ილია მეორე - შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი
08.07.2018
შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი, - ამის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა განსაცდელსა და ადამიანის ბუნებაზე იქადაგა.
"ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი მათ ეძლევათ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლია აიტანოს ეს გასაჭირი. არა არს ადამიანი, რომელსაც არ აქვს რამე მწუხარება. ჩვენ შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი და ყოველი ჩვენთაგანი. ღმერთმა ინებოს, რომ წყალობა, მშვიდობა და სიხარული სუფევდეს ჩვენში", - ბრძანა პატრიარქმა.