მეუფე შიო წმინდა სინოდმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვა
მეუფე შიო წმინდა სინოდმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვა
დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი არქივიდან გთავაზობთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტის, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრის ლაშა დეისაძე-შარვაშიძის განმარტებას:

- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებულ, მოქმედ ჯილდოთა შორის უმაღლესი გახლავთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი, რომელიც მხოლოდ მიტროპოლიტის წოდების მღვდელმთავარს შეიძლება მიენიჭოს. ბრილიანტის ჯვრის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, ხოლო უკეთუ, რამდენიმე მიტროპოლიტი არის დაჯილდოებული ბრილიანტის ჯვრით, აღნიშნულ შემთხვევაში, უპირატესობის მხრივ, ისინი პატივდებულნი არიან ქიროტონიის წესის მიხედვით.


KARIBCHE
1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველი ქართველი მღვდელმთავარი, რომელიც სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა, გახლდათ მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი), რომელსაც აღნიშნული ჯილდო ებოძა 1922 წლის 14 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით ასევე დაჯილდოებულნი გახლდნენ: მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე, შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი, აწ წმიდანად შერაცხული) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის მიერ; მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1953 წლის 28 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის მიერ; მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი, შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1959 წელს, ჯერ კიდევ ეპისკოპოსობის ჟამს, კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის მიერ; მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა); მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი, ამჟამად კათოლიკოს-პატრიარქი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1975 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის მიერ; მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის მიერ; მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1980 წლის 15 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა 1980 წლის 15 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი) - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოვდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ.

ამჟამად, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოებული არის ოთხი მღვდელმთავარი: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) - დაჯილდოვდა 2000 წლის 21 სექტემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) - დაჯილდოვდა 2010 წლის 19 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) - დაჯილდოვდა 2008 წლის 16 ნოემბერს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ; ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) - დაჯილდოვდა 2017 წლის 21 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ.
ბეჭდვაელფოსტა
21.06. 2018
კარკაძე ჯულიეტა
დღეს უკვე ბოლო ჟამის მაცხოვრებლები ვართ და გასაკვირი არ არის მოგვიმრავლდეს არისტეს რაინდები,რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ხომ გაბრწყინება უწერია და დამოწმება მართლმადიდებლობისა...უფალმა მოგვიმრავლოს, და გააძლიეროს ყოველნი ,ქართველი ერის ნათელ გზაზე გასაყყვანად და გადასარჩენად...
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat