ბავშვის აღზრდა უმთავრესად ოჯახს ევალება
ბავშვის აღზრდა უმთავრესად ოჯახს ევალება
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)
მშობლებო, თქვენს შვილებს თქვენვე მიხედეთ!
სკოლის მიმართ ხშირად ისმის საყვედური და ჩივილი, რომ მოსწავლე ყმაწვილები ზნეობრივად ფუჭდებიან , რომ მშობლებისა და უფროსების გაგონება-მორჩილება არა აქვთ, ურჩნი, შეუსმენელნი არიან, სხვადასხვა ცუდ ჩვეულებებს იძენენ, საზოგადოების შემაწუხებელი ადამიანები გამოდიან და სხვა. ამ სიტყვებიდან გამოდის, ვითომც ყმაწვილების ზნეობრივი აღზრდა უმთავრესად სასწავლებლის მოვალეობაა და იგი ამ საქმეში პასუხისმგებელია. ეს აზრი შემცდარი და უსაფუძვლოა; იგი არის შედეგი იმისა, რომ მშობლებსა და უფროსებს უნდათ, ბავშვების აღზრდაში გამოჩენილი დაუდევრობა თავიდან აიშორონ და თავისი დანაშაული სხვას მოახვიონ, ტყუილად სდებენ ბრალს სასწავლებელს; ამით თავს ვერ გაიმართლებენ; ბავშვების სარწმუნოებრივ-ზნეობითი აღზრდა ოჯახის თავდაპირველი მოვალეობაა და არა სკოლისა, - ვამბობთ, თავდაპირველი.

ყმაწვილების რელიგიურ-ზნეობრივი აღზრდა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, მათი ბავშვობიდანვე, იმ დროიდან, როცა მათში აზრი იბადება, როცა ისინი გარეგან შთაბეჭდილებათ ითვისებენ და როცა მათთანარსნი ზნეობრივი თვისებანი ამა თუ იმ სახით თავს იჩენენ, ცხადიყოფიან. აღმზრდელობითი ზეგავლენა ბავშვებზე თან უნდა ყვებოდეს მათი ზნეობრივი ბუნების პირველთავე ცხადყოფათა მისთვის, რომ წინდაწინვე აცდენილ იქნეს სამწუხარო მოვლენა - ზნეობრივი დამახინჯება, განვითარება მავნებელ მიდრეკილებათა. უნდა ვსარგებლობდეთ, სანამ ბავშვების სულიერნი ძალნი ნორჩნი არიან, და უნდა მივცეთ მათ წესიერი მიმართულება. ვინ უარჰყოფს საჭიროებასა და სარგებლობას რომელიმე მცენარის ადრინდელი მოვლისა? რომ მცენარე კარგი იქნეს, მის მოვლას ადრევე იწყებენ, იმ დროიდან, როცა იგი ნორჩია და თითქმის როცა იგი ჯერეთ თესლადაა, როგორადაც განაპოხებენ მიწას, წყალს უსხამენ, აცლიან გარშემო მოსულ ბალახებს და სხვა. თუ წესიერი მოვლა დავიწყეთ გვიან, როცა მცენარე გაიზრდება და გამაგრდება, მაშინ ეს მოვლა უნაყოფოდ ჩაივლის, იგი ვერ მისცემს მცენარეს შესაფერ ფორმასა და ენერგიას. ასევე ხდება ბავშვებზედაც, თუ ისინი თავისთავს მივანდეთ, თავის ნებაზე მივუშვით და მათზე არავითარი რელიგიურ-ზნეობითი გავლენა არ ვიქონიეთ, ამას ის შედეგი მოჰყვება, რომ ისინი ზნეობრივად კეთილგანუწყობელი ადამიანები გამოვლენ, და როცა ისინი თვითგაცნობიერებაში მოვლენ, თავის დანიშნულებას მიხვდებიან, შეიგნებენ, თუ რაა მათი ნამდვილი ბედნიერება, მაშინ მათ ძლიერ გაუძნელდებათ და თითქმის შეუძლებელიც გაუხდებათ თავისთავის გარდაქმნა, მოდრეკა-შესუსტება ბავშვობაში შესისხლხორცებულ ბიწიერ თვისებათა და ვნებათა, და მათ ფრიად დიდი მეცადინეობის ხმარება დასჭირდებათ, რომ ახალ კანონიერ პრინციპებს ფართო გზა მისცენ. თუ როგორ ძნელია ბავშვობაში შეზრდილ ჩვეულებათა მოსპობა, შემცირება, ეს ყველა ჩვენგანს თავისთავზე გამოუცდია. თუ ყმაწვილებზე ზნეობრივი გავლენა ადრევე იქონიეს, გადაეღობნენ მათ ბოროტ სურვილებს და ხელი შეუწყვეს მათ კეთილ თვისებათა ადრინდელ ჰასაკშივე, მაშინ მათი ქორფა, გაუფურჩქვნელნი ძალნი ხმარებულ აღმზრდელობით საშუალებათ ადვილად დანებდებ-დაემორჩილებიან და ამით დადებულ იქნება მტკიცე სათავე - საფუძველი მათის სარწმუნოებრივ-ზნეობით სრულყოფისა და ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოებისათვის. არ უნდა შეგვაყენოს იმან, რომ ბავშვების აღზრდა მათის ნების უმონაწილეოდ სრულდება და წარმოებს ჟამსა მათის შეუმცნებლობისა, ანუ ნახევრადშემეცნებისასა. ის, რაც კანონიერი და კეთილია, რაც ბედნიერების მომნიჭებელია, რისადმიც ყმაწვილები შემდეგში თვითონვე დაწყებენ ლტოლვას, რის უქონლობაზედაც ბოლოს იმწუხრებენ, სჯობია, მათ დროითვე მივაწოდოთ, შევძინოთ იმ ჰასაკში, როცა მათი ბუნება ნორჩია, ყოველისფერს ადვილად ითვისებს და ამ დროს შეთვისებული სამუდამოდ დარჩებათ. ხოლო სად მიმდინარეობს ყმაწვილების პირველ ბავშვობის ხანა? - ოჯახში, მშობლებსა და ნათესავებთან. ამ სახით, ოჯახი შეადგენს ბავშვების პირველ აღმზრდელ წრეს.

ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიურ-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიად არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხერხებული შემთხვევები ოჯახში უფრო მეტია, ვიდრე სკოლაში. სასწავლებელთა მიზანთა შორის ტყუილად აძლევენ პირველ ადგილს სარწმუნოებრივ-ზნეობითს აღზრდას. რისთვის უნდა აჩეჩონ სასწავლებელს უპირველეს მიზნად ის, რასაც იგი ვერ შეასრულებს? ბავშვები სკოლაში ბევრი-ბევრი, ოთხ-ხუთ საათს რჩებიან და თითქმის მთელი ეს დრო სასწავლო საგნების შეთვისებაზე მიდის. შემდეგ, მათ სასწავლებელში რელიგიურ-ზნეობრივი წვრთნისათვის მარჯვე შემთხვევანი იშვიათად ეძლევათ. კეთილ-ნაყოფიერი მოქმედებისათვის ყმაწვილების ბუნებაზე კეთილ ცხოვრების ცოცხალ მაგალითების დასახვისათვის მათ თვალწინ, მათ გადაჩვევისათვის ცუდ მიდრეკილებათაგან და კეთილ თვისებათა თანშეზრდისათვის საჭიროა მარჯვე შემთხვევანი, ასეთი თუ ისეთი მოვლენანი ზნეობრივ ცხოვრებაში, ერთმანეთთან დამოკიდებულებათა შორის. ხოლო სასწავლებელში ამისთანა სახელდახელო მომენტების ლოდინი დიდხანს მოგვინდება, საგანგებოდ კი მათი შექმნა შეუძლებელია. ამას გარდა, რომ კაცმა მართლაც და ნამდვილი აღმზრდელობითი ზეგავლენა იქონიონ ყმაწვილებზე, ამისთვის მოითხოვება, რომ მან კარგად იცოდეს მათი ბუნება, მათნი მიდრეკილებანი და ამათდაგვარად იხმაროს ასეთი თუ ისეთი საშუალებანი და თითოეულ ბავშვს შესაფერისად მოექცეს; ხოლო ყველა ბავშვის ხასიათის შესწავლა მასწავლებლისათვის, რომელსაც ხშირად ორმოცდაათამდე მოსწავლე ჰყავს, შეუძლებელი საქმეა. რასაკვირველია, თუ ზნეობრივი აღზრდა ქადაგების კითხვით მოხერხდება, მაშინ შეიძლება სკოლას დავავალოთ ზნეობრივი აღზრდა, მაგრამ ცარიელი სიტყვით დარიგება არ ნიშნავს აღზრდას. ამგვარად, ბავშვის აღზრდა სასწავლებელში შესვლის შემდეგაც უმთავრესად ოჯახს ევალება და მან უნდა განაგრძოს ზრუნვა-მეცადინეობა მათ დაცვაზე ზნეობრივი სიწამხდრისაგან და მათი სულიერი გაუმჯობესებისათვის.

დეკანოზ ღამბაშიძის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე
ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, ადამიანნი სრულიად სპეტაკნი გონებითა და გულით, შემკულნი სხვადასხვა სათნოებითა, პირადის სარგებლობის უარისმყოფელნი, მოძმეთა სიკეთისთვის თავგამოდებულნი იყვნენ ძველ დროში, განსაკუთრებით კი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. ამისთანა ნათელმოსილ პირებზე ახლა მხოლოდ წიგნებში ვკითხულობთ, აწინდელ ცხოვრებაში ასეთი ბრწყინვალე ადამიანები არ მოიძებნებიან. ახლა აქა-იქ ჩანან მხოლოდ ზოგიერთი მხრივ ღირსეული პირები. მათ ბევრი ნაკლულევანება აქვთ, მაგრამ თანაც აქვთ ისეთი თვისებები, რომელნიც მათ სხვებზე წინ აყენებენ და ხდიან საზოგადოებისთვის შესამჩნევლად, სასარგებლოდ. აი, ასეთ პირებს ეკუთვნოდა განსვენებული დეკანოზი დავითი. ნაკლულევანებანი ჰქონდა მას, მაგრამ მაინც მას მთელ ჩვენს ქართველ სამღვდელოებაში საპატიო ადგილი ეჭირა. ჩვენ, ყველანი, ჩაფლულნი ვართ ამ ცხოვრების სიამეთა ძიებაში, ვუნდებით კუჭის მოთხოვნილებათა და პატივისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ის კი ლაპარაკობდა, წერდა, ხმაურობდა საზოგადო კითხვებზე, უშიშრად ხმას იღებდა, ნაწილს ჩვენის ერისას აწვდიდა მასალას განათლებისათვის, თვითცნობიერების გაღვიძებისთვის. რად ღირდა მხოლოდ ის, რომ მთელ სამღვდელოებაში მარტო ის ძლებდა სასულიერო გაზეთის გამოცემას 30 წლის განმავლობაში შეუწყვეტლად. დიაღ, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დეკანოზმა დავითმა კვალი დატოვა; მას არაერთხელ მოიგონებენ, ამიტომ იმისი სიკვდილი ჩვენთვის სამწუხაროა. მაგრამ რას ვიზამთ? ღმრთის ნებას უნდა დავმორჩილდეთ. დაგვრჩენიაღა, შევსთხოვოთ უფალს, განუსვენოს მას თავის სასუფეველში და ჩვენ იმისი მაგიერი მოგვივლინოს, რათა განგრძობილ იქმნეს ის შრომა, რომელსაც იგი ეწეოდა საზოგადოებისთვის. ღმერთმა ინებოს!

ქვაშვეთი, 28 დეკემბერი, 1910 წ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat