აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულს ყველა ჩვენთაგანი დიდი სიხაულით ველოდებით.სიკვდილითა სიკვდლისა დამთრგველის,
უფლის აღდგომის მოახლოებას განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფი ჩვენი ქართველობა ელოდება და განსაკუთრებულადაც აღნიშნავენ. უცხოეთში მყოფ რამდენიმე მეგობარს ვთხოვე, ეთქვა როგორ აღნიშნავენ ემიგრანტები აღდგომას საქართველოს ფარგლებს გარეთ.
საბერძნეთში, ათენში მცხოვრები ნანა ჯავახაძე:
- მე გახლავართ ბორჯომიდან, ამჟამად საბერძნეთში, ათენში ვცხოვრობ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მეც და ჩემი მეუღლეც საქართველოში დავდიოდით ტაძარში.. ეკლესიური ცხოვრება იქიდან დავიწყეთ. ათენში წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში დავდივართ, ამ ტაძარში მსახურობს ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი აბიბოსი. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში აღდგომის დღესასწაულს ღამისთევით ტაძარში ვხვდებოდით. ვეზიარებოდით და შემდეგ კი ვახსნილებდით. აღდგომას აქაც ღამისთევით ვხვდებით, განხვავდება კი იმაშია, რომ საბერძნეთში დღესასწაულზე ტაძრები ულამაზეს.
ყვავილებით ირთვება. წითელ პარასკვს საღამოს გამოაბრძანებენ გარდამოხსნის ხატს და ათენის ქუჩებში შემოატარებენ, სადაც ხალხი ანთებული კელაპტრებით, ყვავილებით და საკმევლის კმევით უფალს პატივს მიაგებენ. ამ ბრწყინვალე დღესასწაულს როგორც საქართველოში, ასევე საბერძნეთში დიდი სიხარულით ვხვდებით. . მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთულ სამუშაო რეჟიმში ვცხოვრობთ ქართველები, მაინც ვახერხებთ ტაძარში სიარულს და ქრისტიანულად, ეკლესიურად ცხოვრებას.
ამაში კი ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენს მოძღვარს, მამა აბიბოსს, რომელსაც დიდი სულიერი გამოცდილება აქვს. მამა აბიბოსი ჩვენთვის დიდი საყრდენია, რჩევა-დარიგებისა და ნუგეშის მომცემია, პირადად მე ვაღიარებ, რომ მამა აბიბოსისგან ღვთისა და მოყვასის დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვსწავლობ. ღმერთმა დალოცოს და არ მოაკლოს საქართველოს და მთელს ქრისტიანულ სამყაროს ბრწყინვალე აღდგომის სიყვარულის განცდა.