"გამოხსნა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სჯერათ ადამიანებს ღმერთის დიდების და მისი ნების შესაბამისად მოქმედებენ."
ეს ფრაგმენტია "ბიბლიის განმარტებების" ახალი პროექტიდან. ეს არის ერთი განმარტება, რომელშიც კითხულობ მიზეზს ყველა პრობლემისა. ასეთი წინადადებები, განმარტებები, ფრაზები მძივებად არის აკინძული თითოეულ წიგნში და საოცარ ჰარმონიას ქმნის. ოღონდ გადაშალე, ოღონდ გული დაუდე და წაიკითხე. გზა ხსნისა ხელისგულზეა. უფალი კი სულ შენ გვერდითაა..
და კიდევ:
"ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწდყეს უფალიო"... წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს: მოსე ამით ასწავლიდა საკუთარ ხალხს, რომ გამარჯვებები არა საკუთარი ძალისთვის, არამედ ღვთის მადლისთვის მიეწერათ.
"მეორე რჯულის" კომენტარებს "ბიბლიის განმარტებების" მე-2 ტომში წაიკითხავთ..
იუდეველებმა მესია იმიტომ ვერ იცნეს, რომ მისგან ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაძლიერებას ელოდნენ, პირადი სოციალური აღზევების იმედი ჰქონდათ. როცა მიხვდნენ, რომ ქრისტე ამას არ ჰპირდებოდათ, ყველა გაეცალა, არა მხოლოდ გაეცალა, ჯვარზეც გააკრეს. იგივე გრძელდება დღესაც... ისევ მიდიან ეკლესიიდან იმედგაცრუებული ადამიანები... ისევ ღალატობენ მაცხოვარს იუდა ისკარიოტელები... ისევ დასცინიან კაიაფა და სინედრიონის წევრები... ისევ აყვედრის ავაზაკი - თუ მართლა ქრისტე ხარ, შენი თავიც იხსენი და ჩვენცო... ეს იმიტომ, რომ არ დავიჯერეთ აღდგომა და ადამის მოდგმის გამოხსნის საიდუმლო. ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა!
მიდის, მიდის, მიდის და დამთვრდება, გესმის? რამე თუ არ შეცვალე, თუ არ იმოქმედე, ასე გაირბენს და დამთავრდება... იმას თბილი სიტყვა უთხარი, ამას მოეფერე, აგერ მესამეს - ხედავ როგორ უჭირს და მიეხმარე, იქით დაცემული წამოაყენე, გაამხნევე, როგორც შეგიძლია... იჩქარე და გახსენი ეგ გაყინული გული, შეუშვი სითბო დროზე, ვიდრე გაირბენს ეს ცხოვრება, ვიდრე დასრულდება... რომ ჩაკეტილხარ საკუთარ ნაჭუჭში და ელოდები - რას ელოდები შენ, ჩემო თავო? გგონია, სხვა მოვა და შენ მაგივრად შეცვლის რამეს? მერე რა, რომ დამძიმდა ყოველდღიურობა და შენც უამრავი პრობლემა გაქვს, მერე რა, რომ ბევრი რამ გტკენს გულს... ადექი, გამოფხიზლდი და ცხელი გულით იმოქმედე - ღმერთით სავსე გულით, თორემ ეგეთი გულგრილობით ყინულადვე დარჩები და დამთვრება შენი დროც... ისე დამთავრდება, რომ შენი წილი სამყარო უღმერთოდ გაილევა... და დარჩება სიცარიელე... იმოქმედე რა! ნუ გაჩერებულხარ! იმოქმედე...
***
ალბათ გსმენიათ იობის შესახებ, საშინელი ტანჯვა-წამება რომ გამოიარა და ვერაფრით ხსნიდა, უფლის მორჩილი და წესების აღმსრულებელი კაცი, ასე რისთვის ისჯებოდა. წიგნის ბოლოს ეუბნება უფალს: თურმე აქამდე ყურმოკვრით მსმენოდა შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილეო - ტანჯვაგამოვლილი ეუბნება ამას, გულშეძრული და სულგამთბარი.
მხოლოდ უფალმა იცის, რა რისთვის ხდება!
ღმერთმა მოგვცეს სიმშვიდე და სიყვარული...
P.s. "ბიბლიის განმარტებების" მეხუთე ტომი - 20 იანვრიდან! იობის წიგნი კი მეექვსე ტომში გამოიცემა.
იკითხეთ "ბიბლია განმარტებებით" 20 იანვრიდან, V ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, წინა ტომების შეძენა კი შეგიძლიათ "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში.