წამებული ილია ღვაწლით შემოსილია!
წამებული ილია ღვაწლით შემოსილია!
დეკანოზ დავით გარსიაშვილის ქადაგებები
სიტყვა თქმული დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილის მიერ ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მე-40 დღეს დღიდან ილიას წამებისა".

"იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად".

"სოფელსა შინა იყო,…და სოფელმან იგი ვერ იცნა, თვისთა თანა მივიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (იოანე I, 9, 10, 11).

ამ სიტყვებით, ძმანო ქართველნო, ამერ-იმერნო! დიდებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი გულისხმობს კაცთა მხსნელს, მაცხოვარს იესო ქრისტეს. გვაუწყებს მის ღვაწლს ქვეყნისათვის და აგვიწერს ენით გამოუთქმელ მის უბედურ ამ ქვეყნიურ ხვედრს. ისტორია გვასწავლის, თუ რა პირობებში იშვა ხორციელად იესო ნაზარეველი ბეთლემსა ურიასტანისასა. მისი დაბადების წინა ხანა წარმართთა ხალხთა საზოგადოდ, და ისრაელთა კერძოთ, ბნელი იყო, როგორც პოლიტიკურის და საზოგადოებრივის, ისე სარწმუნოებისა და ზნეობრივის მხრივ. ნაცვლად სიმართლისა, ღირსებისა და ყოველი ადამიანის პიროვნების დაცვისა ღრმად გაედგა ფესვი უსამართლობას, დამცირებასა და პიროვნების შელახვას. იმ დროს წარმართთა საუკეთესო პირნი ნათლად ხედავდნენ და გრძნობდნენ, რომ ამგვარი მდგომარეობა კაცთა არანორმალურია, და რომ საჭიროა იყო თავის დაღწევა ამ არა სასიხარულო და არა სასურველ მდგომარეობისაგან. მაგრამ მათთა აზრით, ამ დიადი საქმისათვის კაცობრიობა უძლური იყო. საჭირო იყო ზესთა-ბუნებითი ღვთაებრივი შემწეობა. და აი, ურიათა შორის, მართლაც, ზესთბუნებითად იშვა მხსნელი სოფლისა, ნათელი ჭეშმარიტი - იესო. მიზანი მისი შობისა იყო: განათლება ქვეყნად ყოველი კაცისა დაბადებულისა. ამ მიზნით აღჭურვილმა იესომ იწყო ცხოვრება კაცთა შორის ურიათა ქვეყნის სოფლებსა და ქალაქებში და კიდითი-კიდე ჰფენდა სიტყვასა და ნათელსა ჭეშმარიტსა ადამიანთა განსანათლებლად: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათა სრულ არს"(მათე V, 48). და ისმოდა ძლიერად მქუხარე ხმა ქრისტესი და მით კაცობრიობას უსახავდა ამ ქვეყნად ცხოვრების იდეალს. ქადაგებდა მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას, ძმობას, ერთობას და ურთიერთ შორის უდიდეს სიყვარულს. "მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ" (იოანე XIV, 27). "ამით ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდენ" (იოანე XIII, 35), მშვიდობა და ამგვარი სიყვარულია, ძმანო ქართველნო, ქვა-კუთხედი ამ ქვეყნად კაცთა ბედნიერებისა და წინმსვლელობისა. და აი, უფროსი და უმაგალითო სიყვარული ქრისტესი კაცობრიობისადმი! დიდებული მოძღვარი კაცთადმი სიყვარულისათვის ჯვარს-აცვა მტრობამ, სიძულვილმა, შურმა, უვიცობამ, გამცემლობამ, ვერცხლისმოყვარეობამ... და ესე საზიზღრობა მით უფრო სავალალო და სავაგლახო იყო, რომ ღვთაებრივი მოძღვარი ქრისტე იესო "თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს", ე. ი. ხორციელად ურიათა შორის შობილი მსოფლიო მქადაგებელი სიმართლისა და ჭეშმარიტებისა იესო ურიებმავე არა დაინდეს, არ შეიწყნარეს, გასცეს, უსასტიკესი სასჯელი მიაყენეს, ჯვარს-აცვეს, ლახვრითა გვერდსა უგმირეს. ასეთი საზიზღრობა ჩაიდინეს ურიათა, რომელთათვის იესო ხშირად იტყოდა: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ გარნა ცხოვართა მათ წარწყმედილთა სახლისა ისრაილისათა" (მათე XV, 24). ჰოი, უვიცობავ, სიბნელევ და უმადურობავ! ფართო იყო ასპარეზი თქვენი თარეშობისა ქვეყანასა ზედა მცხოვრებ კაცთა შორის ჟამსა იესოს დაბადებისა და მისი ტანჯვა-წამებათა!

აი, რა აზრები გაგვახსენა, ძმანო, დიდებულ ილიას მოწამებრივმა სიკვდილმა. დღეს მეორმოცე დღეა მისი ვერაგულად მკვლელობისა, მაგრამ ზემო ნათქვამი აზრები მაინც უფრო და უფრო თავს გვევლებიან და არ გვშორდებიან. გავიხსენოთ ხანა საქართველოს ცხოვრებისა წარსულ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, ე. ი. დღიდან საქართველოს სამეფოს რუსეთთან შეერთებისა იმ დრომდე, სანამ წამებული ილია სამშობლოს ასპარეზზე გამოვიდოდა სამოქმედოთ და ჩვენ დავრწმუნდებით ხსენებულ დროის დიდ მსგავსებაში იესო ქრისტეს დაბადების წინა დროსთან. ილიას დაბადების და სამოძღვროდ გამოსვლის დროს იგივე უსამართლობა, ძალმომრეობა, დამცირება და პიროვნების შელახვა იყო საქართველოში გამეფებული, რაიცა ქვეყნად ქრისტეს დაბადების წინა დროს. დაუმატოთ ამას ბატონ-ყმობის გამხრწნელი ზეგავლენაცა, რაც ისედაც უფერულ ცხოვრებას ჩვენის ხალხისას, უფრო უფერულად და აუტანლადა ჰხდიდა. აი, ამისთანა გასაჭირ დროს, მაშინდელ საუკეთესო ქართველთა შორის გამოჩნდა დიდი ბუნების და ნებისყოფის ადამიანი, ახალ დროის იარაღით - სწავლით აღჭურვილი, ყოველ მხრივ განათლებული, რომელიც შესძლებდა ქართველი ერისათვის ახალი ცხოვრების შექმნას, უვალ და ეკლიან გზის გაკაფვას, მისი ევროპის ერთა ფერხულში ჩაბმას. ასრულდა ასეთი ნატვრა! მეცხრამეტე საუკუნის მესამოცე წლების დასაწყისს მოევლინა საქართველოს ილია, ვითარცა მაცხოვარი იესო და მისნი დიდებულნი მოციქულნი ქვეყნიერებას. საქართველოს და მის ძეთა საკეთილდღეოდ ილია, ვითარცა მოციქული, საზრდოთა ჰხმარობს ქრისტესა მცნებას; ჰქადაგობს კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, თანასწორობას; გვასწავლის შრომის მოყვარეობას და უნარიანობას, მომავლისათვის ბედთანა ბრძოლას: სიტყვით თუ საქმით, თუ მწერლობით თანამოძმეთ შთაგვაგონებდა და გვინერგავდა გულში ჭეშმარიტებისადმი სიყვარულს და უხვად ჰფენდა ჩვენს შორის განათლებასა. საკმაო იყო მხოლოდ ხილვა მისი ნათელი სახისა, ანუ ხსენება მისი სახელისა და უმალვე ზემორე ჩამოთვლილ თვისებებით ჩვენი აღჭურვა და შეიარაღება. გულადი მებრძოლი და შეუპოვარი მოქალაქე იყო ილია თვისი ერის ინტერესების დაცვის საქმეში. ჭეშმარიტად ღვაწლი ილიასი დიდია წინაშე საქართველოისა და მისი ერისა. კალამი ჩვენი უძლურია ამ ღვაწლის დაფასებისათვის. ვიტყვით მხოლოდ მოკლედ, რომ მისი ღვაწლი და მოქმედებანი სავსებით შეთანხმებულია სახარების შინაარსთან და დიდებულ გალილეველთა მეთევზურთა ტანჯვასა და შრომასთან. და აი, ამგვარი კაცი, "თვისთა თანა მოვლინებული, თვისთა არა შეიწყნარეს". ასეთმა საზარელმა სინამდვილემ გონს მოგვიყვანოს, გონებანი განგვიწმინდოს და გულის-სიტყვანი განგვიმართლოს, სულით და ხორცით ნუღარ წავწყმდებით. საქართველოს წარსულმა ცხოვრებამ, შინაურმა თუ გარეულმა, შეჰქმნა მრავალრიცხოვანი გუნდნი მოწამეთა. ფართოა საქართველოს ეროვნული სამსხვერპლო წინაშე ღვთისა და, აჰა, ეს ერთი გვამიც წარჩინებულ ქართველთაგანისაცა მსხვერპლად შეიწირა ღმერთმან ჯვარ-ცმულმან ქართველი ერის ხელახლად აღორძინებისა და განდიდებისათვის. ჭეშმარიტად, წამებული ილია ღვაწლით შემოსილია! დასასრულ, უნდა აღინიშნოს ქრისტეს მსგავსი თავდადებული სიყვარული ილიასი ქართველთადმი, ლამაზი პოეტური ნიჭით მის მიერ წინწასწარ თქმული:

"ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა
დიდ ტანჯული მე ძე შენი...
ვით მით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი".

ძაძებით მოსილნო, დაობლებულნო, ძმანო ქართველნო! აღარა გვყავს ილია - მამა ქომაგი, უკვე სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგევართ, რასაც ვეღარსად წაუვალთ. ტანჯულ ილიას თქმისამებრ:

"ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს".

"იუდას მიერ გულ-დასერილნო და ლახვარ-ნაკრავნო ქართლოსიანნო! "აქ არის ჩვენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი!"

თვითეულმა ჩვენგანმა გულის ფიცარზედ დავიწეროთ ღვაწლი ილიასი, პირნათლად აღვასრულოთ მცნებანი მისნი და მით საშვილიშვილოდ უკვდავ ჰვყოთ სახელი მისი.

ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat