ლოცვით შეწევნას ვითხოვთ ღვთის იმედად დარჩენილი ჭუბერელები
06.07.2018
ზემო სავნეთის სოფელ ჭუბერში მიმდინარე სტიქიამ ყველაზე მეტად ადგილობრივები დააზარალა. ამჟამად სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს.
საბედნიეროდ ფიზიკურად არავინ დაშავებულა. სხვა მხრივ ზარალს ვინ მოთვლის. ელექტოენერგის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ერთმანეთთან დაკავშირება უჭირთ. "კარიბჭე" დაუკავშირდა ჭუბერის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი ნიგურიანს. მამა გიორგის განმარტებით, 5 ივლისს, დილით 7 საათზე დიდი წყლის ნაკადი, მდინარე ჭუბერულა, ნენსკრა ადიდდა. შუადღისას კი მდინარე მთლიანად გადმოვიდა და დაიტბორა სოფლის ცენტრალური გზა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სახლებიც განადგურდა.
მხოლოდ ერთი ხიდია დარჩენილი რომელიც სოფელს გაღმა-გამოღმა აკავშირებს. დანარჩენი ხიდები ადიდებულმა მდინარემ წაიღო. ყველაფერს მოწყვეტლები ვართ. ელექტროენერგია არ გვაქვს და ვერ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. მობილური ტელეფონები დაგვიჯდა. მადლობა ღმერთს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი ცოტა მაღლობზეა და ჯერჯერობით საშიშროება არ ემუქრება. საგანგებოდაა მობილიზებულები სამეგრელო ზემო სვანეთის სამაშველო სამსახური. ამაღამ საშიშორების ქვეშ ვართ.. ლოცვით შეწევნას ვითხოვთ ღვთის იმედად დარჩენილი ჭუბერელები.
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.