თუკი დღეს სიკეთეს სჩადით და ვერ ხედავთ ამ ქვეყნად მის საზღაურს, ნუ ინაღვლებთ, ლამპარი თქვენი ბრწყინავს ღვთის წინაშე
თუკი დღეს სიკეთეს სჩადით და ვერ ხედავთ ამ ქვეყნად მის საზღაურს, ნუ ინაღვლებთ, ლამპარი თქვენი ბრწყინავს ღვთის წინაშე
გთავაზობთ კალიფორნიის შტატში და ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების მღვდელმსახურის იღუმენ იოანეს (კავსაძე) ქადაგებას ჩვენს სინამდვილეზე.

"დღევანდელი სახარების საკითხავიდან, გარდა უფლის მიერ აღსრულებული სასწაულებისა, ჩვენ ვხედავთ ჩვენს სამწუხარო სინამდვილესაც... ეს ის სინამდვილეა, როდესაც ეშმაკისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ემთხვევა. რატომ მოხვედი ჩვენს სატანჯველად დროზე ადრეო, - ეშმაკეულნი ეუბნებიან მაცხოვარს. ადამიანებიც, და ამ შემთხვევაში - გერგესეველნი, ეშმაკთა მსგავსად დევნიან მაცხოვარს თავიანთი ქალაქიდან...

"მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესუისა და იხილეს და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან..."

დავაკვირდეთ, რატომ ეუბნებიან, - ჩვენი ქალაქიდან წადიო. მაცხოვარმა ხომ მათი ორი თანამოქალაქე - გერგესეველი ეშმაკეული - განკურნა, ღორის კოლტის დანთქმით კი უფალმა მათ საკუთარ სულებზე ზრუნვისკენ მოუწოდა...

გარდა ამისა, წარმართ მწყემსებს უკანონოდ ჰყავდათ იმ მხარეში კოლტი, ვინაიდან იქ იუდეველნი ცხოვრობდნენ და ისინი, როგორც ღვთის მართლმადიდებელი ერი, არაწმინდა ცხოველად თვლიდა ღორს, ამის გამო არ იყო სჯულიერი და მორალური მათი იქ გაჩერება...

ამიტომაც მატერიალური წაერთვათ მათ, რათა სულიერი შესძინებოდათ... რათა გაღვიძებოდათ...

ჩვენც ხომ მაშინ გვახსენდება ხოლმე უფალი და საკუთარი სულიც, როდესაც რაიმე საფასეს ან ქონებას ვკარგავთ? მერე ვუღრმავდებით ჩვენს თავს და ვიწყებთ გამოძიებას საკუთარ თავში (თუმცა ზოგიერთნი მაშინაც არ დაეძებენ არაფერს)...

ამიტომ სანამ გაგვაჩნია ამქვეყნიური საფასე, უნდა ვიზრუნოთ იმქვეყნიურზე, თუ ხილული სიკეთე გვაქვს, უნდა შევიძინოთ უხილავი სიკეთე, თორემ რაც გვაქვს, ისიც წაგვერთმევა. გახსოვთ ალბათ იგავი ტალანტებზე...

განა არ უნდა გახარებოდათ თანაქალაქელი ორი ეშმაკეულის განკურნება, რომელნიც არ ასვენებდნენ თავიანთი ბოროტებით? თან უფალმა სასწაული გერგესეველი მწყემსების თვალწინ აღასრულა.

იმის მაგივრად, მადლიერნი დარჩენილიყვნენ მაცხოვრისა, უჩივლეს - წადი ჩვენი ქალაქიდანო!.. უნებურად მახსენდება მაცხოვრის სიტყვები, რომლებიც ნაწინასწარმეტყველები იყო: "მომიძულეს მე ცუდად". ასეთი შემაძრწუნებელია ჩვენი სინამდვილეც.

ამ სოფლის სულს სძულს ღვთიური სული, სძულს ღვთიური სიყვარული.

ამიტომ იდევნება ღმერთი იმ საზოგადოებიდან, სადაც მხოლოდ მატერიალურზე არიან ჩაბღაუჭებულნი, სადაც მხოლოდ ამქვეყნიურ დიდებას მიელტვიან.

არ უნდათ კურნება, თავიანთი ღორი ურჩევნიათ.

დავაკვირდეთ: ღვთისათვის საყვარელ ადამიანებს, წმინდანებს, გენიოსებს თუ უბრალოდ ნიჭიერ ხალხს ხშირად ფართო საზოგადოებასთან როგორი კონფლიქტები და უთანხმოებანი აქვთ. ვინც ვერ უძლებს ამ სოფლის წნეხს, ისინიც ამ სოფლის შვილებად იქცევიან შემდეგ და ამ სოფელთან ერთად გასძახიან უფალს, - წადი ჩვენი ქალაქიდან, თავი დაგვანებეო... ხოლო ვინც კი უძლებს, ლოცულობს: - ღმერთო, მიხსენი და დამიცავი მე ჯერ ჩემი ახლობლებისაგან და შემდეგ მტრებისაგანო.

კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს - ვის გვინდა, რომ სათნო ვეყოთ - ამ სოფელს თუ უფალს, რომელიც საუკუნო სიცოცხლისა და სიხარულის წყაროა. გავიხსენოთ, როგორ გვმოძღვრავს უფალი, - იყავით სრულნი, როგორიც თქვენი ზეციერი მამაა; თუ ვინმემ პერანგი მოგთხოვოთ სამოსელიც გაატანეთ, თუ ვინმე გაიძულებთ, რომ ერთ მილზე გაჰყვეთ, ორზე გაჰყევითო...

ქრისტეს გავყოლოდეთ... ამინ!

ქადაგება ათ ქალწულზე
დღევანდელი სახარებიდან მოვისმინეთ იგავი ათი ქალწულისა, რომლებიც სიძის დასახვედრად გამოვიდნენ ლამპრებით. აღმოსავლური ტრადიციით: წყვილის შეთანხმების შემდეგ სადღესასწაულოდ შემოსილი სიძე, მეგობრებთან - მაყრიონთან ერთად, მიდიოდა საპატარძლოსთან სახლში, რომელიც საზეიმოდ გამოწყობილი, მეგობრების - მდადეების თანხლებით, ელოდა მას. ჩვეულებრივ, ეს ღამით ხდებოდა ხოლმე და ამიტომაც სასიძოს ხვდებოდნენ ანთებული ლამპრებით. ამის შემდეგ სასიძო და საპატარძლო, დღესასწაულის ყველა მონაწილესთან ერთად, შეძახილებით, სიმღერითა და მუსიკით, მიდიოდნენ სიძის სახლში, სადაც კარი დახშული ხვდებოდათ.

და აი, გამოვიდა ათი ქალწული მიგებებად სიძისა, ხუთი გონიერი და ხუთი სულელი... გონიერებს ლამპრების გასანათებლად საკმარისი ზეთი ჰქონდათ, ხოლო სულელებს - მცირე. მოვიდა სიძე. ხუთი გონიერი ქალწული სიხარულით მიეგება მას, რადგანაც ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, ხოლო სულელნი დაიბნენ, რადგან არც ზეთი ჰქონდათ საკმარისი და არც სინათლე და გონიერებს სთხოვეს, - გაგვიყავით ზეთიო... მაგრამ შეუძლებელი გახლდათ გაყოფა - სიძე ახლოს იყო და აღარ მოესწრებოდა... წადით, იქნებ მოასწროთ ზეთის ყიდვაო, - უთხრეს გონიერმა ქალწულებმა სულელებს, მაგრამ უკვე გვიან იყო...

ამ იგავით მაცხოვარმა კიდევ ერთხელ მიგვანიშნა ეკლესიურ ადამიანთა ხვედრზე. ათ ქალწულში იგულისხმება ხილული ეკლესიის სისავსე, რომელიც მოელის სიძის - ქრისტეს დედამიწაზე დიდებით გამოჩენას - იგულისხმება ის, ვინც მოელის წყალობას ღვთისაგან ამქვეყნად...

ხუთი გონიერი ქალწული გახლავთ ისინი, რომელთაც კეთილი ღვაწლი მოიმუშაკეს, სიცოცხლეშივე განამრავლეს სიყვარული და სიკეთე და ღირსნი გახდნენ უფალთან ერთობისა. ხოლო სულელებში უნდა ვიგულისხმოთ ისინი, რომელთაც მიიღეს ბეჭედი სულისა წმიდისა, მოინათლნენ ქრისტიანებად, მაგრამ ვერანაირი კეთილი საქმე ვერ აღასრულეს, მხოლოდ სიტყვით გახდნენ ქრისტიანები და ღვაწლი დაივიწყეს... რის გამოც ვერ შევიდნენ მექორწილეთა სიხარულში, უფალთან ერთობაში.

ყოველივე ეს ის პროცესია, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ქრისტეს ქადაგებიდან პირველ საუკუნეში და რომელიც, ფაქტობრივად, არის გარჩევა კეთილისა ბოროტისაგან. "მაშინ ორნი იქნებიან ველად, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება", - წერია სახარებაში, ანუ ერთი წარწყმდება და ერთი გადარჩებაო.

ე.ი. მხოლოდ ქალწულად წოდება, ანუ მხოლოდ ქრისტიანად წოდება ვერ გაუღებს სასუფევლის კარს ადამიანს. მას სათნოებანი უნდა ჰქონდეს მოხვეჭილი. ამისათვის იფხიზლეთ, რადგანაც არ იცით, სიძე როდის მოვაო, - გვაფრთხილებს მაცხოვარი.

წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ ზეთი, რომელიც საკმარისად ჰქონდათ გონიერ ქალწულებს, მადლის, სიყვარულისა და კეთილი საქმეების სიმბოლოა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი ღვაწლით და ღვთის წყალობით მოიპოვებს და რომელიც ბუნებრივ პიროვნულ თვისებად გარდაიქცევა ადამიანში, რის გამოც მისი ვინმესთვის გაყოფა შეუძლებელია. მაგალითად, თუ კეთილი ხარ და მშვიდი ბუნებით, შენს გვერდით მდგარ ბოროტს და მზაკვარს უცბად გადასცემ სიკეთეს? ანდა გახდება კი იგი უცბად კეთილი? ეს ხომ შეუძლებელია ისევე, როგორც შენი პიროვნული თვისების გაჩუქება. მათთვის შეუძლებელი გახდება უფალთან მყოფობა, რომელთაც ვერ ან არ შეიძინეს საღვთო მადლი თავიანთი შრომით და უფლის წყალობით...

ამიტომ არანაირი სიკეთე გაყინული და გაჩერებული არ არსებობს, ის სულ უნდა მიიწევდეს მაღლა და მაღლა, სულ ცეცხლივით უნდა ენთოს. თუ ჩვენ ყოველდღე არ ვთესეთ სიკეთე, თუ ყოველდღე არ წარვემატეთ, ძირს დავეშვებით, დაბნელდება, ჩაქრება ცეცხლი და გავიყინებით. სიკეთეში არ ვგულისხმობ მხოლოდ ვინმესთვის ფულის ჩუქებას, არამედ კეთილ სიტყვას, კეთილ საქმეს, წმინდა აზრებს, ლოცვას, მარხვას და ა.შ. ზარმაცთან ძნელად მიდის მადლი.

ამგვარად, რა არის მთავარი მოწოდება ჩვენი დღევანდელი სახარების საკითხავიდან? ის, რომ ჩვენს სულიერ ლამპრებში - ჩვენს არსებაში ყოველთვის გვქონდეს ზეთი კეთილსურნელოვანი, ზეთი სიყვარულისა და სიკეთისა, რათა ჩაუქრობლად ენთოს ჩვენი ლამპრები ღვთის წინაშე.

და თუკი დღეს სიკეთეს სჩადით და ვერ ხედავთ ამქვეყნად მის საზღაურს, ნუ ინაღვლებთ, რადგანაც სიკეთეს თუ აკეთებ, სიყვარულს თუ თესავ, ეს უკვე დიდი წყალობაა, დიდი მადლია თქვენზე, რადგანაც ლამპარი თქვენი ბრწყინავს ღვთის წინაშე.

ამიტომ დავეშუროთ ყოველგვარ სიკეთეს, ქრისტესმიერ საყვარელნო, რომელიც უფლის სიხარულში შეგვიყვანს. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat