"კარიბჭის" მკითხველმა უკვე იცის, რომ ჩვენი ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი გამომცემლობა "პალიტრა ლ"-თან ერთად ამზადებს წიგნების სერიას "ბიბლია განმარტებებით".
უკვე გამოსულია სამი ტომი. დაგეგმილია 15-ტომეულის გამოცემა. პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა პროექტი და ის ადამიანები, ვინც მასზე მუშაობენ.
"მე წავიკითხე "ბიბლიის განმარტებები". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი. ძალიან დიდი შრომაა გაწეული ამ პროექტის შესაქმნელად. მე ვლოცავ ყველა ადამიანს, ვინც ეს შრომა გასწია. იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს."
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II