ღვთის სადიდებლად, საქართველოს ერთიანობისთვის სალოცავად, სოფლის ეკლესიურად მოსაქცევად,
ნეკრესის ეპარქიაში, ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტ სერგი (ჩეკურიშვილი) ლოცვა-კურთხევით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში აშენდა კიდევ ერთ ქართული, მართლმადიდებლური წმინდა ტრიფონის სახელობის ეკლესია. გავაზი საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური 100% -იანი ქართული და მართლმადიდებლური სოფელია.
ამ ტაძრის მშენებლობის დასრულება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელ გავაზში უდიდესი სიკეთე იქნება სრულიად საქართველოსთვის, ვინაიდან წმინდა ტრიფონი სოფლის მეურნეობის მფარველია და მოსავალს იცავს მავნებლებისგან, გაძლიერება სოფლისა კი ნიშნავს საქართველოს გაძლიერებას!!!
ამ დროისათვის სოფელმა ძირითადად საკუთარი ხარჯით ააშენა ტაძარი, ამჯერად სჭირდება მოპერანგება, ტაძრის დასამთავრებლად გვესაჭიროება თვითოეული თქვენთაგანის მხაარდაჭერა.
ტაძრის მოსაპერანგებლად საჭიროა დაახლოებით 50 000 ლარი.
გავაზელებს, ლომისწვლილი მიუძღვით სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლებში და გავაზელებს არ გამოუტოვებიათ არც ერთი ომი (გავაზის დაარსების დღიდან დღემდე) რაც კი სამშობლოს დასაცავად იყო საჭირო, თანამემამულენო დღეს ჩვენს ტაძარს თვითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერა სჭირდება რომ დასრულდეს ჩვენი ღმერთვის ქრისტეს მადიდებელი ტაძარი, რომ მოექცეს სოფელი ეკლესიურად, რათა ჩვენი შვილები აღიზარდნენ ტაძარში, ღვთის მადიდებლებად.
მოგმართავთ მხურვალე თხოვნით ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიისათვის კიდევ ერთი წმინდა ტრიფონის სახელობის ტაძარი, გთხოვთ შეიტანოთ თქვენი წვილილი, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში და გადმორიცხოთ თანხა ლიბერთი ბანკის მითითებულ ანგარიშზე.
რათა ტაძარი მოპერანგდეს.
ლიბერთი ბანკი.
ანგარიშის დასახელება: გავაზის წმინდა ტრიფონის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის ანგარიშის ნომერი: GE 92LB0115119302544000.
თქვენგან გაღებული სიკეთე გაგინათებთ, ქრისტესკენ სავალ გზას!!!