ქრისტეს შობით ჩვენთან მარადისობა მოვიდა
ქრისტეს შობით ჩვენთან მარადისობა მოვიდა
უდიდესი სიხარულის მომგვრელია ქრისტეშობის დღესასწაული. ამ დროს ქრისტიანები, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყაროში ყველაზე დიდ სასწაულს იხსენებენ, განიცდიან, ზეიმობენ.

რა არის მიზეზი ესოდენ დიდი სიხარულისა, რა მოხდა ორი ათასი წლის წინ ბეთლემში?

სამყაროს შემოქმედი ტრანსცენდენტული, სამყაროსმიღმიერი, შეუცნობელი, დაუსაბამო, ყოვლისშემძლე, პიროვნული არსება ანუ ღმერთია. ღმერთი ერთია არსებით, მაგრამ არა მარტომყოფი. იგი სამპიროვნებაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ზეაღმატებული სახელია სიყვარული.

რაკი ყოველივეს შემოქმედი პიროვნული არსებაა, ამიტომ ყოფიერების საწყისი პიროვნებაა. ყოფიერების გვირგვინიც ადამიანი, პიროვნებაა. ადამიანის ურთიერთობაც თავის შემოქმედთან პიროვნებათა ურთიერთობაა. ქრისტიანული ცხოვრებაც, ცხონება-გადარჩენაც სწორედ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაში მოიაზრება.

მაგრამ პიროვნება ბუნების მიერ არსებობს, ღვთაებრივი ბუნება კი ტრანსცენდენტული და ამიტომ მიუწვდომელია. პირველი ადამიანისთვის, ადამისთვის, დაცემამდე ღმერთი იმანენტურიც, შეცნობადიც იყო თავის ღვთაებრივ ენერგიებში (ცხადია, იმდენად, რამდენადაც ქმნილებას შეეძლო მისი შეცნობა). ამდენად, პიროვნული ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანს შორის ამ უკანასკნელის ცოდვით დაცემამდე განუზომლად მეტად იყო შესაძლებელი, ვიდრე დღეს. ამჟამად, ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ, ღვთის ტრანსცენდენტულობისა და ადამიანური ბუნების ნაკლოვანების გამო, ღმერთთან ადამიანის პიროვნული ურთიერთობა შეუძლებელი გახდა. არც დაზიანებულ ადამიანურ ბუნებას შეუძლია ღვთაებრივი ბუნების წიაღში ყოფნა. ყოველივე ამის გამო ცხონება ანუ ადამიანის მარადიული ყოფნა ღმერთთან, ე.ი. მარადიული მკვიდრობა სიცოცხლეში შეუძლებელი გახდა.

ადამიანი, როგორც პიროვნული, უკვდავი, თავისუფალი არსება, არ არის ამა სოფლის მოქალაქე. იგი ვერ კმაყოფილდება არსებობით, ანუ ამ სამყაროში ბიოლოგიური ცხოვრებით. მას ბედნიერებას მხოლოდ სიცოცხლეში შესვლა მოუტანს. სიცოცხლე კი, ანუ ბედნიერება და მარადიულობა, მხოლოდ ღმერთშია, რომელთან ურთიერთობაც ადამიანს არ შეეძლო.

მდგომარეობა მართლაც რომ უნუგეშო იყო.

მაგრამ ღმერთი ხომ სიყვარულია, თანაც - ყოვლისშემძლე. და აი, სამყაროსმიღმიერი, ყოვლადძლიერი, უსასრულო არსება სამყაროში შემოაბიჯებს - უბიწო ქალწულისგან იღებს ჩვენსავით უძლურ, დაზიანებულ ადამიანურ ბუნებას და ყოველი გონიერი არსებისთვის (ანგელოზებისა და ადამიანებისთვის) ხილული ხდება.

ამ უდიდეს, სიყვარულით გამსჭვალულ სასწაულს ღმერთი უდიდესი თავმდაბლობით იქმს. იშვება არა მაშინდელი ცივილიზაციის ცენტრში - რომში, არამედ პროვინციაში, იუდეაში; იქაც - არა დედაქალაქ იერუსალემში, არამედ პატარა ქალაქ ბეთლემში; არა როგორც იმპერატორი, არამედ ვითარცა ღარიბი ხუროს შვილი; არა დიდებულ სასახლეში, არამედ ბაგაში, არა ძვირფას ქსოვილებში, არამედ უბრალო ჩვრებში გახვეული. მაგრამ მისი ასე უპატიოდ მოსვლა არა მარტო ღვთაების ერთ-ერთი თვისების - სიმდაბლის - გამოვლინებაა, არამედ ჩვენი, ადამიანების უსიყვარულობის, დაცემულობის, ღვთისმოძულეობის შედეგიცაა.

განკაცებული ღმერთი თავიდანვე უარყოფილი აღმოჩნდა ადამიანთაგან - ცხოველთა სადგომში იშვა; მერვე დღეს ტკივილი მიაყენეს - წინადაცვითეს; ჯერ კიდევ ჩვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და წმინდა ოჯახს ეგვიპტეში გაქცევა აიძულეს. მისი არავის ესმოდა: არც თანამოქალაქეებს, არც თანაშეზრდილ ძმებს (იოსების შვილებს), არც ისრაელის პოლიტიკურ და სულიერ ელიტას, არც განათლებულ საზოგადოებას. ბოლომდე უახლოესი მოწაფეები და თვით მოციქულებიც ვერ უგებდნენ. ადამიანთა უდიდესმა უმრავლესობამ არ მიიღო ადამიანად მოსული ღმერთი, განკაცებული სიმართლე, ხორცშესხმული სიყვარული. კაცობრიობამ უარყო და მოიძულა უფალი, არ მოუსმინა, გული ატკინა, ცილი დასწამა, უარყო და საშინელი შეურაცხყოფითა და სისასტიკით მოკლა.

ადამიანის ბუნება ყოვლადწმიდა სამების, ერთარსება, სამპიროვნება ღმერთის, მეორე პირმა - ძემ - მიიღო. ძე ღმერთი მამა ღმერთისა და სულიწმიდის თანაარსი, დანადაუსაბამოა. სამყარო შექმნა ძემ მამის ნებით და როცა გამოხსნის ჟამი დადგა, თავად შემოქმედი მოვიდა ჩვენს გამოსახსნელად. ძე ღმერთის პიროვნებამ ზოგადადამიანური ბუნება, ადამიანური ხორცი და სული მიიღო. იგი არ გამხდარა ადამიანური პიროვნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების მიღმა არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი პიროვნება - ძე ღმერთი - იყო. ეს კი ნიშნავს, რომ იესო ქრისტესთან ურთიერთობით თავად სამყაროს ტრანსცენდენტული შემოქმედის - ძე ღმერთის - პიროვნებასთან გვაქვს ურთიერთობა.

რაკი ცხონება, სასუფევლის დამკვიდრება ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაში მოიაზრება და რაკი ამ ურთიერთობის შესაძლებლობა მთელი სისავსით მხოლოდ ძე ღმერთის ადამიანად მოსვლის საშუალებით მოგვეცა, მტკიცედ შეგვიძლია, ყველას წინაშე დავამოწმოთ, რომ ქრისტიანობა ერთადერთია რელიგიათა შორის, რომელიც ღმერთთან პიროვნული ერთობის საშუალებას ანუ ცხონების საშუალებას იძლევა; რომ ქრისტიანობაა ერთადერთი, უშუალოდ ღვთისგან მოცემული ნამდვილი ცოდნა. ქრისტიანობაა ერთადერთი ჭეშმარიტება. როცა ადამიანები იესო ქრისტეს ადამიანურ სულსა და ხორცს ეხებოდნენ, ამით ძე ღმერთს ეხებოდნენ; როცა ცილს სწამებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ტკივილს აყენებდნენ და ტანჯავდნენ, ამას ყოველივეს ძე ღმერთს უკეთებდნენ; იესო ქრისტეს ჯვარცმით თავად ღმერთი მოკლეს.

ქრისტეს ჯვარცმით კაცობრიობამ საშინელი დანაშაული ჩაიდინა. თითოეული ჩვენგანი, როგორც კაცობრიობის ნაწილი, პასუხისმგებელია ამ საშინელ დანაშაულზე. ქრისტეს მკვლელობით განცხადდა ზოგადად ადამიანთა მოდგმის და, აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის უღმერთობა. მაგრამ, მეორე მხრივ, ქრისტემ უზნეობა, უსამართლობა, უღვთობა ჩვენნაირი უძლური ადამიანური ბუნებით დაამარცხა, უღმერთობით გაუწმინდურებული ადამიანური ბუნება ღვაწლით განწმინდა და ამით ადამიანურ ბუნებას ღვთაებრივთან ყოფნის საშუალება მიანიჭადა ამგვარად უდიდესი ადამიანური ბოროტება - ღვთის მკვლელობა - ადამიანისავე გამოხსნის, გადარჩენის საშუალებად აქცია.

სამყაროს შემოქმედმა ძე ღმერთმა ადამიანური ბუნება შეურევნელად და მარადიულად მიიღო. ე. ი. თითოეულ ჩვენგანს პოტენციურად აქვს შესაძლებლობა მარადიული მყოფობისა ღმერთთან თვითმყოფადობის შენარჩუნებით. ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, იცხოვროს ღვთაებრივი ცხოვრებით, გახდეს ღმერთი მადლით, გახდეს ღვთის მსგავსი, იყოს ბედნიერი, ვითარცა ღმერთი...

ეს ყოველივე დაიწყო ორი ათასი წლის წინ. როცა პროვინციაში, ცხოველთა სადგომში, უბიწო ქალწულისაგან იშვა მაცხოვარი...

ქრისტეს შობით ჩვენთან ღმერთი მოვიდა და ჩვენ შეგვიძლია, ღმერთშემოსილები გავხდეთ;

ქრისტეს შობით ჩვენთან სიკეთე მოვიდა და ჩვენ შეგვიძლია კეთილნი გავხდეთ;

ქრისტეს შობით ჩვენთან მარადისობა მოვიდა და ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ მარადიულნი ვართ;

ქრისტეს შობით ჩვენთან ბედნიერება მოვიდა, ჩვენ შეგვიძლია, თავადაც გავხდეთ ბედნიერნი და სხვებიც გავაბედნიეროთ...

და ჩვენ, მადლიერნი, ვითარცა ანგელოზნი ქრისტეშობის ბრწყინვალე ღამეს, ვუგალობთ უფალს:

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, ამინ.

მღვდელი
თეოდორე (გიგნაძე)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat