სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, თანამედროვე კაცობრიობას სიმშვიდე აკლია. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა,
დღესასწაული მიულოცა და სიმშვიდისა და სიხარულის შესახებ იქადაგა.
"ამაღლების დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა აკლია კაცობრიობას, რა გვაკლია ჩვენ. ზოგი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე, ზოგი - სულიერზე. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად კაცობრიობას აკლია სიმშვიდე და სიხარული", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა სახარებიდან ის ადგილი მოიშველია, სადაც საუბარია უფლის ამაღლების შესახებ- იესო ქრისტემ ბეთანიისკენ წაიყვანა მოციქულები, აკურთხა ისინი და ზეცად ამაღლდა. პატრიარქის თქმით, მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში, ერთი მხრივ, მოციქულები დამწუხრებული უნდა ყოფილიყვნენ ამ ფაქტის გამო, რომ მაცხოვარმა ისინი დატოვა, მაგრამ სახარებაში წერია, რომ ისინი დაბრუნდნენ "დიდისა სიხარულითა", რადგან ახსოვდათ უფლის სიტყვები, რომ არასოდეს არ მიატოვებდა მოციქულებს. პატრიარქი მიიჩნევს, რომ უფლის ეს ნათქვამი არა მხოლოდ მოციქულებს, არამედ ჩვენც გვეხება.
"როცა ვამბობთ - "ჩვენთან არს ღმერთი", ამით სწორედ ამას ვაღიარებთ. მადლობა უფალს, რომ ჩვენთან არის ღმერთი და მეორე, რაც აკლია კაცობრიობას, ეს არის სიმშვიდე, გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიმშვიდე. სიმშვიდე თუ იქნება, უფალი ჩვენთან იქნება. ამიტომ, მიმართავდა მოციქულებს უფალი ყოველი შეხვედრისას "მშვიდობა თქვენთანა". როდესაც ადამიანში ღვთის მშვიდობაა, მასში სიყვარული და სიხარულია. სიხარული მოდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, წამს და უყვარს უფალი. ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე იყოს თქვენს სახლებში. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ეს წესი ყველამ უნდა დანერგოს და თუ ვინმე ხმამაღალი სიტყვით მიმართავს, თავად სიმშიდით უპასუხოს. "სადაც სიყვარული არ არის, იქ სიძულვილია", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი