18 დეკემბერს, 16 საათზე, სოფელ ხელვაჩაურში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი,
მეუფე დიმიტრი აკურთხებს აჭარაში თურქთაგან წამებულ მამათა და დედათა სახელობის ტაძარს. ტაძრის გარე ფასადზე არის წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ: ეს ტაძარი აიგო წოვლადწმინდა სამების სადიდებლად და არის აჭარაში თურქთაგან წამებულ დედათა და მამათა სახელობისა; ტაძარი აიგო უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პატრიარქობისას მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით. ტაძრის აღმშენებლები არიან თეიმურაზ, რევაზ და გიორგი ბოლქვაძეები.
შეგვეწიოს აჭარაში წამებულ მამათა და დედათა მადლი!