- იტალია ქალაქი ბარი... უთვალავი ემიგრანტის ნავსაყუდელი ქალაქი დღეს განსაცდელშია.... აქ მცხოვრები უთვალავი ემიგრანტი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე არიან უმუშევრად დარჩენილები....ქალაქში შეიქმნა მოხალისე ემიგრანტთა ჯგუფი ,რომლებიც დახმარებას უწევენ უმუშევრად დარჩენილ ასაკოვან ქალბატონებს და ჩვილბავშვიან დედებს.... ეს ფოტოებიც რიგითი ერთი დღის ამსახველია ემიგრანტ ქალბატონ ზოია კალმახელიძის შემოწირულობა ნაწილდება სხვადსხვა ოჯახებზე. სიტუაცია ძალიან რთულია რადგან მკაცრად ხდება ქუჩაში გადაადგილების შემოწმება.მაგრამ ...ახერხებენ ფიქრია კუჭუხუძის,ორგანიზებით.
ფოტოზე ვხედავთ .ღვაწლით მოსილ დიდ ჩიჩო კატალდოს რომელზეც ზრუნავს ემიგრანტი ნარგიზა ბელქანია,ქალი რომელიც პოლიციის მაიორი და ოთხი შვილის დედაა. და ერთ-ერთი მონაწილეა თამარ ურუშაძის ფილმში ისევე როგორც ბატონი ჩიჩო კატალდო და თვით ფიქრია კუჭუხიძე.ქალბატონ ნარგიზა ბელქანიას ზრუნვამ და საქართველოს ისტორიის გაცნობამ ბატონ ჩიჩოს შეაყვარა ჩვენი ქვეყანა და იგი სამჯერ იმყოფებოდა ბელქანიების ოჯახში.მან ქალბატონ ნარგიზას შვილიშვილები გაითავისა შვილიშვილებად მიიღო. ბატონი ჩიჩო 91 წლის გახლავთ და ამ წელსაც ჰქონდა სურვილი სააღდგომოდ საქართველოს სწვეოდა...ეს დიდი ტოლერანტი ადამიანი თვალდაუხამხამებლად იღებს სტუმრებს საქართველოდან და მისი სახლი წლების განმავლობაში ემიგრანტების უანგარო თავშესაფარი იყო. მადლობა ბატონ ჩიჩო კატალდოს და საქართველოს ქალთა საბჭო აჯილდოვებს სიგელით,რომელსაც რამოდენიმე დღეში გადმოვაგზავნით. გარდა ამისა დღეისათვის ბარიში უამრავი ქალბატონია რომლებიც სწირავენ თანხას სახლიდან გაუსვლელობის გამო და ნაწილდება უპოვართათვის.გვარების დასახელებისაგან თავი შიკავეს ქალბატონებმა ლუიზა,თეონა,ნონა,მარი,,ხათუნა,მზია, ნათია,ნანა,ლელა,ბატონი მამუკა .....ჩამონათვალი ბევრია ,რომელთაც გაგაცნობთ პერიოდულად თუ მათი სურვილი იქნება..ესენი ხომ გმირები არიან უცხო ქვეყანაში რომლებიც ყველაფრის ფასად ,რომ მხარში უდგანან თანამემამულეებს,საქართველოს ქალთა საბჭო მადლობას უცხადებს თვითეულ მათგანს .