ამოიწურა ძალა ჩემი და გაილია დღენი ჩემი ცხოვრებისანი
ამოიწურა ძალა ჩემი და გაილია დღენი ჩემი ცხოვრებისანი
მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი) ქადაგებები
"უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე..."
აღნიშნული სიტყვები ფსალმუნთ მგალობელისა მინდა გავიმეორო მეც, რადგანაც ვიცი, რომ ვერ გავექცევი საშინელ სამსჯავროს ზეციურ ანგელოზთა და ძალთა მიერ შემდგარს, რომელზედაც განცხადდება ყოველგვარი ცოდვანი და ქვეყნიური სისუსტენი ჩვენნი.

ჰოი, მოწყალეო ღმერთო! ვიცი, რომ ცოდვანი ჩემნი პატიებას შენსას აღემატება, მე ხომ ყველაზე მეტად განგარისხე შენ და უმეტესად ცოდვებში გავატარე ცხოვრება ჩემი. მეზვერეზე მეტად შევაგინე სული და ქანანელზე უფრო დავიმძიმე სხეული. ამიტომ, შემცდარი და დაცემული გიღაღადებ, უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. მე, რომელმაც შენი წმიდა სახელი განვარისხე, რომელმაც სული შენგან მოცემული შევაწუხე და მცნებანი არ აღვასრულე, ნიჭი და სიმდიდრე შენი მოვიძულე.

ყოველი მონაგები ჩემი ცოდვებში დავხარჯე. სული, შენს ხატად შექმნილი, შევაგინე, გვამი კი - სამკვიდრებელი სულისა, ათასგვარი უკეთურებით დავისახიჩრე. წლები და დღენი შენს სადიდებლად რომ მომეც, ცოდვებში განვლიე. პირი, შენ რომ განმინათლე - ვარცხვინე, ბაგენი ჩემნი, შენ რომ განსწმიდნე, უკეთურებით შევაგინე. თვალნი ჩემნი, ღვთიური ნათლით რომ განმინათლე, ცოდვით დავაბნელე. ვიცი უფალო და არ უარვყოფ, რომ მომიწევს საშინელ სამსჯავროზე წარდგომა და მხილება. ვიცი, უფალო, რომ მას ვერსად გავექცევი, რადგან სინდისს საკუთარს ვერ დავემალები. ამიტომ, ვიდრე დაჰკრავდეს განკითხვის ჟამი, ვიდრე ზეციური ანგელოზის ხმა აუწყებდეს ქვეყანის მკვიდრთ უზენაესი მსაჯულის ქვეყნად მობრძანებას, მუხლმოდრეკით გევედრები უფალო, ნუ გულისწყრომით მამხილებ მე.

მოწყალე უფალო! შენ ჭეშმარიტად უწყი ყოველი ჩემი ცოდვა დაფარული. შენ იცი ბოროტი ზრახვანი ჩემი, უწყი შინაგანი ვნებანი და მდაბალი გრძნობანი ჩემი - სულისა და სხეულის დამაბნელებელნი და წარმწყმედელნი. ნუ მამხილებ და ნუ მარცხვენ, უფალო, ანგელოზთა და კაცთა წინაშე, ნუ გამხდი იმათ საკიცხველსა და საყვედრელს. ნუ, სახიერო, გულისწყრომით ნუ მამხილებ. მე ქვეყანის მკვიდრთა მხილებაც მაშინებს და ყველას დამბადებლის რისხვას როგორ მოვერევი?

ვიცი, უფალო, რამეთუ ღირსი ვარ ტანჯვისა და გვემის, მაგრამ მაინცა გთხოვ - რისხვით ნუ მსწავლი. ვიცი უფალო, რომ ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობისათვის და სამოთხე მიანიჭე. მეძავი შეგივრდა მთელი გულით და მიტევება მიმადლე. მეზვერე მიხვდა თავის ცოდვებს, შეინანა და ცოდვათაგან განათავისუფლე. მე არა ვარ იმათი მსგავსი, არც ცრემლი მაქვს მხურვალე და არც სინანული გულწრფელი, არც სიგლახაკე და არც მოწყალება და სიყვარული.

რა ვქნა, როგორ გავკადნიერდე და ვითხოვო შენგან მოტევება აურაცხელი? რამდენგზის აღგითქვი უფალო სინანული და ვერ შევასრულე, რამდენჯერ შეგივრდი შენს წმიდა ტაძარში, გამოვედი და ისევ ცოდვისაკენ მივიქეცი. ბევრჯერ ისმინე ლოცვა ჩემი და მე მაინც შეურაცხვყავ წყალობა შენი. ბევრჯერ მაპატიე ცოდვები მომაკვდინებელი, მე კი კვლავ განგარისხე მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი. ბევრჯერ მომიწოდე სინანულად და მე არ მოვიქეცი. რამდენჯერ დავეცი ცოდვით დამძიმებული, შენ კი სახიერი და ნუგეშინისმცემელი მაყენებდი დაცემულს და მეუბნებოდი: აღსდეგ, ძეო ჩემო, და მოიქეც ჩემკენ, მომეახლე, რომ ჩემ მიერ დაბადებული აღგამაღლო ბოროტისაგან ძლეული.

ამიტომ, სახიერო, რადგან მიუწვდომელია შენი მოწყალება და კაცთმოყვარება, გევედრები, ნუ მამხელ გულისწყრომით და ნუ მსწავლი რისხვით, არამედ ისევ და ისევ სულგრძელ მექმენ მე. ნუ გამიყვან ამ წუთისოფლიდან მოუნანიებელს, ნუ მომკვეთ უფალო, როგორც უნაყოფო ხეს, არამედ მომანიჭე სინანული გულწრფელი და ცრემლი ცოდვათა განმბანელი. ნუ გამიყვან ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელით, ნუ განმაშორებ შესაძლებლობას კეთილ საქმეთა შესრულების. ისევ სულგრძელება გამოიჩინე, ღმერთო, ჩემზე და წყალობით შემიწყალე მე მდაბალი და სუსტი, ზევით ახედვასაც რომ ვერა ვბედავ ბოროტებით დამძიმებული.

ამოიწურა ძალა ჩემი და გაილია დღენი ჩემი ცხოვრებისანი. ვხედავ, რომ მოახლოებულ არს დასასრული, ამიტომ გევედრები: გამიღე უფალო კარი შენი სასუფევლის, შემაშველე ხელი, რომ აღმომიყვანო ცოდვის მორევში ჩაფლული. ჩემი ძვალნიც კი შერყეულ და გამოფიტულ არიან და ზეაღდგომა მიჭირს. ვეღარც მკურნალის მოძიების თავი მაქვს, მტერსაც ვეღარ ვუმკლავდები. შენ თუ ამიყვან ხელში, მიპატრონებ და მომეფერები.

მოიხსენე უფალო, რომ შენ წინაშე ვერ გამართლდება ძე ხორციელი, თუნდაც ერთი დღე ჰქონდეს ქვეყნად გატარებული. მოიხსენე უფალო, რომ ანგელოზთა გუნდნიც არარანი არიან შენი სიწმიდის წინაშე. ამისთვის გევედრები, მაცხოვნე მე, უფალო, უღირსი მონა და მსახური შენი, რადგან თუ მართალ და წმიდა ადამიანს შეიწყნარებ, არ არის საქმე დიდი, არამედ ჩემისთანა სუსტსა და მდაბალზე აჩვენე სიმრავლე შენი წყალობის. მკურნალი ხომ მაშინ იქება, როცა სასიკვდილოდ განწირულს განკურნავს. მეფე იდიდება, რომელიც სიკვდილის თანამდებს შეუნდობს და სახიერი და ყოვლად კეთილიც იგია, რომელიც შეცოდებულს მიტევებას მიანიჭებს. შენ იცი, უფალო, უძლურება ჩემი ბუნების, რადგან დამბადებელი ხარ ჩვენი. ამიტომ მაცხოვნე შენი წყალობით. ნუ სძლევს, უფალო, ბოროტება სახიერებას შენსას. მაცხოვნე ისე, როგორც აცხოვნე მრავალი შენ მიერ დაბადებული.
1987 წ. სამთავრო

უკმაყოფილება ბედისადმი, ცხოვრებისადმი
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ხშირად გვესმის უკმაყოფილების გამომხატველი ხმები ცხოვრებისადმი, საკუთარი ბედისადმი. გასაკვირი ის არის, რომ უკმაყოფილებას და უმადურობას ბედისას გამოხატავენ არა მარტო ისინი, რომელნიც მატერიალურ სივიწროვესა და სხვა ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს განიცდიან, არამედ ისინიც, რომლებსაც კარგი მდგომარეობა უკავიათ საზოგადოებაში და თითქოს ყველა პირობა აქვთ ნორმალური, ბედნიერი ცხოვრებისათვის.

ჩვენთან ხშირად მოდიან ადამიანები და გვიზიარებენ თავიანთ გულისტკივილს. ბევრი წუხს იმის გამო, რომ უსამართლოდაა დაბრკოლებული, არ ემართება ხელი; ზოგს ის აღელვებს, რომ ხშირად ბოროტი და ურწმუნო ადამიანები უფრო უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე მართალნი. ერთნი დღესა და ღამეს შრომაში ატარებენ, მეორენი კი იოლი გზით, უშრომელად ახერხებენ ცხოვრებას; ერთნი ბოროტებას სთესენ და ღმერთიც თითქოს უმართავს ხელს, სხვანი კი მარადის სიკეთეს ემსახურებიან და მაინც იმყოფებიან გასაჭირში.

უნდა გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ როცა უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ბედისადმი, როცა უმადურებას გამოვხატავთ ცხოვრებისადმი, ამით ჩვენ შეურაცხვყოფთ სიკეთისა და მადლის მომნიჭებელს - უფალ ღმერთს. გამოვხატავთ რა უკმაყოფილებას ჩვენი მდგომარეობისადმი, ამით ჩვენ სინამდვილეში ვადანაშაულებთ ღმერთს, რომელსაც ხშირად უსამართლობასაც ვწამებთ ხოლმე ქვეყნიური ცხოვრებისათვის საჭირო მადლის განაწილებაში, თითქოს ის უსამართლოდ ანიჭებს ზოგს წყალობას და ზოგს კი დაუმსახურებლად სჯიდეს.

მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ადამიანი ღმერთმა გააჩინა. ყველა სიკეთე ღვთისგან გამოვალს, რადგან თვით ღმერთი არის ჭეშმარიტი სიკეთე. ადამიანში თუ რამ კეთილია - ღვთისაგანაა. ადამიანს რომ სჭირდება არსებობისათვის აუცილებელი მადლი და ძალა, იმასაც ღვთისაგან იღებს. ადამიანს ღმერთმა მისცა ნათელი გონება, ღმერთი კი თვითონ არის გონებაცა და ნათელიც. ამიტომ უფალმა ღმერთმა ყოველივე იცის, თუ რა სჭირდება მის მიერ გაჩენილ ადამიანს ქვეყნად. ღმერთს ყველასთვის სიკეთე სურს, რადგან ყველა მის მიერ ვართ გაჩენილნი. ამიტომ თითოეულს იმდენ მადლსა და წყალობას აძლევს, რამდენიც მისთვისაა საჭირო. უნდა გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ უფალი ღმერთი იმისათვის კი არ მოგკითხავს პასუხს, შენ ნაკლები მადლი და ნიჭი მოგეცა, არამედ იმისათვის, თუ როგორ გამოიყენე ღვთისაგან ბოძებული ეს თუნდაც მცირე წყალობა.

სვეტიცხოველი

გავიხსენოთ მაცხოვრის ერთი იგავი, რომლის მიხედვითაც უფალმა მისცა თავის მსახურებს: ერთს ხუთი, მეორეს ორი და მესამეს - ერთი ტალანტი, რომ ესარგებლათ და შემდეგ მისთვის დაებრუნებინათ. პირველმა ორმა კეთილად ასარგებლა მიცემული თანხა, მესამემ კი მიწაშე ჩაფლა, რომ არ დაეკარგა და უკლებლივ დაებრუნებინა პატრონისათვის. ასეთი უმოქმედობისათვის უფალმა წაართვა მას ის ერთი ტალანტიც და გადასცა იმათ, რომელთაც კეთილად ასარგებლეს იგი.

ახლა ისმის კითხვა: რატომ მისცა ერთს ხუთი და მეორეს ერთი ტალანტი? იმიტომ, რომ ღმერთმა წინასწარ უწყის, ვინ როგორ ასარგებლებს მას, ვინ როგორ განავითარებს და გამოიყენებს მას. განგებას ღვთისას კი კაცი ძნელად წვდება.

ზოგიერთები გვეკითხებიან: უმჯობესი არ იქნებოდა, ღმერთს ყველასთვის თანაბრად რომ გაენაწილებინა სიკეთეო? - არა ძმანო, არ იქნებოდა მადლის ასეთი განაწილება უმჯობესი ჩვენთვის, ადამიანებისათვის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამქვეყნად ზეციური მადლი ღვთისაგან ერთნაირად არ მოგვეფინება ისევ ჩვენი კეთილდღეობისათვის, რომ თითოეული ჩვენგანი, როგორც წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს: "მოყვასსა სათნო-ეყოფოდეს, კეთილისათვის აღსაშენებლად".

თუკი განგებამ ზოგს მაინც მეტი წყალობა არგუნა, ამან ჩვენ არ უნდა შეგვაწუხოს, მით უმეტეს, არ უნდა შეგვშურდეს სხვისი.

სხვისი არ შეგვშურდება, როცა საკუთარით დავკმაყოფილდებით. კაცი უნდა დასჯერდეს იმას, რაც ღვთისაგან მიეცემა. არ შეიძლება მორწმუნე ადამიანი უმადური იყოს თავისი ბედისა და მდგომარეობის. თუკი ღმერთს ასე სურს, ღმერთს, რომელიც არაფერში ცდება, შენ, კაცო, ვინ გკითხავს რამის შეცვლას? დარწმუნებული ხარ, რომ მომეტებული წყალობა არ გაგათამამებს და არ დაგღუპავს? ბევრჯერ ვყოფილვარ მომსწრე და წმინდა მამათა ცხოვრებიდანაც ვიცით, რომ ღმერთი შეუწუხებიათ გაუთავებელი და მომეტებული თხოვნა-ვედრებით, რომ ვინმესთვის მეტი წყალობა ებოძებინა. უფალს დაუკმაყოფილებია მათი სურვილები და მიუცია მათთვის ის, რაც მოუთხოვიათ მისგან, მაგრამ ამ უკანასკნელს მთხოვნელთათვის უფრო მეტი უსიამოვნება და მწუხარება მოუტანია, ვიდრე სიკეთე და სიხარული. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ღვთისგან ითხოვდნენ და იღებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნოდათ მათ.

ამიტომ ქრისტიანული თავმდაბლობითა და სიყვარულით უნდა შევეგუოთ ბედს. არ უნდა დაგვცდეს საყვედური უფლის მართლმსაჯულებაზე. მთავარია კეთილსინდისიერად და დაუზარელად ვასრულებდეთ იმ საქმეს, რომლის შესრულებაც გვაკისრია. გახსოვდეს, ძმაო, რომ შრომა კეთილსინდისიერი, როგორიც გინდა იყოს და რა სახისაც, საძრახისი არ არის. ჩვენი დიდი საეკლესიო მამა, წმინდა იოანე ათონელი, რამდენიმე წელიწადს სახედრების მომვლელად მუშაობდა, რასაც ისეთივე დიდი სიყვარულით ასრულებდა, როგორც მაგალითად წიგნების თარგმნას. წმინდა მამა კიპრიანე ბრძანებს: "ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს შრომაი მადლობით". ხედავ, ძმაო, ყოველგვარი შრომისათვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, იმისათვის, რომ გვაძლევს შესაძლებლობას კეთილი საქმის კეთებისას, რადგან ღვთის მადლის გარეშე კეთილ საქმესაც ვერ იქმს კაცი.

ამისათვის გლოცავთ და გევედრებით ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო! მოვიგოთ ჩვენც ტკბილი და სანატრელი სიმშვიდე, სიყვარულით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ნუ ვიქნებით უმადურნი, არამედ მარადის ვმადლობდეთ მოწყალე ღმერთს, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
1985 წ. სვეტიცხოველი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat