იტალიის ესპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ცვლილება „მამაო ჩვენოს“ (“PADRE NOSTRO”) თარგმანში – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ASKANEWS-ი წერს.
ნაცვლად ფრაზისა “non indurci in tentazione” („და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“) ამიერიდან გამოიყენებენ ფრაზას “non abbandonarci alla tentazione” („არ დაუშვა, რომ ცდუნებას ავყვეთ“).
მანამდე კათოლიკური ეკლესიის მეთაური პაპი ფრანცისკე რამდენიმე ენაზე არსებულ თარგმანში ლოცვის ტექსტის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობდა, რათა ტექსტი უფრო ზუსტი ყოფილიყო. პაპის განმარტებით, დღემდე არსებულ ვერსიაში ეს ფრაზა შეიძლება აღიქმებოდეს ისე, თითქოს ღმერთი უწევს პროვოცირებას ადამიანს, რომ ცოდვა ჩაიდინოს.
ამავე კონფერენციაზე ეპისკოპოსებმა დაამტკიცეს, აგრეთვე, ერთ-ერთი პირველი სტრიქონის ცვლილება ტექსტში: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს“ (ლუკა, თ.2, 14). ფრაზა “pace in terra agli uomini di buona volonta” („და მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის“), რომელიც, მათი თქმით, შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც „[მშვიდობა] სათნო კაცთათვის)“, ასე შეიცვლება “…pace in terra agli uomini amati dal Signore” („და მშვიდობა ქვეყნად, ღვთისთვის სათნო კაცთათვის“).
"კარიბჭე" ახლო მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ მართლმადიდებელი მამების განმარტებებს კათოლიკეთა ამ ცდომილებებზე.