პატრიარქი სამებაში დღეს 23:00 საათზე მიბრძანდება
06.01.2019
სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ, რის შემდეგაც საშობაო მსახურება დაიწყება.
როგორც პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების ტაძარში 23:00 საათზე მიბრძანდება.
"მისი უწმინდესობა 23:00 საათზე მიბრძანდება სამებაში, წაიკითხება საშობაო ეპისტოლე და დაიწყება საშობაო მსახურება", - აღნიშნა მეუფე შიომ.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება.