პატრიარქმა სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმსახურნი დააჯილდოვა
19.08.2018
დღეს, 19 აგვისტოს, ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესის, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის წარდგინებით,
ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ, სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
ულუმბოს მამათა მონასტრის წინამძღვარი არქმინადრიტი გაბრიელი (ტაბატაძე) დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
ხცისის ( წვიმოეთი) იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იობი(გეგეშიძე) დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
სურამის წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ილია (ხაჩიძე) დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილი (ლურსმანაშვილი) დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
სურამის კვირაცხოვლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოსები (ჯინჭარაძე) აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ხაშურის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ლევანი (ახვლედიანი) აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
სოფელ დუმაცხოვის წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე(მამაიაშვილი) აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
სოფელ ტაშისკარის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი გიორგი (გელაშვილი) აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯლდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ხაშურის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ნეონილა(დოლიაშვილი) აყვანილ იქნა იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.