კიევ-პეჩერის ლავრის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამონასტრო კომპლექსის
მეზობლად მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე განჩნდა.
ხანძარი ამ ეტაპზე დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაჩენილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამო გადაკეტილია მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.
ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უმოქმედო, სარეკონსტრუქციო ნაგებობაში, მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში, საიდანაც ცეცხლი სახურავს მოედო. დაშავებული არავინ არის. გამომცემლობა აპოსტრიფი იტყობინება, რომ ეს შენობა ეკუთვნის ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც ლავრის მეზობლად მდებარეობს.