უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, 2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე მამა ირინეოსი და მამა იერონიმე, მათივე თხოვნით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურიდიქციაში, კერძოდ კი ურბნისისა და რუისის ეპარქიაში გადმოვიდნენ.
12 აგვისტოს, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი), მოახდინა მათი ხელდება (ქიროტესია) წიგნისმკითხველად და კერძო დიაკვნად.
28 აგვისტოს, რუისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მამა ირინეოსის იეროდიაკვნად (ქიროტონია) ხელდასხმა მოხდა. ხოლო, 29 აგვისტოს კი, ყინწვისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ახლად აღდგენილ უძველეს ტაძარში მამა იერონიმეს იეროდიაკვნად (ქიროტონია) ხელდასხმა, (XI საუკუნის შემდეგ პირველი ხელდასხმა).
-დიდება და მადლობა ყოვლადწმიდა სამებას, რომელმაც ინება ჩვენს მშობლიურ დედა ეკლესიაში ჩვენი კურთხევა. მადლობა ჩვენს უწმინდეს პატრიარქს და ჩვენს მოძღვარსა და მღვდელმთავარს, მეუფე იობს,-ამბობენ მამები. მათივე თქმით, ჯერჯერობით საბერძნეთში, არისტოტელეს უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე აგრძელებენ სწავლას. მართალია, საბერძნეთის ეკლესიის წევრები აღარ არიან, თუმცა სწავლის პერიოდში წირვა-ლოცვას იქ დაესწრებიან. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მეუფე იობის ეპარქიაში, მეუფის გვერდით იმსახურებენ.