მსოფლიოს პატრიარქმა ბართოლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსს ხელი მოაწერა.ტომოსზე ხელმოწერის ცერემონია წმინდა გიორგის ტაძარში შედგა.
ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერამდე პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც ესწრებოდნენ: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი, პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე.
მღვდელთმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა თავის რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტი და მიტროპოლიტი ეპიფანე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- სამარხვო კერძები
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- წმინდა წერილი
- ლოცვანი