გვესაუბრება დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: "ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა" (ლკ. 12,49) რომელი თქვენგანი იტყვის, რომ კი მოვიდა უფალი ცეცხლისა მოფენად ქვეყანასა ზედა, ოღონდ ეს მე არ მეხებაო?
მე ასე დუნედ უნდა ვიცხოვრო ქრისტიანობაში, დუნე ქრისტიანი უნდა ვიყო. იმიტომ რომ ეს სიტყვები მე არ მეხებაო.
და თუ გეხებათ ეს სიტყვები, მაშინ უფალი აგრძელებს: "ცეცხლისა მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა და რაიმნებავს, რაითა აწვე აღეგზნას!"- თითოეულ თქვენთაგანის გულში - აწვე, ეხლავე.
თქვენ გახსოვთ, როცა პავლე მოციქული სარწმუნოებრივ გულმხურვალებაზე საუბრობს, ამბობს: "სულით მდუღარენი იყავითო" (რომაელთა 12:10)
და ეს სიტყვები - მნებავს რათა აწვე აღეგზნას თითოეული თქვენთაგანის გულში - იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეში არ შეიძლება ვიყოთ მოდუნებულნი. უფალი ამბობს: მოვედი რომ ცეცხლი მოვფინო და მე მნებავს, რომ აწვე აღეგზნას, ეს ჩემი ნებააო - უფლის ნებაა, ძე ღმერთის ნებაა. და მის ამ ნებაში აუცილებელია ჩვენი თანამონაწილეობა.
გახსოვთ ჩვენი ლოცვის სიტყვები? "უფალო, იყავნ ნება შენი" ეს ნიშანავს, რომ შენ აქტიურობ, "იყავნ ნება შენი"- ადვილი სათქმელია, მაგრამ გასაკეთებლად ძალიან რთული. შენი ნება ხომ არ გემორჩილება? შენი ნება რომ დაიმორჩილო და უფალს დაუმორჩილო, ამას სჭირდება სწორედ ასკეტური ღვაწლი. ამას სჭირდება, რომ ძალიან აქტიური იყო, რათა შენი ნების დამორჩილება შეძლო. დიდი სულიერი პროცესი უძღვის წინ იმას, რომ შეძლო, შენი ნება დაიჭირო და ღმერთს დაუმორჩილო, ამაში ვლინდება ჩვენი აქტიურობა, ეს ნიშნავს, რომ "ღვთის თანამუშაკნი" ვართ, ღვთის თანამშრომელნი ვართ.
უფალი ნებელობაზე გვესაუბრება - "მე მნებავსო"- საინტერესოა, კიდევ რაში ვლინდება ღვთის ნება. აქ მინდა იოანეს სახარების მე-7 თავიდან ამონარიდი მოვიყვანო:
"დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ". თუ არ გწყურია, ეს სიტყვები შენ არ გეკუთვნის და ხარ მოდუნებულ მდგომარეობაში, სწყურია - არ ნიშნავს იმას რომ მოსწყურდება ხანდახან, როცა რაღაც განსაცდელი მოაწვება ან ამაოება შეაწუხებს. არამედ სწყურია ნიშნავს, რომ სწყურია სულ - დაძინებისას, გაღვიძებისას, არ არის წამი შენს ცხოვრებაში ქრისტე არ გწყუროდეს, და ეს არის ქრისტიანის ნორმალური მდგომარეობა
და გეუბნება უფალი: "უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი." - ვისაც ჩემი სწამს, მის შიგნით დუღს და გადმოსჩქეფს ცოცხალი წყლის მდინარე. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ ადამიანს სწამს ქრისტე.
"ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ" აქ მოციქული განმარტავს, რომ ეს ითქვა სულიწმინდის მდინარის შესახებ და ეს შეეხება ყველა მორწმუნეს - არა მხოლოდ მოციქულებს, რომლებზეც გადმოვიდა სულთმოფენობას სულიწმინდა, არამედ ჩვენც, თითოეულ ქრისტიანს.
"რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ" - აქ მინიშნებაა იმაზე, რომ სულიწმინდა, რომელიც ჩვენ გულმხურვალე მდგომარეობაში გვამყოფებს და რომელიც გვიკმაყოფილებს ამ წყურვილს, შენზე და ჩემზე გადმოვიდა იმიტომ, რომ იესო გახდა განდიდებული, განდიდებული კი ნიშნავს იმას, რომ თავისი სიყვარული ჩვენს მიმართ დაამტკიცა წამებით - ეწამა, შემდეგ აღდგა და ამაღლდა ზეცად, ანუ ადამიანური ბუნება განიწმინდა იესო ქრისტეში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი