გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მიმართვა ეპარქიის სამწყსოსადმი
გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მიმართვა ეპარქიის სამწყსოსადმი
"ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ბატონებო და ქალბატონებო, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საკითხს, რომელმაც მცირე ხნის წინათ ააღელვა ჩვენი საზოგადოება.

2014 წლის 13 მაისს გახლდით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმის - "ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში", საზეიმო გახსნაზე. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, ასევე მღვდელმთავარნი, მეცნიერნი, სასულიერო და საერო პირნი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. სხვებთან ერთად, შეკრებილებს სიტყვით მოგვმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა დავით უსუფაშვილმა. მისმა გამოსვლამ იმთავითვე აღგვიძრა სურვილი კითხვების დასმისა, ზოგიერთ საკითხზე უფრო ვრცელი განმარტებების მოსმენისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა, მაგრამ კონფერენციის გახსნის რეგლამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ხუთი გამომსვლელით და ამ დღის ფორმატი არ ითვალისწინებდა არანაირ კითხვა-პასუხსა თუ პოლემიკას.

აღნიშნული სურვილი კიდევ უფრო გაგვიღრმავა იმ გარემოებამ, რომ ბატონი დავითის გამოსვლამ სოციალურ ქსელებშიც ჰპოვა ფართო გამოხმაურება და საზოგადოების ნაწილის მიერ იგი აღქმულ იქნა, როგორც შეფასება ქვეყანაში არსებული რელიგიური მდგომარეობისა. ასევე, როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვასა (რაც დარბაზში მოვისმინეთ, გადაიცა სატელევიზიო ეთერით და ატვირთულია სოციალურ ქსელებში) და მის ოფიციალურ ფაცებოოკ გვერდსა თუ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებში მოთავსებულ ამავე გამოსვლის წერილობით ტექსტს შორის არსებითი განსხვავებები არსებობს. კერძოდ, ეს უკანასკნელი შეიცავს რამდენიმე მკვეთრ, ჩვენთვის სრულიად მიუღებელ განცხადებას, რაც კონფერენციაზე არ თქმულა. ამასთან, გულსატკენია ისიც, რომ მკითხველს ისინი ისე მიეწოდება, თითქოს საჯაროდ ყოფილიყვნენ გაჟღერებულნი.

სწორედ ამიტომ, ჩვენს სამღვდელმთავრო ვალად ჩავთვალეთ მოცემულ საკითხზე განმარტებით მიგვემართა გორისა და ატენის ეპარქიის სამწყსოსათვის. თავისი მისასალმებელი სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილი ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის 1992 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილიდან - "ვუშველოთ მომავალ თაობას" - ამონარიდების მოხმობით დაიწყო.

სამწუხაროდ, ციტატები კონტექსტიდან ისეა მოყვანილი, რომ მსმენელს შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ავტორი საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა. არადა, ვინც ყურადღებით გაეცნობა ბ-ნ ჯ. ქარჩხაძის ზემოთაღნიშნულ წერილს, დარწმუნდება, რომ მას მთავარ ხაზად გასდევს საზოგადოების მონობის სენით შეპყრობილობის იდეა და ავტორის წუხილი, რათა არ გადაეცეს იგი მომავალ თაობებს. სულიერ სიჯანსაღედ კი, მწერალს თავისუფლებისაკენ ლტოლვა მიაჩნია, რაც, მისი აზრით, თვითოეული ადამიანისაგან საკუთარი თავის უარყოფას მოითხოვს.

აგრძელებს რა გამოსვლას, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებს, რომ: "ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ ვერა, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დაიცავს ეროვნულ იდენტობას და პიროვნების თავისუფლებას"; "ლიბერალური დემოკრატია, ეს არის ზრუნვა თვითოეულზე იმისათვის, რომ ყველა ბედნიერი იყოს. მაშასადამე, სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი, ინსტიტუციური მობრუნება ქრისტიანობისაკენ, როდესაც თვითოეული ადამიანია საზრუნავი და არა მასა, კლასი და ასეთი კატეგორიები" (ციტატის დასასრული). მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელთათვის თავისუფლება ნიშნავს სწორედ ვნებებისაგან განთავისუფლებას, პირველადი (ცოდვით დაცემამდელი) ჰარმონიის აღდგენას ადამიანში, მის სრულ ერთობას ღმერთთან - განღმრთობას, რაც ცოდვასთან ბრძოლით, საკუთარი თავის უარყოფით (იმდენად არის ცოდვა შესისხლხორცებული ადამიანის ბუნებასთან) მიიღწევა. ადამიანის ზნეობა დამოკიდებულია მისი თავისუფლების ხარისხზე. თავისუფლების არსი შესანიშნავად გამოხატა და განმარტა გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძემ): "თავისუფალია ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ირჩევს სიკეთეს".

"ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები" - წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (კორ.1.6.12).

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეკლესიის მთავარ საზრუნავს, მაშინაც კი, როდესაც იგი მატერიალურად ეხმარება გაჭირვებულთ, ადამიანის უკვდავი სულის სამუდამო ხვედრი წარმოადგენს. ამას, როგორც ვხედავთ, ბატონი დავითიც აღიარებს. რწმენა უფლისა, მხოლოდ მისი თაყვანისცემა, ღვთის მცნებების აღსრულება გულისხმობდა და გულისხმობს სიმართლით და ზნეობით ცხოვრებას. სწორედ ეს გახლავთ ერის ღირსების განმსაზღვრელი. რაც შეეხება ეროვნულობას, ქრისტიანობაში იგი ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის ნაკლოვანებათა გამოსწორებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნეჩვეულებების დაცვას, რაც მისი თავისთავადობის, მეობის საფუძველია. ყოველივე ეს კი, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას განაპირობებს. ბატონი დავითის მისასალმებელ სიტყვაში წამოჭრილი საკითხები ადრეც აღელვებდა ქართულ საზოგადოებას. მათზე გამოთქმული აქვთ საკუთარი აზრი ჩვენს დიდ მოაზროვნეებსა და ერის მამებს.

აი, რას ბრძანებს თავისუფლების მეხოტბე ქართველი გენიოსი: "რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავისი ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო,- არა! უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის" (ვაჟა-ფშაველა, "რა არის თავისუფლება?").

თითქოს დღევანდელობას აღწერდეს უკვდავი ილია: "ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ახლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გადაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა-გრძნობანი ზენა-გრძნობათა ადგილს გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა თავანკარად. თითქო ჭკუისა და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა. ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალ-წინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგი ურთიერთობებისა არ ირღვეოდეს... თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვას-ღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შესძლეს.

...სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით-კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში. საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად. ...ყოველს სასაცილობას წამოიყრანტალებენ, გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა.

...სულ სხვაა ჩვენი შინაური უარმყოფელობა. იგი რაღაც სიბრძნეს, ცოდნასა და ლიბერალობას ჩემულობს და თუ გამვლელ-გამომვლელი თავს არ უკრავს და მუხლს არ უყრის, ყველანი სულელები ჰგონია, უცოდინარი და რეტროგრადი. ამის მსმენელს ბალღებსაც სჯერათ ეს ყველაფერი და ვნებაც სწორედ აქ არის. აკი მოგახსენებთ, ჩვენში იმისთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ და იყვირონ - დღისით დღე არ არის და ღამით ღამეო. თითქოს მარტო იმისთვის, რომ ბალღებს მოაწონონ თავი და ტაშის ცემით ათქმევინონ: აი უარმყოფელი და, მაშასადამე, ბრძენი, მცოდნე და ლიბერალი. თორემ გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს საგიჟეთში ამოუყოფდა თავსა" (ილია ჭავჭავაძე, "უარმყოფელობა ჩვენში").

ასე რომ, როგორც ჩვენი ერის მამების ნაწერებიდან ირკვევა, "ეროვნულ იდენტობასა და პიროვნების თავისუფლებას" საფრთხე, არასწორად გაგებული და ქადაგებული ლიბერალიზმისაგან უფრო ემუქრებათ. ეს კი იმიტომ, რომ ლიბერალიზმი აღმოცენდა ისეთ წიაღში, რომელიც დაშორდა უძველეს საეკლესიო გარდამოცემას. და თუკი ვინმეს მართლაც სურს ქრისტიანობის ფესვებისაკენ მობრუნება, მან უნდა მიმართოს ერთადერთ ჭეშმარიტებას - უფალ იესო ქრისტეს მცნებებს, რომელთაც საუკუნეების მანძილზე უცვლელად იცავს მართლმადიდებელი ეკლესია - და მაშინ ყოველივე თავის ადგილას დადგება. ლიბერალიზმისათვის, მისი თანამედროვე გაგებით, მთავარ ფასეულობას წარმოადგენს ღმერთს დაცილებული, ცოდვილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი.

ამასთან, ეს ადამიანის ბუნებრივ (ნორმალურ) მდგომარეობად განიხილება, ისევე, როგორც მისი ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება, თუკი იგი კანონით არ იკრძალება. სწორედ ეს მიიჩნევა პიროვნების თავისუფლებად. დღეს ეროვნული ღირსებისა და სარწმუნოების შელახვა, ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება, სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება და ამაში, სამწუხაროდ, დიდ როლს მასმედია ასრულებს. თუ პირადი ცოდვა ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და რეკლამირება რყვნის და ღუპავს მთელს საზოგადოებას. ბატონი დავითი ასევე ბრძანებს: "დიახ, ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ ვერა ქრისტიანული სულიერებისა და მსოფლმხედველობის დაბრუნებას. იმიტომ, რომ ჩვენ დაახლოებით 100 წლის წინ ამ სულიერებას ჩამოგვაცილეს კომუნისტური რეჟიმის პირობებში".

პატივცემული ორატორი ფართო საზოგადოებას მიმართავდა და ამ მხრივ, მისი სიტყვები ნაწილობრივ მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, როგორც სასულიერო დასის წარმომადგენელმა, რომელიც აღნიშნულ შეკრებას ვესწრებოდი, შემიძლია განვაცხადო, რომ თავიანთი არსებობის მანძილზე ქრისტიანებს მთელს მსოფლიოში მოუწიათ არათუ 70 წელი, არამედ მთელი საუკუნეები მტრულად განწყობილ და სარწმუნოების მდევნელ სახელმწიფოებში ცხოვრება, იღვრებოდა უამრავი სისხლი, მაგრამ ეს მხოლოდ აძლიერებდა ეკლესიას! დღესაც საქართველოს ეკლესიას სრულად აქვს შენარჩუნებული ქრისტიანული სულიერება და მსოფლმხედველობა და ძალუძს მათ აზიაროს ნებისმიერი მსურველი.

გადავიდეთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლასა და ამ გამოსვლის წერილობით ვარიანტში არსებულ ძირეულ სხვაობებზე. გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ: "რუსული პროპაგანდის გავლენით საზოგადოების და საეკლესიო წრეების ნაწილში ყალიბდება სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ "დასავლეთი არის მართლმადიდებლობის მტერი". და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ "კომუნიზმი და იმპერიალიზმი ყოფილა მართლმადიდებლობის დამცველი". საზოგადოების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლობის ცენტრი და ჩვენი საყრდენი დასავლეთთან ურთიერთობასა და გლობალურ პროცესებში. მე-19 საუკუნის კოლონიალიზმისა და მე-20 საუკუნის კომუნიზმის შედეგებს ამგვარად ვიმკით 21-ე საუკუნეში" (ციტატის დასასრული).

უპირველეს ყოვლისა, ძალზედ გვაკვირვებს საზოგადოების ნაწილის ასე იოლად გამოცხადება რუსული პროპაგანდის მსხვერპლად. უნებლიედ გვებადება კითხვა: ნუთუ ეს ხალხი მოკლებულია დამოუკიდებლად აზროვნების უნარს და ისე, რომ თავადაც ვერ გაუცნობიერებიათ, საქართველოს მტრად არიან ქცეულნი?! ხოლო რაც შეეხება საეკლესიო წრეების თუნდაც ნაწილისთვისაც კი, დაბრალებას იმისა, რომ თითქოს მათ კომუნიზმი და იმპერიალიზმი სარწმუნოების დამცველად, ხოლო რუსეთი მართლმადიდებლობის ცენტრად ესახებოდეთ, დიდ უსამართლობად მიგვაჩნია. შეგახსენებთ, რომ სასულიერო დასსა და მორწმუნე საზოგადოებაში მრავალი წლის მანძილზე მტკიცედ ჩამოყალიბებული ერთსულოვანი აზრის საფუძველზე, ჩვენი პატრიარქის უშუალო ინიცირებით, საქართველოს ეკლესიის ამჟამინდელი წმინდა სინოდის მიერ, ბოლო წლებში მოხდა იმპერიალიზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი და ეროვნული იდენტობის დამცველი არაერთი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწის წმინდანთა დასში შერაცხვა. მოგვყავს მათი არასრული ჩამონათვალი: იმერეთის მეფე სოლომონ II, ეპისკოპოსნი დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, დიმიტრი ყიფიანი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ილია ჭავჭავაძე, პატრიარქები კირიონ II და ამბროსი ხელაია, ძმები კარბელაშვილები, გაბრიელ ბერი და სხვანი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, როგორც პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე ჩვენი ეკლესიის იერარქებსაც, არაერთხელ დაუფიქსირებიათ, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნიდანაც, თავიანთი განუხრელი ერთგულება საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

შემდგომი მკვეთრი განცხადება, რომელიც არ თქმულა სიმპოზიუმზე, თუმცა იკითხება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის ოფიციალურ წერილობით ვერსიაში, გახლავთ: "არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით, ნაცვლად კონსტიტუციისა". ჩვენ არ ვიცით, თუ კონკრეტულად რისი თქმა სურდა ამით ბატონ დავითს, მაგრამ ყოვლად დაუშვებლად ვთვლით ბიბლიის გვერდით სიტყვა "ბოროტების" ხმარებას და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ბიბლიის (წმინდა წერილის) სულის მატარებელი კანონებით. აქვე გვახსენდება VI საუკუნის ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის "დიგესტებში" მოცემული განსაზღვრება: "სამართალი გახლავთ მეცნიერება სიკეთესა და სამართლიანობაზე".

საკუთარი სიტყვა პატივცემულმა მომხსენებელმა გააგრძელა ასიმეტრიული ინსტიტუციური სეკულარიზმის არსის განმარტებით და ჩვენ ვეთანხმებით მის მსჯელობას, რომ "სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, ხოლო ეკლესიას უფლება კი არა, ვალდებულება აქვს ჩაერიოს საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ცხადია ჩაერიოს კანონისა და ზნეობის ფარგლებში". თავისი გამოსვლის დასასრულს, იგი ისევ დაუბრუნდა აღნიშნულ თემას და დასვა კითხვები: "მოახერხებს სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი, რომ არ გასცდეს თავისი ბუნებით შემოსაზღვრულ ფარგლებს და არ იტვირთოს ადამიანების ღმერთთან, ანუ ჭეშმარიტებასთან მიყვანის ფუნქცია და არ წაუცდეს ხელი ეკლესიისადმი მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგად კონვერტაციისაკენ? - დღემდე ხშირად სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი ამას ვერ ვახერხებდით. მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება... და მე აქ უნდა გავჩერდე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, სწორედ იმ ასიმეტრიული სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ეს ეკლესიის და სამღვდელოების გადასაწყვეტია რა არის მოსახერხებელი, რა არის გასაუმჯობესებელი, რა არის გასაკეთებელი" (ციტატის დასასრული). ასე ითქვა სიმპოზიუმზე. საკუთარ ოფიციალურ ფაცებოოკ გვერდზე კი, ბატონი დავითი წერს: "მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება, რომ მისი მოქმედების დასაწყისი და დასასრული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე და არ შეეცადოს მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებად კონვერტაციას? - დღემდე მან ეს ყოველთვის ვერ მოახერხა..." (ციტატის დასასრული).

თუ ეს სიტყვები მართლაც ბატონ დავითს ეკუთვნის, მაშინ დაგვეთანხმებით, რომ ამ გამონათქვამით პარლამენტის თავმჯდომარე არღვევს მის მიერვე ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ასიმეტრიული სეკულარიზმის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს. გამოსვლისას ბატონმა დავითმა ასევე აღნიშნა, რომ "ყველაზე მნიშვნელოვანი შრომები ღვთისმეტყველების - ადამიანების, რომელთაც ქრისტიანული მსოფლმხედველობა განავითარეს და აიყვანეს ახალ სიმაღლეებამდე, არ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი. ეს ძალიან საშური საქმეა, რომ ჩვენ ქართულ ენაზე გავეცნოთ ყველა იმ ნაშრომს, ყველა იმ მოძღვრებას, რომელიც საუბრობს თანამედროვე სახელმწიფოზე, თანამედროვე ეკლესიაზე და მათ შორის ურთიერთობაზე".

მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტება სრული სისავსით მიიღეს მოციქულებმა სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს. მას შემდეგ ეს მადლი და ცოდნა დაცულია მართლმადიდებელ ეკლესიაში. არავის ძალუძს მისი "განვითარება" ან "ახალ სიმაღლეებამდე აყვანა". ამასთანავე, ისტორიულად, წმინდა მამები - დიდი ღვთისმეტყველები განმარტავდნენ წმინდა წერილს, გადმოგვცემდნენ ეკლესიის აზრს სხვადასხვა სწავლებასა თუ საკითხზე, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებას აღელვებდა. მართალია თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა (ბერძენ, სერბ, რუმინელ, ამერიკელ, ფრანგ თუ სხვა) ნაშრომების უმეტესობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ თარგმნილა ქართულ ენაზე, მაგრამ ისინი ჩვენთვის ცნობილია და თუ გვერწმუნებით, ლიბერალიზმის მხარდაჭერას იქ ვერსად ნახავთ. სწორედ მათზე დაყრდნობით მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებებს.

ვეთანხმებით ბატონი დავითის მსჯელობას (მისი გამოსვლის წერილობით ვარიანტში), რომ სახელმწიფოს ფუნქციას წარმოადგენს "შექმნას ადამიანის თავისუფლების გამოვლინების პირობები ისე, რომ არ დაირღვეს სხვათა უფლებები და საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმები". ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა - ვინ განსაზღვრავს იმ საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, რომელთა დარღვევაც ყოვლად დაუშვებელია? ზნეობრიობა ძალზედ მრავლისმომცველია. იგი თავგანწირვის, სიკეთის, მოწყალების, წინაპართა პატივისცემის, სამშობლოს სიყვარულის, ღირსეული ოჯახის შექმნის, კარგი შვილების აღზრდისა და სხვა სათნოებათა ერთობლიობას წარმოადგენს. ყველაფერი იცვლება ჩვენს ცხოვრებაში: დრო-ჟამი, ადამიანები, მაგრამ როგორადაც არ უნდა ეცადონ ზოგიერთნი "ახალი ზნეობრივი ფასეულობების" დანერგვას, არასოდეს მოხდება, რომ ღირსეული ეწოდოს ბოროტ, მკვლელ, მრუშ, სამშობლოს მოღალატე, ცრუ და უსიყვარულო კაცს. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ქრისტიანია თუ არა, ვინაიდან ღირსება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება უნდა წყვეტდეს, თუ რომელი საქციელი ითვლება ამორალურად, გასაკიცხად და სცდება ზნეობრივი მინიმუმის ზღვარს. სახელმწიფოს პრეროგატივას კი, სხვადასხვა საფრთხის შემცველი ამა თუ იმ ქმედობის კრიმინალიზაცია წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებლად ვთვლით ე.წ. "ანტიდისკრიმინაციული კანონის" მოცემული რედაქციით დატოვებას, ვინაიდან იგი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება! ეროვნული თვითმყოფადობის, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების შესანარჩუნებლად მუდამ იბრძოდა და იბრძოლებს ქართული ეკლესია, ჩვენი ერის საუკეთესო შვილებთან ერთად.

ღვთისმშობლის მოსვლისა კი, ჩვენ - მორწმუნეებს არ შეგვრცხვება, თუკი მას დავახვედრებთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, სახარების მცნებებით ცხოვრების ძალისაებრ მცდელობასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ცოდვების გამო.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

21 ივნისი 2014 წ.

P.S. თუკი ვინმე დაგვიანებულად მიიჩნევს აღნიშნულ მიმართვას, ასეთებს ვუპასუხებთ, რომ შეგნებულად თავს ვიკავებდით წინასაარჩევნო პერიოდში მისი გამოქვეყნებისაგან, რათა გამოგვერიცხა პოლიტიკური ქვეტექსტის არსებობის ყოველგვარი ეჭვი."



ბეჭდვაელფოსტა
25.06. 2014
1
raoden samwuxaroa rom parlamentis wevrebi ver azrovneben uflis mcnebebis mixedviT da maT qveynis sadaveebi xelT upyriad.
25.06. 2014
taboreli
Sruliad vetankhmebi tkvens azrs tkveno yovladmaghalusaghmdelosobav,magram vis esaubrebit ghirsebaze da samshoblos bednier khvalindel dgheze,khalkhs romelta leksikonshi aseti sityvebi ar arsebobs da arts grdznoba da survili ghvtis shemetsnebisa.didi bodishis mokhdit eseodeni kadnierebisatvis
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat