როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას
დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო. "კარიბჭე" დაინტერესდა სასამართლო აქტით, რომელშიც აღწერილია ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ამ მუხლის გადახედვა და რატომ განიხილა ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ.
მომჩივანები არიან:
"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია",
ააიპ "საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია",
სსიპ "ქრისტეს ეკლესია",
სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია",
ააიპ "მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი",
სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია",
ააიპ "ქართველ მუსლიმთა კავშირი",
სსიპ "წმინდა სამების ეკლესია".
მათ გააპროტესტეს მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა ტაძრების მშენებლობისას დღგ-ს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათების გამო და შეიტანეს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოითხოვეს, რომ პატრიარქის კურთხევით მშენებლობების დროს არსებული შეღავათები მოიხსნას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამ ლინკზე გაეცნობით სასამართლო აქტს და შეგიძლიათ გადმოწეროს სრული ვერსიაც: