რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული, რომ მაინცდამაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინცდამაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის
04.04.2020
ღვთის მსახურებს უფლება გვაქვს, ღვთისმსახურებები აღვავლინოთ, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ეს ყველაფერი, რომ მაინცდამაინც
ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინცდამაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის", - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილმა) განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ეკლესიებში დისტანცია დაცული იქნება და წირვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავა.
"სანამ სამ კაცზე იქნებოდა, მანამდე 10 კაციც იყო, მაგრამ ტაძარში იდგა ხალხი და ეს არ ყოფილა დარღვევა. ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, დისტანცია იქნება დაცული და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პირდაპირ ეთერში იქნება წირვა. ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ და რაღაცს ისეთს ვაკეთებთ. რადგან თქვენი სამუშაო სავალდებულოა და მუშაობთ, ჩვენც გვაქვს ღვთის მსახურებს უფლება, რომ ჩვენი მსახურებები აღვავლინოთ. ერის და ღვთის მსხურებაში ვართ, აქედან გამომდინარე, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული, რომ მაინცდამაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინცდამაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.