მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა,
- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისა განაცხადა.
"ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ.
თქვენ ხედავთ მთელს მსოფლიოში მღელვარებაა. მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.
როდესაც მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება, რომ ვსცნოთ თავი თვისი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა", - მიმართა მრევლს პატრიარქმა ქადაგებისას.
ამასთან, უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგების დასასრულს აღნიშნა, რომ დიდი მარხვის დღეები მოახლოვდა და მომავალი კვირიდან დიდი მარხვის საგალობლები იგალობება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- სამარხვო კერძები
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- წმინდა წერილი
- ლოცვანი