კაცი უნდა დაჯერდეს იმას, რაც ღვთისაგან მიეცემა
კაცი უნდა დაჯერდეს იმას, რაც ღვთისაგან მიეცემა
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
ძმაო, თუ გინდა გახდე ჭეშმარიტი ქრისტიანე, ილოცე, იკითხე სასულიერო წიგნები და ამასთანავე აუცილებლად გაწვრთენი შენი ნება კეთილის-ყოფაში, გააუმჯობესე შენი ზნეობრივი ბუნება!

წმინდა ეკლესია ქრისტიანეს, სხვათა შორის, ვალად უდებს ლოცვასა და სასულიერო შინაარსის წიგნების კითხვას; და მართლაც რომ აუცილებლად საჭიროა ესა ქრისტიანისთვის; მას დიდი, ფრიად დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის. ლოცვაში, თუ იგი წრფელი, ღრმა და მხურვალეა, სული მაღლდება, გონება ივლტის ღვთისადმი, გული ივსება სიხარულითა, და ადამიანი გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ზეციერი მამა დაინახავს თუ არა აღფრთოვანებულ სულს, მისდამი მტოლველსა და მსურველს მასთან შეერთებისას, თავისი სახიერებისა გამო კეთილნებულობს მის დაკმაყოფილებას, უახლოვდება მას, ჰფენს მას თავის სხივებს, ავსებს მის არსებას ციური სიტკბოებითა და ანიჭებს მას თავის ცხოველმყოფელ მადლს, რომელიც ეწევა მას სულის განწმენდაში. საღმრთო წერილის კითხვა ანათლებს კაცის გონებას, სავსებით და ცხადად უხატავს მას ღვთის ნებას, სასუფევლისა გზასა, ასპეტაკებს და აკეთილშობილებს მის გულს, ბადებს მასში წმინდა გრძნობებს, წარმოშობს მასში უმაღლეს მისწრაფებათა და სურვილთა, და ამ სახით სული იწყებს ხოლმე აღმაფრენას, წმიდანების ცხოვრების კითხვა თვალწინ უყენებს ადამიანს სხვადასხვაგვარ იდეალთა, სათნოებათა, განხორციელებულთა ადამიანებში მიერვე, უჩვენებს მას კერძო საშუალებათა ბოროტების დათრგუნვისათვის და კეთილის აღსრულებისათვის, ამხნევებს, ახალისებს და აქეზებს მას ქრისტიანული იდეალების შესისხლორცებისათვის. გარნა, რომ ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა იყოს კეთილნაყოფიერი, ღვთისათვის სასიამოვნო და ადამიანისთვის სასარგებლო, ამისთვის საჭიროა, რომ ისინი შეერთებულნი იყვნენ ნების განვითარებასთან, სულის გაუმჯობესებასთან, სახარებისებრივ ცხოვრებასთან. თუ ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვას ზნეობრივი განათლება, სათნოიანი ცხოვრება თან არ ჰყვება, მაშინ მათ არ მოაქვთ ჯეროვანი ნაყოფი. მაცხოვარმა ბრძანა: "არა ყოველმან, რომელმან მარქვას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა; არამედ რომელმან ყოს ნება? მამისა ჩემისა ზეცათაისა?" (მათ. 7,21). მოციქული პავლე იტყვის, რომ არა მსმენელი საღმრთო წერილისა გამართლდება, არამედ მისი აღმსრულებელი. წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: "თუ ჩვენს ლოცვას სითავმდებლე, სიყვარული, სიწრფელე და გულკეთულობა არ ამშვენებს, უსარგებლოა იგი". ამნაირად, ქრისტიანემ, თუ მას უნდა, რომ ლოცვაში წარმატება ჰქონდეს და სასულიერო წიგნების კითხვა მისთვის სასარგებლო იქნეს, უმთავრესად უნდა იზრუნოს თავისი ნების გავარჯიშებაზე, კეთილ საქმეში განმტკიცებაზე. ქრისტიანემ დრო უმეტესად უნდა მოანდომოს თავისი ნების გაწვრთნას, გასწორებას; ბოროტებისაგან მოცილებას და კეთილისადმი მიქცევას. ის აზროვნებასთან და მგრძნობელობასთან ერთად დაუღალავად უნდა მოქმედებდეს; თვითეულ სხივმფინარე აზრს, მის გონებაში წარმოშობილს, ღრმად უნდა ინერგავდეს თავის ბუნებაში, უნდა ჩაიყვანოს იგი სულის სიღრმემდის და ნებაში უნდა ჩააწნას; ის არ უნდა დასჯერდეს ქრისტეს მცნებათა სიმშვენიერის ჭვრეტათა, არამედ უნდა შეისისხლხორცოს ისინი; არ უნდა კმაყოფილდებოდეს ბიწიერებისადმი სიძულვილითა, არამედ იწყოს მისი მოკვეთა. დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანე თავის ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანე ყურადღებას ამყარებს თავის-თავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულევანება აქვს მას, და ამ სახით თავის თავს ცნობს. თავისთავის გამოცდისაგან ჩნდება მასში თავისი უღირსობის, ცოდვიანობის შეგნება. ეს შეგნება მასში ბადებს სითავმდებლეს, მეურვეობას თავისი სულიერი ენისათვის და თვითგასწორების საქმისათვის შედგომის გადაწყვეტილებას. ამის შემდგომ მისი უპირველესი და მუდმივი ფიქრი ის არის, რომ ყოველთვის მზად იქნეს სასტიკი ბრძოლისათვის თავის ცოდვით სურვილებთან. ის თვალ-ყურს ადევნებს თავის აზრებს, გრძნობებს, მისწრაფებათა, რომელნიც მასში ანუ შიგნიდან აღიძვრიან, ანუ გარედან შთავლენ; ჩხრეკს მათ, და თუ ისინი სინდისსა და სახარებას ეწინააღმდეგებიან, ცდილობს განდევნოს ისინი თავისი სულიდან. ხოლო თუ ეთანხმებიან, სისრულეში მოჰყავს ისინი. ის მუდამ ეუბნება თავისთავს: სულო ჩემო, აღდეგ, ნუ მიეცემი თავდავიწყებას, აღიჭურვე მოთმინებითა და სიმხნით, ებრძოლე ბოროტებას და სძლიე მას. აღვნიშნოთ ზიგიერთი შემთხვევები ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს შეუძლია, ეომოს ცოდვასა და სძლიოს მას. მაგალითად, რომელიმე პირს ამხანაგები აწყენინებენ რითიმე. ამცირებენ ლაპარაკში, ვნებენ საქმით: ხოლო ის ყოველივე ამას ითმენს, არ გარისხდება, არ წამოისვრის ლანძღვით სიტყვებს, არ ეკიდება მათ მტრულად და არ სარგებლობს მარჯვე დროით, რომ მათ სამაგიერო გადაუხადოს; ის მათ სულითა და გულით აპატიებს. ანუ ვინმე ხედავს თავისი ამხანაგის ბედნიერებას და ის ძალას ატანს თავის თავს, რომ იგი შურმა არ შეიპყროს. ანუ ვინმემ მოისმინა მუსაიფი, რომელშიც რომელიმე პირს ჩრდილი მიაყენეს, აძაგეს, და ის არ მირბის იმ პირთან და არ გადასცემს მას ნალაპარაკევს. ანუ ხედავს ვინმე ადამიანს, ბუნებისგან დასჯილს, ნიჭით ნაკლებს, უსახოს, და იგი თავს იჭერს, რომ არ დასცინოს მას, არ იმახვილოს მასზე, არ შეიძულოს იგი; პირიქით, ცდილობს, დაუახლოვდეს მას, მოეხმაროს მას, რითაც შეუძლია, და დაჩაგრულს გული დაუტკბოს, და სხვადასხვა, რასაკვირველია, ადამიანი ერთბაშად და ერთნაირივე ზომით ვერ შეებმება და ვერ იტყვის უარს თავის ცოდვით მიდრეკილებათა. პირველ ხანებში იგი დამარცხდება, მაგრამ მერმე თანდათან იწყებს გამარჯვებას, საჭიროა ოღონდ, რომ ენერგია არ დაკარგოს.

ასე, ადამიანი, დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრასა, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორციელებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს სიყმაწვილეში, რადგან მერმე, როცა იგი ცხოვრების მორევში შეცურავს, როცა იგი ოჯახს მოეკიდება, როცა მას სხვადასხვა ზრუნვა, ფიქრი, მოთხოვნილება მოემატება, როცა მასში ვნებანი გამაგრებულნი იქნებიან, - ძნელია, ფრიად ძნელია იმის მოპოვება. აი, როცა ადამიანი ამ პირდაპირი სულის განახლებისადმი მიმყვანელ გზას დაადგება, როცა შეუდგება თავისი ნების აღზრდას, ღვთის ნების აღსრულებასა და ბიწიერებისგან უკუქცევას, მაშინ, მხოლოდ მაშინ, იქნება ღვთისთვის სასიამოვნო და მისთვის სასარგებლო ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა, მაშინ დაუკავშირდება იგი უფალს. და აი, იმიტომაცაა ის სატირალი მოვლენა, რომ თუმცა ზოგიერთნი გულმოდგინედ კითხულობენ საღმრთო წერილს, ზედმიწევნით სწავლობენ მას და ხშირადაც ლოცულობენ, მაგრამ მაინც ვერ უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ისინი უყურადღებოდ ტოვებენ უმთავრეს საქმეს - ნების გავარჯიშებას, თვითგასწორებას, და მით იდეებსა და სინამდვილეს შორის ურთიერთობა არ სუფევს.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
უკმაყოფილება ბედისადმი, ცხოვრებისადმი
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ხშირად გვესმის უკმაყოფილების გამომხატველი ხმები ცხოვრებისადმი, საკუთარი ბედისადმი. გასაკვირი ის არის, რომ უკმაყოფილებას და უმადურობას ბედისას გამოხატავენ არა მარტო ისინი, რომელნიც მატერიალურ სივიწროვესა და სხვა ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს განიცდიან, არამედ ისინიც, რომლებსაც კარგი მდგომარეობა უკავიათ საზოგადოებაში და თითქოს ყველა პირობა აქვთ ნორმალური, ბედნიერი ცხოვრებისათვის.

ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები და გვიზიარებენ თავიანთ გულისტკივილს. ბევრი წუხს იმის გამო, რომ უსამართლოდაა დაბრკოლებული, არ ემართება ხელი; ზოგს ის აღელვებს, რომ ხშირად ბოროტი და ურწმუნო ადამიანები უფრო უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე მართალნი. ერთნი დღესა და ღამეს შრომაში ატარებენ, მეორენი კი იოლი გზით, უშრომელად ახერხებენ ცხოვრებას; ერთნი ბოროტებას სთესენ და ღმერთიც თითქოს უმართავს ხელს, სხვანი კი მარადის სიკეთეს ემსახურებიან და მაინც იმყოფებიან გასაჭირში.

უნდა გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ როცა უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ბედისადმი, როცა უმადურებას გამოვხატავთ ცხოვრებისადმი, ამით ჩვენ შეურაცხვყოფთ სიკეთისა და მადლის მომნიჭებელს - უფალ ღმერთს. გამოვხატავთ რა უკმაყოფილებას ჩვენი მდგომარეობისადმი, ამით ჩვენ სინამდვილეში ვადანაშაულებთ ღმერთს, რომელსაც ხშირად უსამართლობასაც ვწამებთ ხოლმე ქვეყნიური ცხოვრებისათვის საჭირო მადლის განაწილებაში, თითქოს ის უსამართლოდ ანიჭებს ზოგს წყალობას და ზოგს კი დაუმსახურებლად სჯიდეს.

მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ადამიანი ღმერთმა გააჩინა. ყველა სიკეთე ღვთისგან გამოვალს, რადგან თვით ღმერთი არის ჭეშმარიტი სიკეთე. ადამიანში თუ რამ კეთილია - ღვთისაგანაა. ადამიანს რომ სჭირდება არსებობისათვის აუცილებელი მადლი და ძალა, იმასაც ღვთისაგან იღებს. ადამიანს ღმერთმა მისცა ნათელი გონება, ღმერთი კი თვითონ არის გონებაცა და ნათელიც. ამიტომ უფალმა ღმერთმა ყოველივე იცის, თუ რა სჭირდება მის მიერ გაჩენილ ადამიანს ქვეყნად. ღმერთს ყველასთვის სიკეთე სურს, რადგან ყველა მის მიერ ვართ გაჩენილნი. ამიტომ თითოეულს იმდენ მადლსა და წყალობას აძლევს, რამდენიც მისთვისაა საჭირო. უნდა გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ უფალი ღმერთი იმისათვის კი არ მოგკითხავს პასუხს, შენ ნაკლები მადლი და ნიჭი მოგეცა, არამედ იმისათვის, თუ როგორ გამოიყენე ღვთისაგან ბოძებული ეს თუნდაც მცირე წყალობა.

გავიხსენოთ მაცხოვრის ერთი იგავი, რომლის მიხედვითაც უფალმა მისცა თავის მსახურებს: ერთს ხუთი, მეორეს ორი და მესამეს - ერთი ტალანტი, რომ ესარგებლათ და შემდეგ მისთვის დაებრუნებინათ. პირველმა ორმა კეთილად ასარგებლა მიცემული თანხა, მესამემ კი მიწაშე ჩაფლა, რომ არ დაეკარგა და უკლებლივ დაებრუნებინა პატრონისათვის. ასეთი უმოქმდობისათვის უფალმა წაართვა მას ის ერთი ტალანტიც და გადასცა იმათ, რომელთაც კეთილად ასარგებლეს იგი.

ახლა ისმის კითხვა: რატომ მისცა ერთს ხუთი და მეორეს ერთი ტალანტი? იმიტომ, რომ ღმერთმა წინასწარ უწყის, ვინ როგორ ასარგებლებს მას, ვინ როგორ განავითარებს და გამოიყენებს მას. განგებას ღვთისას კი კაცი ძნელად სწვდება.

ზოგიერთები გვეკითხებიან: უმჯობესი არ იქნებოდა, ღმერთს ყველასთვის თანაბრად რომ გაენაწილებინა სიკეთეო? - არა ძმანო, არ იქნებოდა მადლის ასეთი განაწილება უმჯობესი ჩვენთვის, ადამიანებისათვის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამქვეყნად ზეციური მადლი ღვთისაგან ერთნაირად არ მოგვეფინება ისევ ჩვენი კეთილდღეობისათვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი, როგორც წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს: "...მოყვასსა სათნო-ეყოფოდეს, კეთილისათვის აღსაშენებლად".

თუკი განგებამ ზოგს მაინც მეტი წყალობა არგუნა, ამან ჩვენ არ უნდა შეგვაწუხოს, მით უმეტეს, არ უნდა შეგვშურდეს სხვისი.

სხვისი არ შეგვშურდება, როცა საკუთარით დავკმაყოფილდებით. კაცი უნდა დასჯერდეს იმას, რაც ღვთისაგან მიეცემა. არ შეიძლება მორწმუნე ადამიანი უმადური იყოს თავისი ბედისა და მდგომარეობის. თუკი ღმერთს ასე სურს, ღმერთს, რომელიც არაფერში ცდება, შენ, კაცო, ვინ გკითხავს რამის შეცვლას? დარწმუნებული ხარ, რომ მომეტებული წყალობა არ გაგათამამებს და არ დაგღუპავს? ბევრჯერ ვყოფილვარ მომსწრე და წმინდა მამათა ცხოვრებიდანაც ვიცით, რომ ღმერთი შეუწუხებიათ გაუთავებელი და მომეტებული თხოვნა-ვედრებით, რომ ვინმესთვის მეტი წყალობა ებოძებინა. უფალს დაუკმაყოფილებია მათი სურვილები და მიუცია მათთვის ის, რაც მოუთხოვიათ მისგან, მაგრამ ამ უკანასკნელს მთხოვნელთათვის უფრო მეტი უსიამოვნება და მწუხარება მოუტანია, ვიდრე სიკეთე და სიხარული. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ღვთისგან ითხოვდნენ და იღებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნოდათ მათ.

ამიტომ ქრისტიანული თავმდაბლობითა და სიყვარულით უნდა შევეგუოთ ბედს. არ უნდა დაგვცდეს საყვედური უფლის მართლმსაჯულებაზე. მთავარია კეთილსინდისიერად და დაუზარელად ვასრულებდეთ იმ საქმეს, რომლის შესრულებაც გვაკისრია. გახსოვდეს, ძმაო, რომ შრომა კეთილსინდისიერი, როგორიც გინდა იყოს და რა სახისაც, საძრახისი არ არის. ჩვენი დიდი საეკლესიო მამა, წმინდა იოანე ათონელი, რამდენიმე წელიწადს სახედრების მომვლელად მუშაობდა, რასაც ისეთივე დიდი სიყვარულით ასრულებდა, როგორც მაგალითად წიგნების თარგმნას. წმინდა მამა კიპრიანე ბრძანებს: "ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს შრომაი მადლობით". ხედავ, ძმაო, ყოველგვარი შრომისათვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, იმისათვის, რომ გვაძლევს შესაძლებლობას კეთილი საქმის კეთებისას, რადგან ღვთის მადლის გარეშე კეთილ საქმესაც ვერ იქმს კაცი.

ამისათვის გლოცავთ და გევედრებით ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! მოვიგოთ ჩვენც ტკბილი და სანატრელი სიმშვიდე, სიყვარულით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ნუ ვიქნებით უმადურნი, არამედ მარადის ვმადლობდეთ მოწყალე ღმერთს, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1985 წ. სვეტიცხოველი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat