საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:


"2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, რომ შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.

წილხვდომილობა – ქვეყნის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა ანუ იდენტობა. ღვთისმშობელმა განაპირობა არა მარტო ჩვენი სულიერება, არამედ ასევე შგვაძლებინა შეგვექმნა საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურა, აგვეშენებინა და გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ღვთისმშობლის შეწევნა ისევე როგორც წარსულში, დღესაც უდიდესი ძალაა ჩვენი ქვეყნისა. ზეციური დედოფლის წყალობით აღდგა და ვითარდება ქართული სახელმწიფოებრიობა.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მეტად რთულად და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს პროცესი ათეისტური ძალადობის შედეგად დაზიანებული ეროვნული ცნობიერების გაჯანსაღებისა.

ეროვნულ თვითმყოფადობასთან გაუცხოება, რასაც გლოვობდა ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლო საუკუნეების ყველა ღირსეული მამულიშვილი, არის მთავარი მიზეზი თანამედროვე საზოგადოების გათითოკაცებისა, უდიდესი სულიერი და ეროვნული ფასეულობების მქონე ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და კონსოლიდაციის დეფიციტისა. მტკიცე სულიერი საძირკვლის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობის ყოველგვარი მცდელობა მარცხისათვის არის განწირული.

ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა სულიერი და ინტელექტუალური ძალების ერთიანობაში ჩამოყალიბდა და საუკუნეების მანძილზე ერთ მთლიან სამწყსოდ კრავდა ჩვენს ერს. დღეს ეს საძირკველი შერყეულია, ერთობა დარღვეულია; მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ღვთის ძალაზე დაფუძნებულ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას.

სწორედ ღვთაებრივ ნებასა და ენერგიებთან ადამიანურის შეერთების ანუ სინერგიული კავშირის აღდგენის მიზნით დააფუძნა უწმინდესმა სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ელიას მთაზე სამების ლავრაში. ასევე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ისეთი მუზეუმი, რომელიც შესთავაზებს ჩვენ საზოგადოებას ფასეულობით განათლებას, ანუ ისეთ ცოდნას, რომელიც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გათვალისწინებით იქნება შემუშავებული; ცოდნას, რომელიც არა მარტო წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სულიერ მნიშვნელობას, არამედ თავად იქნება ნაყოფი სარწმუნოებისა და მეცნიერების, სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობისა. სამების ლავრისა და ღვთისმშობლის სავანის გარშემო გაერთიანებით საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრი მონაწილე ხდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის პროცესისა.

წილხვდომილობა – სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის საფუძველი საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე არსებობდა შემწყნარებლობის ანუ ტოლერანტობის მაღალი კულტურა. ღვთისმშობლის წყალობით ამ სათნოებამ ჩვენს ერში უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის განახლება ყველა სხვა სათნოებებთან ერთად ჩვენ საზოგადოებაში აღადგენს ასევე შემწყნარებლობის მდიდარ ტრადიციას. ეს იქნება სასარგებლო არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ასევე ტოლერანტობის სერიოზული დეფიციტის მქონე თანამედროვე მსოფლიოსათვის.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ვითარცა ქვეყნის იდენტობისა და უსაფრთხოების აღმნიშვნელი თარიღი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნისა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის სახალხო დღესასწაულის ხასიათს შეიძენს.

საქართველოს მოსახლეობის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის როგორც ქვეყნის თვითმყოფადობის მთავარი მახასიათებლის გაცნობიერება გახდება საწინდარი სამოქალაქო თანხმობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

წილხვდომილობა – პრივილეგია თუ პასუხისმგებლობა ღვთისმშობლის მფარველობა არ ნიშნავს ჩვენს პრივილეგიას სხვა ერებთან შედარებით. უფალი ყოველ ერს მისი ჯვრის შესაბამის ძალას ანიჭებს. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იმპერიებისა და ძლიერი სახელმწიფოებით გარშემორტყმული ჩვენი მცირერიცხოვანი ერი დაუსრულებელი აგრესიის პირობებში ცხოვრობდა.

ღვთისმშობლის მფარველობა რომ არა, გამუდმებით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე მყოფი ჩვენი ხალხი ვერ გაუძლებდა ამდენ სისხლისღვრასა და ტანჯვა–წამებას.

ის ვინც საქართველოსადმი ღვთისმშობლის გამორჩეულ წყალობას ერის პრივილეგიად მიიჩნევს, ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას. პრივილეგიის განცდა ერის უპირობო გადარჩენის ცრუ–რწმენას ბადებს, რაც თავის მხრივ იწვევს ამპარტავანებასა და სიფხიზლის მოდუნებას.

ღვთისმშობლის შეწევნა არის უდიდესი ძალა ჩვენი ერისა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის წყალობა მხოლოდ მაშინ გამოიღებს ჩვენში კეთილ ნაყოფს, როდესაც საზოგადოება იქნება ერთგული ჭეშმარიტი მრწამსისა და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესისა.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის, როგორც პასუხისმგებლობის განცდა, განაპირობებდა ჩვენს ეროვნულ აღმავლობას და პირიქით, ამ გამორჩეული წყალობის პრივილეგიად მიჩნევა იწვევდა განსაცდელების გამრავლებასა და საზოგადოებაში სულიერი დაკნინების პროცესის დაწყებას.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა უპირველესად ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ზეციური მფარველის მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას.

თავდაპირველი მისია ღვთისმშობლისა საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა და გავრცელება იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად ზეციურმა დედოფალმა ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოგზავნა ანდრია პირველწოდებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ვაზის ჯვრით მოციქულთასწორი წმინდა ნინო. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს ცხოვრებაში იმთავითვე აისახა ქრისტიანობის მოწამეობრივი გზა საქართველოში.

წელს ჩვენი ერი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ორი წმინდანის მეოხებით ქრისტანობის საქართველოში შემოსვლას. ანდრია პირველწოდებულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს, 12 მაისს, ჩვენი ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესებით ჩვენ ფაქტიურად აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის დასაბამიდან 2000 წელს. მეტად სიმბოლურია, რომ ამ უდიდეს ზეიმს ღვთის განგებით დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავი.

საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება, იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის ჟამს ღვთის მიერ გარდამოვლენილი კურთხევის განახლებას.

წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის მადლი გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. ამ კურთხევის განახლება შესაძლებელია გახდეს გვირგვინი უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ქართლის მეორედ მოქცევისა.

დღეს, როდესაც ჩვენი ერი მძიმე სულიერი კრიზისის შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის ფესვებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღვთისმშობლისადმი საყოველთაო თაყვანისცემის ტრადიციის აღდგენას, რამეთუ ზეციური დედოფალი ბრძანდება ჩვენი ღვთივდადგენილი განმანათლებელი და წინამძღვარი სულიერი ამაღლების გზაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება. ამავე მიზნით შენდება ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე.

ვევედროთ უფალს, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მოციქული ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს შეწევნით 2019 წელი საქართველოსათვის გახდეს დასაბამი უპირველესად სულიერი, ხოლო შემდგომ ტერიტორიული გამთლიანებისა", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat