ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მასპინძლობდა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი.
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლია დაუშვილმა ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფესტივალის მთავარი პრიზით "წმინდა ნინოს ჯვარი" დააჯილდოვა ბატონი თემურ ჩალაბაშვილი.
ფესტივალის ჟიურიმ: ზაალ ბოტკოველი (თავმჯდომარე), მამა ილია ჩიკვაიძე, ბადრი სულაძე, გივი ჩიღვინაძე ფესტივალის მთავარი პრიზი "წმინდა ნინოს ჯვარი" მიაკუთვნა: ედუარდ უგულავას, ელდარ ჭიჭიაშვილს.
ფესტივალის პრიზი "წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი" გადაეცათ: კახა სულუაშვილს, ნინო დარბაისელს.
ფესტივალის პრიზით "წმინდა ნინოს ჯვრის მედალი" დაჯილდოვდნენ: ზოია ვაშაკიძე, თინათინ სიყმაშვილი, ზვიად ნეფარიძე, მაკა გელაშვილი, ლალი მიქაია, მამუკა დემეტრაშვილი, მზია თვალაბეიშვილი, მარი თაბაგარი, ნინო ახალაშვილი, თიკა გელაშვილი, ქალთამზე (ანა) სურმანიძე, თენგო ხუციშვილი, ირაკლი ასლანიკაშვილი.