წმინდა გულის ადამიანები და მორჩილი და კეთილი ცხოველები - "მეგზური სიკეთის სამყაროში", წიგნი მე-7
წმინდა გულის ადამიანები და მორჩილი და კეთილი ცხოველები - "მეგზური სიკეთის სამყაროში", წიგნი მე-7
ბიბლია მოგვითხრობს, რომ სამყაროს შექმნას ღმერთმა ექვსი დღე მოანდომა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. მეექვსე დღეს ღმერთმა ცხოველთა სამყარო და ადამიანი შექმნა. ,,თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავ-თავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარის და მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო" ღმერთმა ადამიანი დააყენა ყველა ქმნილების გამგებლად. პირველმა ადამიანმა ადამმა დაიარა მთელი სამოთხე, დაათვალიერა ყველაფერი და შემდეგ ცხოველებს მათი ბუნებისდა მიხედვით სახელები უწოდა: ,,და გამოსახა კიდევ ღმერთმა მიწისგან ველის ყველა მხეცი და ცის ყველა ფრინველი, და მიუყვანა ისინი ადამს, რათა ენახა, რას უწოდებდა მათ; და ყოველივე, რაც უწოდა ადამმა ცოცხალ სულს, ეს არის მისი სახელი. და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს და ცის ყველა ფრინველს და ველის ყველა მხეცს."(დაბ.2.19-20)

სახელების დარქმევა არ იყო შემთხვევითი, იგი ეფუძნებოდა არსებათა შინაგანი ბუნების ცოდნას, ანუ: რომელი თვისებაც უფრო მეტად იყო ამა თუ იმ ცხოველში, ამისდა მიხედვით არქმევდა ადამი მათ სახელებს. ეს მოწმობს პირველი ადამიანის მაღალ გონებრივ შესაძლებლობებზე. იოანე ოქროპირის განმარტებით, ადამის მიერ ცხოველებისათვის სახელთა დარქმევა მიუთითებდა მის აღმატებულ მდგომარეობაზე მათ შორის. იგი წერს: ,,როგორც ადამიანებს აქვთ ჩვევა საკუთარი ძალაუფლების ნიშანი დაინახონ იმაში, რომ მონებს, ყიდვისთანავე სახელს უცვლიან, ასევე ღმერთი ადამს, როგორც მეფეს, აძლევს იმის უფლებას, რომ სახელები დაარქვას ყველა პირუტყვს".

ღმერთმა ადამიანს საჭმელად მიუჩინა ხილეულობა და თესლეულობა, ხოლო ცხოველებს - ბალახი. სამოთხეში მცხოვრებ ადამს, და ევას ვიდრე ისინი უფლის მცნებას დაარღვევდნენ, ცხოველები მსახურებივით მორჩილებდნენ, მათ შორის არ იყვნენ ავი და საშიში ცხოველები, არამედ სამოთხეში ყველა მეგობრულად ცხოვრობდა. მაგრამ, როგორც იცით, ეშმაკმა შური აიღო და გადაწვიტა ადამიანი გაეუბედურებინა, მან ადამიანები აცდუნა და მათაც დაკარგეს სამოთხე. ადამიანების შეცოდებამ დედამიწაზე ყველაფერს დააჩინა დაღი, რადგან ადამიანი იყო გვირგვინი ყველა ქმნილებისა.

შეიცვალა ბუნება, შეიცვალნენ ცხოველები, ზოგიერთი ცხოველი მტაცებელ მხეცად იქცა, სხვები შხამიანად და ასე ბევრი მათგანი საშიში გახდა ადამიანისათვის. რაც უფრო მეტად ცოდავდნენ ადამიანები და ამრავლებდნენ უსჯულოებას, მით უფრო სასტიკი ხდებოდა ბუნება. ცხოველებმა მორჩილება და სიყვარული დაკარგეს ღმერთის მორჩილებისა და სიყვარულის დამკარგავი ადამიანის მიმართ. ისინი გადაემტერნენ მას. უმეტესობა ცხოველებისა ადამიანისგან გადაიხვეწა და დაიმალა უღრან ტყეებში, თვალუწვდენელ ველებში, მთის ხეობებსა და ბნელ გამოქვაბულებში. ცხოველები ერთმანეთსაც გადაემტერნენ. მათაც შეიგრძნეს ცვლილება თავიანთ ბუნებაში. მათთვის განკუთვნილი პირვანდელი საკვები მიატოვეს, წინ აღუდგნენ ერთმანეთს და დაიწყეს ერთმანეთის ჭამა.

ამრიგად, ადამიანის ზნეობის ცოდვიან ცვლილებასთან ერთად მხეცები გახდნენ ავები და მრისხანენი. მაგრამ თუ ადამიანს წმინდა გული აქვს და წმინდად წარმართავს თავის ცხოვრებას, უფლის შეწევნით მას შეუძლია დაიბრუნოს პირვანდელი ბატონ-პატრონობა ცხოველთა სამყაროზე. ადამიანი, რომელიც შორს არის ცოდვისგან და უფალთანაა ზიარებული, ცხოველებთან სრულ ჰარმოანიასა და სიყვარულში იმყოფება. თავმდაბალი და ღვთისმოსავი ადამიანი გარეულ მხეცს უახლოვდება და როდესაც ისინი მას შენიშნავენ, მათი მძვინვარება თვინიერდება. ისინი მოვლენ მასთან და მიეტმასნებიან როგორც მათ მბრძანებელს, კუდის ქიცინით მისი ხელებისა და ფეხების ლოკვას შეუდგებიან. ისინი იმ სურნელს შეიგრძნობენ მისგან რომელიც ადამისაგან მოდიოდა ცოდვით დაცემამდე, მაშინ, როდესაც ისინი მის გარშემო იკრიბებოდნენ და ის მათ სახელებს არქმევდა სამოთხეში ადამიანისა და ცხოველთა აღდგენილი ურთიერთობის თვალსაჩინო ნიმუშებია მოთხრობილი ბიბლიაში, წმინდანთა ცხოვრებებში. ქვემოთ წმინდანებისა და ცხოველების სწორედ ამგვარ ურთიერთობებზე მოგითხრობთ.

მე-7 წიგნის შეძენა სექტემბერში კვლავ აქციის ფასში - 4 ლარად შეგიძლიათ ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat