ ჯვარიც არა მაქვს. მცირე მრევლში ვარ; შემოსავალი ნაკლები მაქვს, შვილები სასწავლებელში მყავს და ხარჯებს ვერ ავუდივარ. რამდენჯერ ვითხოვე უკეთეს მრევლში გადაყვანა, მაგრამ არაფერი მეღირსა, ქრთამებს ვერ ვაძლევ". ეხ, ამაშიც მოვტყუვდი, - ვთქვი მე და გულდაკოდილი გამოვეთხოვე. ვნახე მესამე მოძღვარი. შეკრებულობაში მოვისმინე მისი აღფრთოვანებული, მჭევრმეტყველური ლაპარაკი სამღვდელოების წმიდა მოვალეობაზე. "მღვდელი ერისთვის არის, მას უნდა მსახურებდეს მთელ თვის ძალ-ღონეს მას უნდა ახმარდეს და იმის კეთილმდგომარეობისთვის თავს უნდა წირავდეს, - ამბობს იგი. "სწორედ რომ ეს უნდა იყოს მწყემსი კეთილი, - ვუთხარი მე ჩემს მეზობლებს, - ნეტა იმ სამრევლოს, სადაც იგი მღვდლობს". "არა, კაცო, ცარიელი სიტყვაა; ლაქლაქი უყვარს; ისე კი არაფრად ვარგა; მრევლი მიტოვებული ჰყავს და ბევრი უზიარებელი და უნათლავი კვდება". დავღონდი. ვნახე მეოთხე მოძღვარი; სახეზე ეტყობა ფიქრი, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა, მხოლოდ მისი მოქმედება მის ოჯახს იქით არ მიდის. როგორ არჩინოს ცოლ-შვილი, როგორ დაზარდოს შვილები, როგორ შეიძინოს ქონება. აი, მთელი პროგრამა იმისი ცხოვრებისა, ხოლო თუ როგორ დამწყსოს სულიერნი ცხოვარნი თვისნი, ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებს, ეს მას არ ესმის.

ერთ ადგილას რამდენიმე მღვდელი თავმოყრილი იყო: ცხარედ ბაასობდნენ. იქნება მათ შორის ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი და მიველ იმათთან. "რის ძმობა, რა საჭიროა ოცნებობა, მხოლოდ თავის გამოჩენისათვის შვრება, კაპეიკსაც არ შევსწირავ", - გაიძახოდა ერთი მღვდელი. ლაპარაკი ჰქონდა განმანათლებელი საზოგადოების დაარსების შესახებ. ნუთუ ამისთანა სიმპათიური დაწესებულების წინააღმდეგია ეს მღვდელი-მეთქი? შემდეგ მამებმა სხვა საგნებზე განაგრძეს ბაასი. არცერთს იმათგან სულიერობა, საზოგადო საქმეებზე წრფელი და მხურვალე მზრუნველობა არ ემჩნეოდა. ერთ მღვდელზე მითხრეს, აი, ის კარგი, განათლებული, პატიოსანი მღვდელიაო. გავეშურე გასაცნობად. ბევრი მებაასა და სულ ამქვეყნიურ საგნებზე, სადილზე მიმიწვია, საჭმელი სახსნილი იყო, თუმცა მარხვა დღე იყო. ღამეც იქ დავრჩი; ნაშუაღამევს გამომეღვიძა. მღვდლის საწოლი ოთახიდან შემომესმა მტლაშა-მტლუში... ქვრივი კი იყო. მიველ ერთ მოძღვართან; შევხედე და რა დავინახე? ჩასუქებულა. თვალები დასიებია; ცხვირი გასწითლებია; მისი დარდია, მუცელი გაიძღოს, ღვინით აივსოს, გამხიარულდეს, სიმღერა შემოსძახოს, დრო გაატაროს. უკანასკნელად ვცადე. შეველ ერთს ეკლესიაში, იქნება, იქ ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი. საკურთხეველში დავდექი. წირვას მღვდელი უსულგულოდ ასრულებდა; წმინდა საიდუმლოს მიღების დროს სხვებს ემუსაიფებოდა. იცინოდა კიდეც. ეს კი ვერ მოვითმინე...

არა, ძმებო, ეს არ ვარგა. როგორ დაგვიხუჭავს თვალები? ამისთანა სამღვდელოება თავზე როგორ დაგვისვამს? ხმა ამოვიღოთ; მოვითხოვოთ სამღვდელოების განახლება. ვიყოლიოთ მართლა მოძღვარნი, მართლა სასუფევლის გზის მაჩვენებელნი, და არა გზის ამრევნი; მართლა სულიერნი მამანი, და არა ბიწიერნი სამსახურის კაცნი; მართლა კეთილი ცხოვრებისანი, და არა მძიმე ცოდვებით დატვირთულნი. მაშ, შევუდგეთ სამღვდელოების გასუფთავებას! ხმა, ხმა! ეკლესიას მარტო მღვდელნი კი არ შეადგენენ, არამედ ერნიცა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat