"უფალო, ჟამსა მოკლებისა ძალისა ჩემისასა ნუ განმაგდებ მე"
"უფალო, ჟამსა მოკლებისა ძალისა ჩემისასა ნუ განმაგდებ მე"
სახარებაში ვკითხულობთ: ,,სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყმელს და წახვიდოდი, სადაც გსურდა. როდესაც მოხუცდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს" (იოანე 21,18).

გაივლის ჩვენი ცხოვრების გაზაფხული და მოახლოვდება მკათათვე. გაგვითეთრდება თმა, დაგვინაოჭდება სხეული, დაგვეშრიტება ძალები, შეგვიმოკლდება ამქვეყნიური ცხოვრების დღენი... "ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ათასგვარი ტვირთი ახლავს და ის სიკვდილით მთავრდება. წლითიწლობით მსხვერპილი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასიამოვნო გასეირნებად გეჩვენებოდა, გრძელი და რთული ხდება და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შეძლებ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება საყვარელ კერძებზე. ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის დღითიდღე სულ უფრო ძვირი უნდა გადავიხადოთ" (ჰერმან ჰესე). ჭეშმარიტად, შიშის მომგვრელი განსაცდელია ყოველგვარი სნეულება და ათასნაირი ტკივილი, სიბერეს რომ ახლავს.

"უფალო, ჟამსა მოკლებისა ძალისა ჩემისასა ნუ განმაგდებ მე", - დავით მეფსალმუნის ამ სიტყვებში გამოკრთის სიბერის და, შესაბამისად, დაუძლურების შიში. სწორედ ამ შიშის დაძლევას ემსახურება ქალაქ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა # 39-ში არსებული წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მოხუცებულთა სახლი. ამ მშვენიერ, სამსართულიან, ვარდისფერ შენობაში ეს დაწესებულება მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) კურთხევით დაარსდა 1994 წელს. ვესაუბრეთ ამ სახლის დირექტორს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს.

- როცა მძიმე სოციალური ფონი შეიქმნა, სახელმწიფოს გაუჭირდა მოხუცების მოვლა. ამ კეთილშობილური საქმის დაფინანსება ეკლესიამ ითავა. უშუალოდ მეუფე დიმიტრისა და მამა დავითის ხელმძღვანელობით, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლმა იკისრა მოხუცების მოვლის საქველმოქმედო საქმე. საშინელი მდგომარეობა იყო თავდაპირველად, მოხუცებს ლუკმა ენატრებოდათ და რომ არა ეკლესიის ზრუნვა, შესაძლებელი იყო, დაღუპულიყვენენ. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ეს მოხუცებულთა სახლი არსებობს უკვე 50 წელია. შენობა კომუნისტების დროს აშენდა. ეკლესიამ მიხედა აქაურობას, მერე ბათუმის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა ჩვენი სახლი და ბოლო 5 წელია, საპატრიარქოც სანახევროდ მონაწილეობს მის დაფინანსებაში.

ახლა ჩვენთან ცხოვრობს 115 მოხუცი, რომელთაგან 70 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ ითვლება. ჩვენს სახლში არის პანსიონური სისტემა - მოხუცები დღედაღამ აქ ცხოვრობენ. აქვთ ნება, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სახლიდან თავისუფლად გავიდნენ. ჩვენს სახლში მცხოვრებთაგან ცოტაა მარტოხელა. უფრო მეტი არიან ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოსულნი და სოციალურად დაუცველნი.

სახლში მიღება ასე ხდება: მოხუცი უნდა იყოს უპოვარი, სოციალურად დაუცველი, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც, რომელსაც ვითვალისწინებთ. არიან ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მოსულნი, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეში იყო. ზოგმა სასოწარკვეთილების გამო თვითმკვლელობაც სცადა. ასეთ შემთხვევაში ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა, დაეხმაროს და ნუგეში სცეს ადამიანს.

ჩვენი სახლი სამედიცინო ტიპის დაწესებულებაა. გვყავს 2 ექიმი და 8 ექთანი, რომელნიც მორიგეობით მუშაობენ. აქვე ტარდება მცირე მანიპულაციებიც, რაც გულისხმობს გადასხმებს, დიაგნოსტიკას, კარდიოლოგისა და ნევროპათოლოგის მომსახურებას და ა. შ. ჩვენი სახსრებით, გარკვეულწილად, შექმნილია სამედიცინო ბაზაც (მაგალითად, გვაქვს კარდიოლოგიის აპარატი), სადაც მოხუცს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს პირველი დახმარება და დაესვას დიაგნოზი.

მოხუცების გარდაცვალების შემთხვევაში ვატყობინებთ მათი ოჯახის წევრებს ან ნათესავებს, რომლებიც ზრუნავენ დაკრძალვაზე. მარტოხელებს კი ქალაქ ბათუმის მერია კრძალავს. გვინდა, ქალაქის ახლოს გვქონდეს სასაფლაოს მიწა, სადაც შემდგომში თავად მივაბარებთ მიცვალებული ხანდაზმულების ცხედრებს.

ჩვენი მოხუცებულთა სახლი წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობისაა, აქვეა ამავე წმინდანის სახელობის სამლოცველო, სადაც მოხუცები ეზიარებიან სულიერ საზრდოს.

რა თქმა უნდა, მოხუცების ცხოვრება, მით უმეტეს, ოჯახის გარეთ, გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. ამიტომ გვყავს ფსიქოლოგებიც. მე, როგორც მოძღვარს, მღვდელმსახურსა და დირექტორს, მიწევს სტრესის გადამუშავების საკითხზე ფიქრი, თუ როგორ წარვმართო მუშაობა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, პირველად მოსულ მოხუცს (განსაკუთრებით ოჯახიდან მოსულს) უჭირს შეგუება სხვა გარემოსთან. შემდგომ კი, როცა იგრძნობს სითბოსა და სიყვარულს, თავისთავად, ეს გარემო უფრო მშობლიური ხდება მისთვის და აღარ უჩნდება სურვილი შინ დაბრუნებისა.

თანამშრომლებს მხოლოდ მატერიალური ანაზღაურების (ჩვენთან უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულებებში) სურვილი არ ამოძრავებთ. ჩვენთან დამკვიდრებულია ერთი ოჯახის პრინციპი. პრობლემებს ერთად განვიხილავთ და ვწყვეტთ.

მოგეხსენებათ, მოხუცის მოვლა-პატრონობა არაა იოლი.Eეს მთელი მეცნიერებაა, რომელიც გერმანელებს კარგად აქვთ ჩამოყალიბებული და დანერგილი. ამიტომ გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოგვყავს სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს მოწყალების დებს ასწავლიან მოხუცის მოვლის სპეციფიკას, როგორ უნდა მოექცე ხანდაზმულ ადამიანს, როგორ მოუარო, გადააადგილო და ა. შ. მაგალითად, როდესაც წელში გამართული ესაუბრები დავრდომილს და მასთან ახლოს არ გაქვს სახე მიტანილი, ამ დროს მას ჰგონია, რომ შენ ის გეზიზღება. ანუ ყოველთვის წელში მოხრილი უნდა ესაუბრო ხანდაზმულს, რათა აჩვენო, რომ გიყვარს, არ გეზიზღება; ამ დროს უფრო ძლიერია მისგან წამოსული ნდობის ფაქტორიც. ერთი სიტყვით, მომვლელი მოხუცმა უნდა მიიღოს და ეს ადამიანური რესურსი, თავისთავად, ყველაზე მეტად ეკლესიას აქვს დაუნჯებული თავის წიაღში.

გვინდა გავფართოვდეთ და საამისოდ გვჭირდება ფინანსები. ყოველდღიურად მოდის ბევრი გაჭირვებული ადამიანი. ამიტომ დახმარება ვთხოვეთ ქალაქის მერიას. იმედია, შევთანხმდებით. პირველ რიგში გვჭირდება შენობა და მისი სპეციფიკური მოწყობა, რაც ითვალისწინებს ფუნქციური ლოგინების შეძენასაც. ეს არის ძალიან დიდი საღვთო საქმე და ვინც გვერდით დაგვიდგება, უფლისგან მადლს მოიხვეჭს.

სახლში გვაქვს კერამიკის სახელოსნო, სადაც მოხუცებულები ფუნქციურად არიან დატვირთულნი. ძალიან კარგი მხატვარი ასწავლის მოხუცებს ხატვას და ძერწვას. ხანდახან ვაწყობთ გამოფენებს. ასე რომ, ხანდაზმულებს გარკვეული ფუნქციაც აქვთ და წარმატებებსაც აღწევენ ამ საქმეში.

ამ სახლში სტუმრობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სიბერის შიში არ უნდა გვქონდეს, რადგან სიბერე დაბრუნებაა ბავშვობაში, ოღონდ შთაბეჭდილებებით, ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრებული. ბავშვს გრძნობათა განსაკუთრებული სინატიფე გამოარჩევს, რომელსაც ნელ-ნელა კარგავს, მერე ეს სინატიფე კვლავ უბრუნდება ადამიანს. ასე რომ, ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების ყველაზე ძვირფასი წევრები არიან. მეტიც, საზოგადოების განვითარების გასაღები სწორედ მათშია დაუნჯებული. თუკი მოხუცებს თავიანთი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მივცემთ, ეს ჩვენს საზოგადოებას დიდ სარგებლობას მოუტანს.

უხუცესის პატივისცემა ყველა კულტურულ ქვეყანაში იციან, მით უმეტეს - ჩვენში. ამ ტრადიციის დაკარგვა არ შეიძლება. სიყვარული, თანადგომა, უფროსის პატივისცემა - ის ღირებულებები, რომლებზეც დგას სამყარო, მარად უცვლელი რჩება.

სიბერე საუკეთესო დროა განვლილი ცხოვრებისთვის თვალის გადასავლებად და შესაფასებლად. სიკვდილის მოლოდინი სულ უფრო მეტად განმსჭვალავს მოხუცის არსებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ჩვენ მოვექცევით ჩვენს მოხუცებს, ისევე მოგვექცევიან ჩვენი შვილები.Dდა თუ დღესვე არ ვიზრუნებთ მათზე, ხვალ უკვე გვიან იქნება.

წერილს დავასრულებ გერმანელი მწერლის, ჰერმან ჰესეს სიტყვებით: "სიბერესთან ძნელია შეგუება, მაგრამ სამწუხარო იქნებოდა, მასში მარტოოდენ დაკნინებისა და დაცემის პროცესი რომ დაგვენახა, მისი კარგი მხარეები, უპირატესობა კი ვერ შეგვენიშნა... აქ, მოხუცთა ამ ბაღში, უამრავი ყვავილი ყვავის. უფრო მომთმენნი, მშვიდნი, შემწყნარებელნი ვხდებით, და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება გვაქვს, ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას... ზოგჯერ - თანადგომითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ - სიცილით, ნათელი სიხარულით, იუმორით..."

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat