რას წავიკითხავთ "ბიბლია განმარტებებით" მეოთხე ტომში - პროექტის ავტორის ბლოგი
რას წავიკითხავთ "ბიბლია განმარტებებით"  მეოთხე ტომში - პროექტის ავტორის ბლოგი
თამარ მამაცაშვილი - "ბიბლიის განმარტებების" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი - სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს პროექტთან დაკავშირებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პოსტები ბლოგად შემოგთავაზოთ:  

მალე "ბიბლიის განმარტებების" მეოთხე ტომი გამოვა სამზეოს. მასში მეფეთა წიგნებია - მეორე, მესამე და მეოთხე. ეს ისტორიული წიგნები ბევრ საგულისხმო ამბავს გვიყვება. ზოგადად, გააზრებული და გონებაში გატარებული ისტორია გონიერი ადამიანისათვის მომავლის გაკვეთილია, და რა უნდა ვთქვათ ბიბლიაზე, რომელიც ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მომხდარ ისტორიებს კი არ გვიამბობს, არამედ საყოველთაოს - დროში განფენილს.

ორი მომენტი ამ წიგნიდან:
"დავითმა მხოლოდ 100 ეტლი დაიტოვა, დანარჩენი ეტლების ცხენები კი დახოცა. რატომ მოიქცა ასე? რჯულის კანონი ებრაელ მეფეებს ბევრი ცხენის ყოლას უკრძალავდა, რომ ღვთის იმედი ჰქონოდათ და არა საკუთარი ძალისა". რატომაა საინტერესო ეს ადგილი? რატომ და - ღვთის იმედად მყოფი მეფე დავითიც კი სულ მალე დიდ შეცოდებაში აღმოჩნდა და მაშ, ვაი იმ "მეფეებს", ვისაც აზრად მაინც მოუვა, რომ თავად არის ძლევამოსილი.
კიდევ ერთი ნაწყვეტი:

ისრაელიანებს ჰქონდათ აღთქმის კიდობანი, რომელიც ღვთის სახელს ატარებდა, გაიგივებული იყო თავად ღმერთთან, უხილავად რომ იმყოფებოდა თავის ხალხთან. კიდობანი იყო აკაციის ხის ყუთი, ოქროთი მოვარაყებული, და მასში ინახებოდა ის ორი ფირფიტა, რომლებზეც მოსემ ათი მცნება დაწერა უფლის მითითებით. კიდობანზე შეხების უფლება არ ჰქონდათ არა თუ რიგით ებრაელებს, არამედ სამღვდელო ტომის - ლევიანთა წარმომადგენლებსაც კი. მოგზაურობის დროსაც მხოლოდ მასზე მიმაგრებულ ოქროს რგოლებში გაყრილი კეტებით უნდა ეტარებინათ კიდობანი. მორიგი მოგზაურობისას დავითმა გადატანის ეს წესი დაარღვია და აღთქმის კიდობანი ურემზე დაასვენა. გზად ურემი ვარდებოდა და ამინაბადის ძეს - ყუზიას ხელი შეუშველებია კიდობნისათვის, რომ არ გადმოვარდნილიყო. ამის გამო ყუზიამ იქვე განუტევა სული.

ძალიან ემოციური ფრაგმენტია მეფეთა მეორე წიგნიდან და ძალიან საგულისხმო რამდენიმე ფრაზა მინდა მოვიყვანო ამ ადგილის განმარტებიდან, საგულისხმო - თუკი პარალელებს საკუთარ პრობლემებთან გავავლებთ:

"იგი დაისაჯა დაუფიქრებლობის გამო, რადგან ხელი შემართა, რომ კიდობანს, მთელი ხალხის მცველს, შეშველებოდა, რომელიც სხვათა დახმარებას არ საჭიროებდა (ნეტარი თეოდორიტე კვირელი)." - ეს ალბათ მაშინ უნდა გავიხსენოთ, როცა გვგონია ხოლმე, რომ ეკლესიას ან უფრო მეტიც, ღმერთს ვიცავთ ვინმესგან.

და კიდევ:

"ებრაელები შეაცდინა იმ ფაქტმაც, რომ უცხოტომელებმა კიდობანი ურემზე დადებული გამოგზავნეს, მათ კი არაფერი მოსვლიათ ამის გამო."

არ გამოდგება მაგალითად ის, რაც სხვა ერებს მიეცემათ. როცა ირჩევ უფალს, შენ სხვა პასუხისმგებლობა გაქვს მის წინაშე.
მეოთხე ტომი! - 16 დეკემბრიდან.

ბიბლიური აზროვნება - აი, რა გვაკლია და რა გვჭირდება: თუკი არ ვიცით, როგორ მოვედით იმ პირველი წინაპრიდან დღევანდელ დღემდე, თუკი არ განგვიცდია კაცობრიობის ყველა განსაცდელი და სიხარული, თუკი არ გაგვიაზრებია ღვთაებრივი სამართლის მნიშვნელობა, თუ წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ღვთის რჩეულობა, თუ არ გვაინტერესებს, როგორ გვატარა უფალმა დასაბამიდან, მერე რისთვის განკაცდა და რა მსხვერპლი გაიღო ჩვენი სიყვარულისთვის - არაფერი, სულ არაფერი გვცოდნია: რისთვის ვცხოვრობთ, რისთვის უნდა ვიღვწოდეთ, რა მისია აქვს თითოეულ ადამიანს ამქვეყნად, რა არის ჩვენი სამშობლოს ამდენი განსაცდელის მიზეზი და სად არის გამოსავალი...




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat