როდესაც აღსარებაზე მოხვალთ, დადექით ქრისტეს წინაშე, რომელიც თქვენს აღსარებას ისმენს
როდესაც აღსარებაზე მოხვალთ, დადექით ქრისტეს წინაშე, რომელიც თქვენს აღსარებას ისმენს
სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა.

მთხოვეს, რამდენიმე ქადაგება წარმომეთქვა აღსარების შესახებ , რამეთუ ძალიან ბევრი ისე მოდის აღსარებაზე, რომ ნათლად ვერც წარმოუდგენია, რა ხდება ამ დროს.

დავიწყებ იმით, რაც ემართება აღსარებაზე პირველად მოსულ ბავშვს. უმეტესწილად, ბავშვს ან ჩანაწერი მოაქვს, ან აღსარებას ამბობს ყველა ცოდვაზე ან ნაკლოვანებაზე, ანდა იმის შესახებ, რაც მან გააკეთა ან არ გააკეთა; მაგრამ მისი ნათქვამიდან ნათელია, რომ ის მხოლოდ თავისი მშობლების სიტყვებს იმეორებს. როდესაც ბავშვს შეეკითხები:

- შენია ეს აღსარება? თუ ეს ყველაფერი დედამ ან მამამ გითხრა?

ის პასუხობს:

- არა, ეს ისაა, რაზეც დედა მუდამ მსაყვედურობს; მან მითხრა, რომ აღსარება უნდა ვთქვა და შენდობა მივიღო.

ასეთ აღსარებას ყოველთვის ვაჩერებ და ვეუბნები:

- შენ უნდა მითხრა (უფრო სწორად, მე კი არა, არამედ ქრისტე მაცხოვარს) ის, რისიც შენ გრცხვენია, ის, რაც შენს სულში, ცხოვრებაში, აზრებში, გრძნობებში კარგად არ არის, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ ამაზე სხვები.

იგივე შეიძლება ვუთხრათ ზრდასრულ ადამიანსაც, რომელიც აღსარებაზე მოდის სიით (ზოგჯერ ძალზე გრძელით) ცოდვებისა, რომლებიც მან ამოიწერა ლოცვანიდან ან ცოდვათა სიიდან, რომლებზეც წინა მოძღვრებმა მიუთითეს. ყოველთვის (ისევე, როგორც ბავშვთან) ასეთ მოზრდილ ადამიანსაც ვაჩერებ და ვეუბნები:

- ღმერთს შენთან შეხვედრა სჭირდება, პირადად შენთან შეხვედრა და არა იმ სიტყვების წარმოთქმა, რომელიც, შესაძლოა, კარგად არც კი გესმის, არამედ შენი პირადი აღსარება.

ზოგჯერ მოზრდილებიც და ბავშვებიც მეკითხებიან:

- მაგრამ როგორ მივუდგეთ ამას, თუ ლოცვანებს ან ცოდვების სიებს არ დავეყრდნობით?

ჩემი პასუხი ბავშვებისთვისაც, ზრდასრულებისთვისაც ერთი და იგივეა:

- მოდი, მე და შენ მეგობრობაზე ვიფიქროთ. საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს, ანუ ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს უწოდებ; რაიმე იცი მის შესახებ?

პასუხი უმეტესწილად ასეთია:

- დიახ, სახარებაში რაღაც წამიკითხავს, მოვისმინე ქადაგებები, ზოგიერთი საღვთისმეტყველო წიგნიც წავიკითხე.

- გიზიდავს ქრისტეს სახეც, რომელიც რომელიც მაშინ შენ წინაშე წარმოდგება? ისურვებდი მასთან შეხვედრას? ისურვებდი, რეალურად მისი მეგობარი და მოწაფე გამხდარიყავი? თუ ის შენთვის შორეულად რჩება?

თუ პასუხი ასეთია:

- არა, ქრისტე მომწონს; მის მეგობრობას, ახლო ნაცნობობას ვისურვებდი, - მაშინ ვსვამ შემდეგ შეკითხვას: - იცი კი, რა არის მეგობრობა?

ასეთ შემთხვევაში (ბავშვთანაც და მოზრდილთანაც) იწყება საუბარი, რომლის შედეგადაც ნათელი ხდება, რომ მეგობარი არის ადამიანი, რომელმაც ადამიანების უზარმაზარი მასიდან იმიტომ ამოგირჩია, რომ შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი გახდეს. მეგობარი არის ის, ვისი ერთგულებაც მთელი შენი ცხოვრების მანძილზე გსურს, ვისაც არაფრით გაანაწყენებ, არაფერს ატკენ, ჭრილობას არ მიაყენებ, რომლის გახარებას ან ნუგეშსაც ყოველნაირად ეცდებოდი.

- როგორ ფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება გაქვს ქრისტესთან? როდესაც შენი ცხოვრების ერთ დღეზე ფიქრობ, ხარ თუ არა ასეთი მეგობარი ქრისტესთან დამოკიდებულებაში? გაატარეEთუ არა ერთი დღე ისე, რომ მას ასეთი მეგობრის ყოლა უხაროდეს? რომ ეს მეგობარი მოღალატე კი არა, ერთგულია; რომ ეს მეგობარი მზადაა, მის გვერდით იდგეს, გაახაროს და დაიცვას?

კითხვა საკუთარ თავს სწორედ ასე დაუსვით. ქრისტე თავის მეგობრობას გთავაზობს. მან ეს უკვე დაგიმტკიცა: ღმერთი განკაცდა, შენი მსგავსი გახდა. მან მთელი მიწიერი ცხოვრების სიმძიმე იტვირთა; უფრო მეტიც - მან შენთვის თავისი, ადამიანური ცხოვრება გასწირა. ის მოკვდა შენი ერთგულებისთვის, შენდამი სიყვარულის გამო - როგორ გამოეხმაურე ამას ამ დღის განმავლობაში? იყავი თუ არა მისი ერთგული? იყავი თუ არა მისი მეგობარი? შეგიძლია თუ არა თქვა, ამჟამინდელი ცხოვრების რომელიღაც წუთში, რომ შენი არსებობითა და საქციელით ქრისტე გაახარე?

ეს პირველია, რისი თქმაც თქვენთვის მსურს და რასაც მოსაფიქრებლად გიტოვებთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა ვიცი ქრისტეს შესახებ? მიზიდავს თუ არა ის, რაც ვიცი? იწვევს თუ არა ჩემში გონებრივ და გულითად სურვილს, მისი მეგობარი და მოწაფე ვიყო? ხოლო თუ მისი მეგობრობა მსურს, როგორი მეგობარი ვარ: ვარ თუ არა ერთგული?

თქვენს მომავალ აღსარებამდე ამას დაუფიქრდით. როდესაც აღსარებაზე მოხვალთ, დადექით ქრისტეს წინაშე, რომელიც თქვენს აღსარებას ისმენს, და თქვით: "აი, შენ ისე შემიყვარე, რომ ჩემთვის მოკვდი კიდევაც; რით გამოგეხმაურე ამ კვირაში, ამ თვის განმავლობაში, შენი მეგობარი ვიყავი თუ მოღალატე?" ამინ.

წიგნიდან "მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი),
აღსარების შესახებ; თბილისი, 2011 წ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat