ილია მეორის წერილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს
ილია მეორის წერილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს
საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილს აქვეყნებს:

"თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად.

საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან საცხოვრისს - უდაბნოსა და ჩიჩხიტურს.

იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ცხადია: 1938 და 1996 წლების დადგენილებებით ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის ხაზი დამტკიცდა რუკით, მასშტაბით 1:500000 ( К-38-Г). ის გამოცემულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერს 1936-38 წლებში შედგენილი რუკების საფუძველზე მასშტაბით 1:200 000, რომელიც წარმოადგენს მთავარ სამუშაო მასალას ქართული და აზერბაიჯანული მხარეებისთვის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთა კომისიის მუშაობაში.

ამის შესაბამისად, მონასტრები - უდაბნო და ჩიჩხიტური დაფიქსირებულები არიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში (განსხვავებით ბერთუბნისგან, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელ ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ამ რუკის მიხედვით, აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტრორიაზე).

დღეს სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო, რომლის მახლობლად, ჯერჯერობით განუსაზღვრელ ადგილზე, ააშენეს სასაზღვრო სექტორი და ამ საცხოვრისებში სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების გადაადგილება, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ შევეგუებით.

რის საფუძველზე შეიცვალა დღემდე არსებული მდგომარეობა - გაუგებარია.

მივიჩნევთ, რომ ვიდრე არ დასრულდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, უნდა აღდგეს დღევანდელ დღემდე არსებული სტატუს ქვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა მოინახულონ უდაბნო და ჩიჩხიტური, მით უფრო, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.

ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სათანადოდ შეაფასებს შექმნილ ვითარებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება. თქვენი შუამავლობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებას თქვენ მაღალ მსახურებაში. დიდი პატივისცემით სრულიად საქრთველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე" ,- აღნიშნულია წერილში, რომელიც 4 ოქტომბრით თარიღდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat