წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა
28.12.2018
12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე
მიიღეს, რომლის განჩინებაც საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო.
"კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება, სამოციქულო მსახურების შესახებ საქართველოს ისტორიაში: რა არის გაკეთებული წარსულში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საქართველო აროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით განათლებული, უფლის მადლითა და სიბრძნით. კრებამ განაჩინა, 12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეთ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად", - აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაში.