ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მართლმადიდებლური
ტაძრები და ეკლესიები ტრადიციული ბზობისა და აღდგომის ღვთისმსახურებების დროს ღია იქნება, მიუხედავად კორონავირუსის ეპიდემიისა. მისივე თქმით, ბევრი ადამიანი უიმედო და სასოწარკვეთილია.
ამასთან ბორისოვმა ბულგარელებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ და იქ ილოცო. ქვეყნის მთავარი ტაძრებიდან ღვთისმსახურების ტრანსლირება კი ეროვნული ტელევიზიების მიერ მოხდება.
"გადაწვეტილება მძიმეა, მაგრამ მე მზად ვარ გავუძლო საყვედურებს. ეპისკოპოსებმა მითხრეს, რომ ბევრი ადამიანია უიმედო და სასოწარკვეთილი. ასე, რომ მე უბრალოდ არ შემიძლია გამოვცე ასეთი ბრძანება, რომ დავხურო ეკლესიები", – განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.
ბულგარეთმა საგანგებო მდგომარეობა 13 მაისამდე გაახანგრძლივა და ორ ზრდასრულ ადამიანზე მეტის თავშეყრა აკრძალა.
"ნიუ იორკ თაიმსი" აქვე წერს, რომ ბევრმა ბულგარელმა მიუთითა ეკლესიებში ადამიანების ქცევაზე, სადაც ხატებს ეამბორებიან და ღვთისმსახურებისას საერთო კოვზით სარგებლობენ.