დიდი პარასკევი და ქართველი მამები
დიდი პარასკევი და ქართველი მამები
მე მოვკვდი თქვენთვის, რათა თქვენც მოკვდეთ ცოდვისათვის
დიდსა პარასკევსა. სულო ყოვლადწმინდაო, შემეწიე ნეკრესელსა ამვროსის!
...ღვთის სახიერებითმა კაცთ-მოყვარებამა კაცის გონებისაგან მიუწვდომელი სამი საქმე მოიგონა ადამის გამოხსნისთვის.

პირველი საკვირველი მოგონება ესევითარი, რომ ვინ იხილა და ვინ სცნა და ვინ გამოიგონებდა ამასა, რომე, ღმერთი უხილავი, დაუსაბამო, და დაუსრულებელი, ქვეყანაზედ გარდამოსრული, ხორცშესხმული, განკაცებული და დასაბამი ერისა, კაცებისა მიმღებელი. მეორედ, მოწყალება ესევითარი, რომე, ვინ სცნა, და ვინ მოიგონებდა კაცის ბუნების ჯოჯოხეთიდამ აღმოყვანებასა, და ეშმაკის ხელთაგან გამოხსნასა. ეს ხომ გამოცხადებულია, რომ ტყვეობასა და შეპყრობაში იყო.

და მესამედ, რომ ვისგან შეიძლებოდა და ვინ მოიგონებდა, რომე, ღვთისა განკაცებულისაგან ჯვარცმითა და სისხლის დათხევით გამოიხსნებოდა ადამ შვილითურთ. და ზეცას სასუფეველსა შინა აღიყვანებოდა ვითარცა პირველივე დავით წინასწარმეტყველმა იღაღადა ვითარმედ: "აღხედ მაღალსა და წარმოსტყვევნე ტყვე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის". ეჰა, საკვირველი სამართალი, ეჰა, საკვირველი მოწყალება და საკვირველი მოგონება!

შეიკრა მართალი იესო და შეკრა ეშმაკი გუნდითურთ თვისით.

ესოდენ წყლულება და გვემა და ვნება მიიღო ჩვენის სიყვარულისათვის და ჩვენ განგვათავისუფლა მონებისაგან ეშმაკისა.

დაიდგა გვირგვინი ეკლისა თავსა ზედა საღმრთოსა და ჩვენ ზეცათა სასუფევლისა ნათელი დაგვადგა.

მოკვდა ჯვარსა ზედა ხორციელითა დამსჭვალვითა უფალი დიდებისა და მოკლა სიკვდილი, საუკუნოდ წარმწყმედელი ჩვენი.

შთავიდა ჯოჯოხეთად განმაცხოველებელი ღმერთი ჩვენი. შეიძრა და შეაძრწუნა ჯოჯოხეთი და უპყრა ყოვლადძლიერი მარჯვენა და ადამ აღმოიყვანა შვილითურთ.

აღდგა მკვდრეთით და გამოვიდა საფლავით და შეაძრწუნა მცველნი მუნ მდგომარენი ჰურიანი და ამაღლდა ზეცად და თანა აღიყვანა ბუნება კაცთა დიდებასა შინა სასუფეველისასა. ოჰ, ოჰ, დიდება ესოდენსა საკვირველსა სამართალსა და მოწყალებასა!

ხომ გავიგონეთ, საყვარელნო ქრისტეანენო, ღვთისა მიერი ესოდენი კაცთმოყვარება ჩვენ ზედა; ხომ დავინახეთ, რომ რაც მოგახსენეთ, ესე ყოველივე აღასრულა ჩვენის სიყვარულისთვის?

მაგრამ ახლა ჩვენ რა გვმართებს და რა ნაცვალი მივაგოთ ჩვენთვის ჯვარცმულ იესოს და რა კეთილი დავანახოთ. ასეთი რა შეგვიძლია, რომ იმისმა კაცთმოყვარებამა და სიტკბოებამა ჩვენი სიყვარულისთვის ეგოდენი სატანჯველი დაითმინა, რომ ამის მაგიერი შევიძლოთ რამ? არც ერთი ჭეშმარიტად არა შეგვიძლიან რა, ამის მეტი, რომ ცოდვაზედ ხელი ავიღოთ...

შილდის სამწყსოთა თვისთა მიმართ, წილკნელ, მანგლელყოფილის ნეკრესლის ამვროსისა დღესა დიდსა პარასკევსა. უჟზ
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამენ.

კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო! დღეს ამას საშინელსა დღესა ჩემი გონება ასე ხედავს, რომე თუმცა დღე არის, დღე ქრისტიანობის ნუგეშინის-ცემისა, და ღვთის მადლობით ღაღადებისა, ვინათგან კაცობრივი ბუნება, და ჩვენი დაცემულება, დღეს ამ დღეს გამოიხსნა საუკუნოს პყრობილებისა და ეშმაკისა და ჯოჯოხეთისაგან; მაგრამ რაგვარადაც ერთს მამასა რომ თავისი საყვარელი შვილები საპყრობილეში სადმე დატყვევებული და შეპყრობილი ვისგანმე ჰყვანდეს და სხვა ღონე მეტი არ იყოს იმათის გამოხსნისა, მანამდის იმ მამამ თავისი თავი იმათის გამოხსნისთვის სისხლის დათხევით და სასიკვდილოდ არ გარდასდვას. ოჰ, იმის შვილებისაგან რა დასამადლებელი და სათაყვანისსაცემელი არის ეს ამისთანა მოწყალება მამისა მათისაგან!

და ჩვენც ასე გავსინჯოთ უფლისა იესოს ესოდენის ვნებითა და სივდილითა ჩვენის გამოხსნისა ჯოჯოხეთისა და ეშმაკის ხელისაგან; მაგრამ ჩვენგანაც ეს დღე ცრემლით და გულისტკივილით მოსაგონებელი არის, რომ ესე ყოველივე ჩვენის სიყვარულისთვის თავსიდვა და დაითმინა.

კიდევ ამასთან, რა საგონებელი და ჩასაგდებელი მიმსგავსება არის, ჩვენნი საყვარელნი მამანი და ძმანი, და ანუ საყვარელნი შვილნი ვინც მიგვეცვლებიან, როგორის გულის ტკივილით და ცრემლით მოვიგონებთ. ვკვნესით და გული ამოგვიჯდება, და ამის ჩვენგან განშორებისათვის და მიცვალებისთვის ვსტირით და ვიგლოვთ, და მწუხარებიანის გულით მოვიგონებთ: ვაიმე, ჩვენნო მამანო, მამათ შვილნო საყვარელნო! ჰააა, ეს უფრო და და ამის უმეტესად უფრო მოსაგონებელი არის ჭეშმარიტად, რომ ჩვენის სიყვარულისთვის ჯვარცმულს იესოს დავინახავთ და იმის ეგოდენს სატანჯველებსა და საშინელად დაწყლულებულსა და გვემულს განვიცდით.

და მერმე იმის წმიდა და უხრწნელად მშობელს დედას მარიამსაც მივხედავთ, თუ ვითარ იგლოვს თავის მხოლოდ შობილსა ძესა, და იმისგან ნაზად და სუფთად ტკბილად წოვნილის ძუძუთ აღზრდილს შვილსა, და ახლა აგრე დაწყლულებით და უწყალოდ ცემით, გვემით, და მიწაზე თრევით, და სისხლის დენით თვალით დანახვას ითმენს.

მაშ, დღეს, საყვარელნო, ჩვენც დღეს იმასთან თვითო ცრემლი უნდა ჩამოვაგდოთ, და ჩვენც დღესიმასთანა, ამასთანას გლოვაზედ ჩვენც უნდა გული შევიტკიოთ.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)

სიტყვა ჯვარცმის გარდამოხსნასა ზედა "და მუნ ჯვარს აცვეს იგი" (ლუკ. 23,32)
ყოველნი წიგნნი საღმრთოისა წერილისანი რომ დაიკარგოსო, იტყვის დიდი წმინდა მამა ბასილი, მაშინ ერთი მხოლოდ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ცხოვრება, ვნება და სიკვდილი საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, რაი არს ქრისტიანობა. გოლგოთის ჯვარზედ აღწერილი არის ყოველი, რაიცა საჭირო არის ჩვენთვის ცნობად ღვთისა და ჩვენი თავისა. ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგულ-ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი დაცემა და აღდგინება, ცოდვა და მადლი, მართლ-მსაჯულება და მოწყალება - ეს ყოველი წაიკითხება ჯვარსა ზედა. ჯვარი არის სასწავლებელი, იტყვის ნეტარი ავგუსტინე, სადაცა მასწავლებელი უსიტყვოდ გვასწავლის ჩვენ ძელითგან, რომელსა ზედა დამოკიდებულია. გარნა ამასთანავე იგივე ჯვარი არის ჩვენი სამსჯავრო.

ჯვარი მაცხოვრისა არის ჩვენი სასწავლებელი. გოლგოთის ჯვარი, თუ ჯეროვნად ვუმზერთ მასზედა ჯვარცმულსა, გვასწავლის ჩვენ:

ა) სრულსა მოთმინებასა. რა მოთმინებით მიიღო უფალმან თვით უსაშინელესი ტანჯვანი, ამას კაცის გონება ვერ წარმოიდგენს. იგინი იყვნენ არა თუ მარტო ხორციელნი, არამედ ცალკე სულიც მისი იტანჯებოდა, სხეული მისი თავიდან ფეხამდი იყო გვემული, დახვრეტილი, გასისხლიანებული თავი ეკლის გვირგვინითა, გვერდი ლახვრითა, ხელნი და ფერხნი ლურსმებითა, მთელი სხეული ჯოხის ცემითა. ყოველნი მისნი თვით უმცირესნი ასონი, სახსარნი, ძარღვნი იყვნენ ანთებულნი, გაჭიმულნი. ჩვენ რომ ერთი რომელიმე ასო ფრიად აგვტკივდება, მთელი გვამი იტანჯება და გვტკივა. მაცხოვარს კი აღარც ერთი უმცირესი ასო დარჩენია მთელი, ყოველი ასო შიგნით და გარეთ სტკივოდა. ამისთანა მდგომარეობა კაცის სხეულისა, რასაკვირველია, მის სულსაც გასტანჯავს.

გარნა სულსა მაცხოვრისასა სხვანი ჰქონდენ საკუთარნი წყარონი ტანჯვისა. გაიხსენეთ განკიცხვა, ნერწყვი, ყვრიმალს ცემა; გაიგონეთ სიტყვები: გიხაროდენ, მეუფეო ურიათაო! ანუ: აცადეთ, ვიხილოთ, თუ მოვიდეს მასთან ილია; ანუ კიდევ: სხვანი აცხოვნა, აცხოვნე თავი შენი; აჰა, რომელი ტაძარსა დაარღვევს და მესამესა დღესა აღაშენებს. ანუ წარმოიდგინეთ დანახვა წინაშე მისა მდგომარისა, მტირალისა დედისა მისისა და შეიტყვეთ, რომ არ იყო ქვეყანაზე ტანჯვა და ტკივილი, ვითარცა მისი. და ესრეთ თუ ვისმე თქვენგანსა ეწვიოს მწუხარება, სევდა, ტანჯვა, შეხედეთ ჯვარსა მისსა და ისწავლეთ მოთმინება.

ბ) ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმონენ! ანუ გაიხსენეთ, რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა. ხოლო დედასა თვისსა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა, მეტყველი: აჰა, ძე შენი! და იოანეს ეტყვის: აჰა, დედა შენი! რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გული, არ შეუძლია არ იგრძნოს ლმობიერება და სიყვარული შემხედველმა გოლგოთის ჯვარისა და გამგონემ ამათ სიტყვათა.

გ) ჯვარი გვასწავლის კიდევ, რათა ჩვენცა ჯვარს ვაცვათ ხორცნი ჩვენნი ქრისტესთან. სხვა გზით, გარეშე ჯვარისა, არ შეეძლო ქრისტეს გამოხსნა და ცხონება ჩვენი. არც ჩვენ შეგვიძლია, ძმანო ჩემნო, ვეზიაროთ მისსა მაცხოვარებასა, თუ ჯვარს არ ვაცვამთ ხორცთა ჩვენთა. ქრისტესთა მათ, იგი, ვინც ქრისტეს ეკუთვნის, ხორცნი მათნი ჯვარს აცვინ ვნებითურთ და გულისთქმით.

დ) ვისწავლოთ, აგრეთვე, ჯვარისაგან შეურაცხ-ყოფა სოფლისა და მისი დიდებისა. მაცხოვარი ეკიდა ჯვარზე, ვითარცა ერთი უკანასკნელი და უღარიბესი კაცთაგანი. უწინ მას ერთი წყვილი ტანისამოსი მაინც ჰქონდა: ახლა ისიც გაძარცვეს, ტიტველია. ახლა მას ეკუთვნის მხოლოდ ერთი ფიცარი, რომელზედაც დამოკიდებულია და ხმა მაღლად, თუმცა უსიტყვოდ, გვასწავლის: ნუ დაემორჩილებით სოფლის დიდებასა!

ე) ვისწავლოთ სიმდაბლე: თუ ოდესმე, ძმაო, გულში გაგიჩნდეს მაღალი ჰაზრი, თავხედობა, შეხედე ჯვარსა. რას დაინახავ? მას ზედ დამოკიდებულია დიდება ღვთისა! ჩვენ ისე ღრმად დავეცით, რომ ძე ღვთისა სისხლსა თვისსა ღვრის და კვდება ჩვენთვის.

ვ) ვისწავლოთ, აგრეთვე, შერიგება, მადლი, მშვიდობა. ჯვარსა ზედა ცხადად დაწერილ არს: არა ნებავს ღმერთსა სიკვდილი ცოდვილისა, არამედ რათა მოიქცეს და სცხოვნდეს. ხელით წერილი ცოდვათა ჩვენთა დაიხია! მაცხოვარს ხელები აქვს განპყრობილი, რათა მოეხვიოს ყოველთა ცოდვილთა, მონანულთა. დაუფასებელი სისხლი დაითხია ცოდვათა ჩვენთათვის, ავაზაკი ცხონდა. ხმამაღლა ქადაგებს ჯვარი: ყოველი კაცი მიიღებს ამიერ შენდობასა, მადლსა, მშვიდობასა, თუ მოიტანს სინანულსა.

გარნა, როგორც უწინ ვთქვით, ჯვარი არის ჩვენი სამსჯავროცა. ცოდვილი შემნანებელი ჯვარითგან მიიღებს უდიდესსა ნუგეშსა, ვინაითგან მაცხოვარმა ჭეშმარიტად ივნო და, შეგვარიგა ზეციერს მამასთან; გარნა შეუნანებელი ცოდვილისათვის ჯვარი არის საშინელი სამსჯავრო და სასჯელი. რას ეტყვის მაცხოვარი, როდესაც წარმოუდგება მას განუღვიძებელი ცოდვილი?

ა) მე თქვენ შეგიყვარეთ და თქვენ მომიძულეთ, მდევნიდით, მკიცხავდით, მგმობდით; თქვენ არ დააფასეთ ჩემი სიყვარული და მომაგეთ მე უმადურება; უმისოთაც ღირსი იყავით თქვენ სასჯელისა, ვითარცა ცოდვილნი, გარნა აწ ბრალი თქვენი უდიდესია, რადგანაც თქვენ შეურაცხ-ჰყავთ ჩემი განუზომელი სიყვარული. ვისაც არ განაღვიძებს ამისთანა სიყვარული, იგი ჯოჯოხეთისა არის.

ბ) მე თქვენთვის ვივნე, მე უბრალო ვიყავი, გარნა მივიღე ჩემს თავზე ცოდვა ყოვლისა კაცისა და ვიტვირთე მათთვის ყოველი სასჯელი. არსად, არაოდეს არ გამოჩენილა ასე ფიცხლად მართლ-მსაჯულება ღვთისა, არცა სამოთხეში, არცა წარღვნაში, არცა სოდომსა და გომორზე. თქვენზე, შეუნანებელ ცოდვილთა ზედა, იქმნება მსგავსივე ფიცხელი სასჯელი.

გ) მე შევწირე ჩემი თავი მსხვერპლად. ჩემი თავი მივეცი თქვენდა გამოსასყიდლად ცოდვისაგან, გარნა თქვენ მაინც შეიყვარეთ მონება ცოდვისა. თქვენ არაფერი შემომწირეთ მე, არცა გული, არცა ჰაზრი, არცა ერთი კეთილი საქმე. თქვენი კერპი, თქვენი ღმერთი იყო ვერცხლის სიყვარული, ანგაარება, ხორცის სიამოვნება; იმათ უკმევდით საკმეველსა, მათთვის იკლავდით თავსა; მათ შესწირავდით თქვენს თავს მსხვერპლად.

დ) მე დავათხიე სისხლი. ერთი წვეთი ჩემი სისხლისა საკმაო იყო განბანად მთელი თქვენის ცოდვისა. ადვილად შეგეძლოთ თქვენცა განთავისუფლება ცოდვათაგან, გარნა თქვენ არ უყურებდით ჩემსა ოფლსა, ჩემთა ცრემლთა, ჩემს სისხლსა. ახლა რომლისა სასჯელისა ღირსი არა ხართ თქვენ?!

ე) მე მოვკვდი თქვენთვის, რათა თქვენც მოკვდეთ ცოდვისათვის. გარნა არა შემხედველი ამისა, თქვენ არ მოკვდით ცოდვისათვის; ცოდვა ყოველთვის ცოცხალი იყო თქვენს შორის, ამისთვის თქვენ მიეცემით საუკუნოსა სიკვდილსა.

მე ვიქმენ დაფლულ; თქვენ კი, ნაცვლად მისსა, რომ დაგეფლათ ცოდვანი თქვენნი, მე დამფალით. აწ ჯოჯოხეთი იქმნება თქვენი საუკუნო საფლავი.

დასასრულ, ძმანო ჩემნო, ვისთვისაც ჯვარი ქრისტესი არ არის სასწავლებელი, მისთვის იგი გარდაიქცევა სამსჯავროდ, დასასჯელად. მეორესა საშინელსა მოსვლასა ქრისტე გამოჩნდება ჯვარითა თვისითა. მონანულნი, ცხონებულნი გაიხარებენ; ცოდვილნი იქმნებიან ზარ-განხდილნი, მოწყლულნი. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat