წმინდანად ახალშერაცხული მამა სევერიანეს სურათს მირონი სდის
23.06.2018
სასიხარულო ამბავი გავიგეთ... წმინდანად ახლად შერაცხული მამა სევერიანეს (ბერიძე) სურათს მირონი წამოუვიდაო. ეს ამბავი წმინდა მამის ხორციელმა ძმამ, ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე სქემარქიმანდრიტმა სისომ თავის შვილს,
დალი-შორენა ბერიძე-ქიქავას ამცნო. აღნიშნული ინფორმაცია ქალბატონმა შორენამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
-ეს სურათი (უკვე ხატი) მამა სისოს ყინწვისის მონასტრის კელიაში ჰქონდა როგორც ძმის სურათი და სამი დღის წინ შენიშნეს რომ სურათი დასველდა მირონით. მამამ დამირეკა დღეს - შორენა ბიძაშენის სურათი აი ასე დასველდა მირონით სამი დღის უკან და გუშინ შენმა ძმამ დამირეკა წმინდანად შერაცხესო....ილოცეთ, ილოცეთ და ეს ხატი გაავრცელეო...დიდება უფალს.
დეკანოზ შიო პაიჭაძის განმარტებით, ეს ნამდვილად უკავშირდება მამაოს დიდ სიწმინდეს. ის იყო პირველი ქრისტიანი აჭარელი და ასევე სასულიერო პირი. მამა სევერიანე ანგელოზებმა შეიყვანეს ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. მამაო დიდი მლოცველი იყო და მას ჰქონდა უდიდესი სათნოება.
შეგახენებთ, რომ სინოდის განჩინებით დიაკვანი სევერიანე შეირაცხა წმინდანთა დასში და ეწოდა- წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი. მისი ხსენების დღედ დადგინდეს გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.